მატლი თუ მუქი ფერის ქსოვილი? – რა ჩანს მიკროსკოპში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

431
VIEWS

2021 წლის 30 მატს Faceboook მომხმარებელმა Nina Marji  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ჭრის ადამიანი პირბადეს და მის შიგნით მყოფ მატლებს გვაჩვენებს.

ვიდეო საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც ვირუსულად გავრცელდა. ის სხვადასხვა საჯარო ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის „კორონა მაფიაში“, სადაც კოვიდ-19-თან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება.

;;

გარდა ამისა, პირბადეში პარაზიტებისა და ჭიების არსებობის შესახებ სხვა ვიდეოებიც ვრცელდებოდა. 25 მარტს ფეისბუქ-პროფილმა გოჩა ჩუმაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პირბადე მიკროსკოპის ქვეშ არის მოთავსებული, ეკრანზე კი ჩნდება მუქი ფერის ძაფისმაგვარი მოძრავი ფრაგმენტი, რაზეც ჩუმაშვილი წერს, რომ “პირბადეები პარაზიტებით არის დასნებოვნებული”.

მსგავსი შინაარსის ვიდეოებს, სადაც ქირურგიულ პირბადეზე მიკროსკოპით დაკვირვება ხდება, ასევე ავრცელებდნენ ფეისბუქ გვერდი “ახალგაზრდული”, “სულიერი სამყარო”, ფეისბუქ პროფილები “ლევან ნავი”,  და “Manqanit Momsaxureba Athenshi”. წყაროების ნაწილი მას პარაზიტებს უწოდებს, ნაწილი კი დაავადება “მარგელონის” ჭიებს. მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ფეისბუქ მომხმარებელ კობა კუპრაშვილს, რომელიც წერს, რომ საქმე არა “მარგელონებთან”, არამედ “ძაფისებრ მინი რობოტებთან” გვაქვს.

8 აპრილს ვიდეო, სადაც ექსპერიმენტს ამჯერად გერმანიაში მცხოვრები ქართველი ატარებს, Captain Domenic Mango-ს ფეისბუქ გვერდმაც გამოაქვეყნა, ვიდეოში ნათქვამია, რომ პირბადეებში ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთა ჩასუნთქვაც ადამიანს ცუდად ხდის.

;;

;;

;

გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციას წარმოადგენს, რეალურად კი გამოუყენებელ პირბადეებში ჭიები ან რაიმე სახის პარაზიტები არ ბინადრობენ. „მითების დეტექტორმა“ პირბადეზე ექსპერიმენტი ჩაატარა, ერთი მხრივ მისი გაჭრით, ხოლო, მეორე მხრივ, პირბადეზე მიკროსკოპით დაკვირვებით, თუმცა მასში ჭიები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოვაჩინეთ. მკვლევრების განმარტებით, პირბადეზე მიკროსკოპით დანახული მუქი ძაფისმაგვარი სხეული სინამდვილეში ქსოვილის ბოჭკოებია, რომელთა მოძრაობის მიზეზი შესაძლოა ელექტროსტატიკური დამუხტულობა ან ჰაერის მასების გადაადგილება გახდეს.

აღსანიშნავია, რომ პირველ ვიდეოში, სადაც პირი პირბადეში მატლებს აჩვენებს, ის პირბადეს გარე მხრიდან ჭრის, თუმცა ვიდეოში არ აჩვენებს, რა მდგომარეობაშია პირბადის შიდა მხარე, რაც აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, მან პირბადე შიდა მხრიდან ვიდეოს გადაღებამდე დააზიანა და მასში მატლები თავად მოათავსა.

“მითების დეტექტორმა” ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ვიდეოში ასახული პირბადე ჩვენც გავჭერით, თუმცა მასში მატლები არ  აღმოჩნდა.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/yniGA17X0cY.jpg?itok=zCqPHk3p”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=yniGA17X0cY&ab_channel=MythDetector”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

რაც შეეხება სხვა ვიდეოებს, სადაც ქირურგიულ პირბადეს მიკროსკოპით აკვირდებიან და ამტკიცებენ, რომ მასში “მარგელონის” ჭიები ბინადრობენ, ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა და პირბადე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მიკროსკოპში შეამოწმა. მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად, პირბადეზე მცირე ზომის მუქი ძაფი მართლაც შევნიშნეთ, თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ლევან ნინუამ განმარტა, რომ ეს არა მატლი, არამედ მუქი ფერის ქსოვილია, რომელიც თეთრ პირბადეში კონტრასტულად ჩანს.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/4wD7VbYcsUs.jpg?itok=iWRBihhT”,”video_url”:”https://youtu.be/4wD7VbYcsUs”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

გავრცელებული ვიდეომანიპულაციები AFP Fact Check-მაც გადაამოწმა და მეცნიერ-მკვლევრებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, პირბადეები შესაძლოა, შეიცავდნენ ძაფებს, რომლებიც მასში წარმოების დროს ან მოგვიანებით, გამოყენებამდე მოხვდა, თუმცა ის საშიში არ არის. რაც შეეხება მათ მოძრაობას, მკვლევრების თქმით, ქსოვილმა ელექტროსტატიკურობის გამო ან თუნდაც იმის გამო შეიძლება იმოძრაოს, რომ მსგავსი „აეროზოლური ბოჭკოები“ ძალიან მსუბუქია და ჰაერის მასების გადაადგილება, რომელსაც ადამიანები ჩვეულებრივ ვერ გრძნობენ, ქსოვილის ბოჭკოებზე მოქმედებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ვიდეოებში უკვე გამოყენებული პირბადეები იყოს ნაჩვენები, ამ შემთხვევაში კი მიკროსკოპში პირბადეში არსებული სხვა მიკროორგანიზმებიც გამოჩნდება. ბიოლოგიის ექსპერტი და ბელგრადის ზოგადი და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი მარინა იოვანოვიჩი AFP-სთან კომენტარში ამბობს, რომ როდესაც პირბადეებთან შეხება გვაქვს, მასში შესაძლოა, მიკროორგანიზმები შევიტანოთ. მისი განმარტებით, ის, რაც ვიდეოში პირბადეებზე ჩანდა, იყო ფრაგმენტები და არა პარაზიტები ან რაიმე ცოცხალი სხეულები.

 არსებობს თუ არა “მარგელონის ჭიები” და რა კავშირი აქვს მას პირბადეებთან?

 “მარგელონი”, ასევე ცნობილი, როგორ “მორგელონი” კანის დაავადებაა, რომელზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. პაციენტები ამ მდგომარეობას ხშირად კანზე ჭიების მოძრაობას ადარებენ, თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც სიმპტომების მქონე ადამიანებში ჩატარდა, კვლევის მონაწილეთა კანიდან შეგროვებული მასალის უმეტესობა ცელულოზისგან შედგებოდა და სავარაუდოდ ბამბის ქსოვილის ბოჭკოები იყო, მიკრობაქტერიები ან პარაზიტები კვლევაში არ გამოვლენილა. მორგელონი რეალურ დაავადებად კლასიფიცირებული არ არის, რადგან მასზე არასაკმარისი კვლევები არსებობს.

პირბადეების მსგავსად, ინფორმაცია “მორგელონის ჭიების” არსებობის შესახებ კორონავირუსის ანტიგენის ტესტებზეც ვრცელდებოდა. დიგნოსტირებისთვის განკუთვნილ ჩხირს მიკროსკოპის ქვეშ ათავსებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტესტირებით ადამიანებს ორგანიზმში მორგელონებს უნერგავდნენ. მუქი ფერის ძაფისმაგვარი მოძრავი ობიექტი, რაც ტესტების ვიდეოებში ჩანდა, ვიზუალურად მსგავსია მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად პირბადეზე აღმოჩენილი ორგანიზმის, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ის არა ჭიები, არამედ ქსოვილის ბოჭკოებია, რომლის მოძრაობის მიზეზი ელექტროსტატიკური დამუხტულობაა.

ვრცლად მორგელონებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:
კორონავირუსის ტესტების ჩხირებზე არა “მორგელონის ჭიები” არამედ  ქსოვილის ბოჭკოებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist