პოლიტიკა

“მარშალპრესი”  სანდრა რულოვსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

2 ოქტომბერი, 2021

2021 წლის პირველ სექტემბერს სახელისუფლებო მედია “მარშალპრესმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა თვითმკვლელობა სცადა. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია მათ ყოფილი პირველი ლედის გარემოცვიდან მიაწოდეს. მარშალპრესი წერს, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, რულოვსმა დიდი რაოდენობით წნევის დამწევი მედიკამენტები მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ექსპრეზიდენტის ახალ ცოლზე, ლიზა იასკოზე შეიტყო. მასალას თან დართული აქვს მიხეილ სააკაშვილის და ლიზა იასკოს ერთობლივი ვიდეოდან კადრი და ფოტო, რომელიც სანდრა რულოვსის ვაქცინაციას ასახავს.

მარშალპრესის სტატია გამოცემის გენერალურმა დირქტორმა ოთო სტეფანიშვილმა გავრცელდა ჯგუფებში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება"-ს მხარდამჭერთა ჯგუფი, Georgia • საქართველო ✔️, საქართველო და მსოფლიო, საინფორმაციო სააგენტო, მოქალაქე, Tbilisi ◊ თბილისი, კახა კალაძე თბილისის მერი, პროტესტი! Protest! Протест!. ინფორმაცია ასევე გაზიარდა ჯგუფებში 41-კვლავ ხალხის სამსახურში, ,,სიმართლის გზა", Shoto sixarulidze kartveli emigrantebi შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები, გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!, რუსთავი 21-👁️-RUSTAVI 21, გამოხატე შენი აზრი და გვერდებზე კვირა +, მედიაჰოლდინგი "კვირა".

""

ინფორმაცია სანდრა რულოვსის მიერ თვითმკველობის მცდელობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა. 2 ოქტომბერს ყოფილმა პირველმა ლედიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არის მისული.

ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსმა წნევის დამწევი მედიკამენტების ზედოზირებით თვითმკვლელობა სცადა მტკიცებულების გარეშეა და არც ერთი ღია წყაროთი არ დასტურდება. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ყოფილმა პირველმა ლედიმ გამოაქვეყნა ფოტო თბილისის მე-19 საარჩევნო უბნიდან და დაწერა, რომ 16 საათზე ხმის მისაცემად იყო მისული და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, რაც გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

"

“მარშალპრესზე” დაყრდნობით ინფორმაცია რულოვსის თვითმკველობის მცდელობის შესახებ გაავრცელეს intermedia.ge-მ და resonancedaily.com-მა, თუმცა, “რეზონანსი” უთითებს, რომ ინფორმაცია სხვა წყაროების მეშვეობით არ გავრცელებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

პროფილები: