მანიპულაცია, თითქოს Google-სთვის სიტყვა “ქრისტიანი” მიუღებელია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

altt
804
VIEWS

2019 წლის 27 ივლისს ვებ-გვერდმა “ალტ-ინფომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “სიტყვა „ქრისტიანის“ გამო YouTube-მა ვეტერანების მხარდამჭერი სარეკლამო ვიდეო აკრძალა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ Google-ის შიდა პოლიტიკის კრიტერიუმების თანახმად, სიტყვა “ქრისტიანის” გამოყენება აკრძალულია. “ალტ-ინფო” წყაროდ lifesitenews.com-ს ეყრდნობა.

ალტ-ინფო: “Google-დან მიღებულ ელფოსტაშიც მითითებულია, რომ „ქრისტიანი“ (Christian) მიუღებელი კონტენტია და Google-ის შიდა პოლიტიკის პოტენციურ ხელყოფას წარმოადგენს.”

“ალტ-ინფოს” განცხადება, თითქოს სიტყვა “ქრისტიანი” Google-სთვის მიუღებელ კონტენტს წარმოადგენს, მანიპულაციაა. რეალურად, Google-ის შიდა პოლიტიკის პრინციპების მიხედვით, მიუღებელია კონკრეტულად მხოლოდ ერთ რელიგიურ ჯგუფზე გათვლილი რეკლამის განთავსება. შესაბამისად, იკრძალება არა რომელიმე რელიგიური ჯგუფის აღმნიშვნელი სიტყვის გამოყენება, არამედ რელიგიური ნიშნით ვინმეს გამოყოფა და სხვათა დისკრიმინაცია.

  • რა პრინციპებს მოიცავს Google-ს რეკლამების განთავსების პოლიტიკა?

Google-ს გააჩნია სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე გათვილილი რეკლამის გამოქვეყნებისას. ეს პრინციპებია:

  1. პირადი პრობლემები: Google არ დაუშვებს რეკლამებს, რომლებმაც შესაძლოა, ბოროტად გამოიყენონ მომხმარებელთა პირადი პრობლემები. მაგალითად, რეკლამები, რომლებიც შეიცავენ მსგავს შინაარსს: წამალდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება, განქორწინების სერვისები, ტრამვული გამოცდილება, ფინანსური გაჭირვება, უმუშევრობა, უსახლკარობა და სხვა;
  2. იდენტობა და რწმენა: Google თვლის, რომ იდენტობისა და რწმენის საკითხები ღრმად პირადული და კომპლექსურია. ისინი კულტურული ნორმების მრავალფეროვნებაზე, გეოგრაფიაზე, ისტორიასა და პირად გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ვინაიდან პირის იდენტობა და რწმენა, შესაძლოა, მისი დისკმინიაციის ან სტიგმატიზების მიზეზი გახდეს, დაუშვებელია ამ საკითხების გამოყენება რეკლამის მომხმარებლებზე მოსარგებად.
  3. სექსუალური ინტერესები: Google იცავს მომხმარებლების პირად ინფორმაციას მათი სექსუალური ინტერესების შესახებ და არ დაუშვებს, რეკლამები მორგებული იყოს მათ  სექსუალურ ინტერესებზე, გამოცდილებაზე, აქტივობებსა და უპირატესობებზე.
  • Mighty Oaks-ის ფონდის რეკლამა იმ მიზეზით დაიბლოკა, რომ იგი მხოლოდ ერთ რელიგიურ ჯგუფზე იყო გათვლილი

Google კრძალავს არა სიტყვა “ქრისტიანის” გამოყენებას, არამედ გმობს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას და ერთადერთ სამიზნე ჯგუფად ნებისმიერი რელიგიის, ეთნოსისა თუ რასის  გამოყოფას დაუშვებლად მიიჩნევს.  შესაბამისად, იკრძალება არა რომელიმე რელიგიური ჯგუფის აღმნიშვნელი სიტყვის გამოყენება, არამედ რელიგიური ნიშნით ვინმეს გამოყოფა და სხვათა დისკრიმინაცია.

ალტ-ინფოს სტატიაში ნახსენებ  Mighty Oaks-ის ფონდის რეკლამა სწორედ მეორე, იდენტობისა და რწმენის, პრინციპის დარღვევის გამო დაიბლოკა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დაუშვებელია კონკრეტული რეკლამა მორგებული იყოს და ეხებოდეს მხოლოდ ერთი რელიგიის მიმდევრებს. Mighty Oaks-ის შემთხვევაში კი ავტორებმა სამიზნე ჯგუფად Youtube-ის მხოლოდ ქრისტიანი მომხმარებლები მიუთითეს.

"

აგრეთვე, Google-ს პოლიტიკის მიხედვით, არ შეიძლება ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც მხოლოდ ერთ, კონკრეტულ რასობრივ ან ეთნიკურ ჯგუფზეა გათვლილი. ასევე დაუშვებელია იმ პროდუქტების რეკლამირება, რომლებიც ხაზს უსვამენ მომხმარებლების მარგინალიზებას და ორიენტირებულნი არიან მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე, მაგალითად სერვისები  ემიგრანტებისთვის და ლტოლვილებისთვის.

  • წყაროების შესახებ

ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს მანიპულაციური ხასიათის სტატიებს, რაც ნიშნავს, რომ იგი მკითხველს ინფორმაციას შერჩევით, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე აწვდის. პროპაგანდის ეს მეთოდი “კარტების დაწყობის” სახელითაა ცნობილი, რაც გულისხმობს, რომ  მასალა ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტები შერჩევითაა მიწოდებული ან არსებითი ინფორმაცია გამოტოვებულია. მითების დეტექტორმა გადაამოწმა ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული არაერთი მანიპულაცია, მათგან ერთ-ერთი შეეხებოდა ლონდონის მუსლიმ მერს, თითქოს ლონდონში კრიმინალის დონე მისი მიზეზით იზრდებოდა. ამას გარდა, Youtube “ალტ-ინფოს” სამიზნედ ადრეც იქცა, ონლაინ-გამოცემა ამტკიცებდა, რომ  Youtube ლიბერალური წნეხის გამო არმოწონების ღილაკის გაუქმებას განიხილავდა.

რაც შეეხება წყაროს, რომელსაც ალტ-ინფო ეყრდნობა, MediaBias/FactCheck-ის ცნობით LifeSiteNews-ი 1978 წელს ტორონტოში კონსერვატიული ლობისტური ორგანიზაციის მიერ დაარსდა და დღემდე მისგან ფინანსდება. მედია-საშუალება ულტრანაციონალისტური და კონსერვატიული ძალების მხარდაჭერიდან გამომდინარე მკითხველისთვის ინფორმაციის შერჩევით მიწოდებითა და მანიპულაციური სტატიებით ხასიათდება.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist