მერლინოს ბრალდებები ამერიკული The Buffalo Chronicle-დან „საქართველო და მსოფლიომდე“

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

55
VIEWS

24 ნოემბერს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე ჟურნალისტ არმაზ სანებლიძის სტატია „სტიკერების” ცვენა იყო ხოჯევანქის უბანში“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტსა და ოპოზიციის პარალელურ აქციას აფასებს. სანებლიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსაც ახსენებს და წერს, რომ არჩევნებში „გასაოცარი მასშტაბის“ გაყალბებაა აღმოჩენილი.

სტატიის ავტორი გაყალბების ერთ-ერთ შემთხვევად ჯო ბაიდენის სასარგებლოდ „ფილადელფიის მაფიის მეთაურის“ ჯო მერლინოს მიერ 300 000 ყალბი ბიულეტენის დაბეჭდვას ასახელებს და ასევე აღნიშნავს, რომ მან გაყალბებაში მონაწილეობა აღიარა.

საქართველო და მსოფლიო: ფილადელფიის მაფიის მეთაურმა ჯოუი მერლინომ აღიარა, რომ მეგაპოლისის გარეუბანში დაიქირავა ორი სახლი, რომლებშიც მისმა ხელქვეითებმა დაბეჭდეს 300 ათასი ყალბი ბიულეტენი ბაიდენის სასარგებლოდ. დაბეჭდეს და სისტემაში შეაგდეს.

მტკიცება, თითქოს ფილადელფიაში ბაიდენის სასარგებლოდ 300 000 ყალბი ბიულეტენი დაბეჭდეს, მტკიცებულების გარეშეა. რაც შეეხება ჯო მერლინოს “აღიარებას”, ეს ცნობა დეზინფორმაციაა, რადგან თავად მერლინო და მისი ადვოკატი არჩევნების გაყალბების სქემაში მონაწილეობის ბრალდებას უარყოფენ.

ცნობა იმის შესახებ, რომ ჯო მერლინო ბაიდენის სასარგებლოდ საარჩევნო ბიულეტენებს აყალბებდა, პირველად ამერიკული ულტრამემარჯვენე, კოსნპირაციული გამოცემის The Buffalo Chronicle-ის ვებ-გვერდზე 14 ნოემბერს გამოქვეყნდა.

The Buffalo Chronicle-მა მერლინოს შესახებ სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ექსკლუზივი: როგორ მოიპარა ფილადელფიის მაფიოზური დაჯგუფების მეთაურმა არჩევნები – და რატომ შეიძლება მან ზურგი აქციოს ბაიდენს“. სტატიაში ანონიმური წყაროებია მოყვანილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯო ბაიდენმა 3 მილიონი გადაუხადა მერლინოს იმის სანაცვლოდ, რომ მას 300 000 ბიულეტენი გაეყალბებინა. The Buffalo Chronicle-ის მტკიცებით, მერლინოს გუნდი საათში 6000 ყალბ ბიულეტენს ქმნიდა.

სტატიაში ისიცაა ნათქვამი, რომ მერლინომ შესაძლოა, ბაიდენს ზურგი აქციოს, იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი მის ხანგრძლივ კრიმინალურ ისტორიას მთლიანად გააქრობს.

განცხადება, თითქოს ბაიდენმა მაფიოზური დაჯგუფება და ჯო მერლინო ბიულეტენების გასაყალბებლად დაიქირავა, მტკიცებულების გარეშეა. აშშ-ს კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს 12 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ  ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ხმების წაშლის, დაკარგვის ან რაიმე გზით შეცვლის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

16 ნოემბერს Buffalo Chronicle-ის სტატია ტრამპის იურიდიული გუნდის წევრმა, ადვოკატმა ჯორდან სეკულოვმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

17 ნოემბერს კი დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა და ჰიპ-ჰოპ არტისტმა ჯერემი ჰერელმა ფეისბუქ-ლაივში იგივე გაიმეორა. ჰერელი ვიდეოში ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ათასობით ყალბი ბიულეტენის შექმნისთვის მაფიოზური დაჯგუფება დაიქირავა. მისი პოსტი PolitFact-ის, Factcheck.org-სა და Associated Press-ის მიერ ფეისბუქზე მცდარ ინფორმაციად მოინიშნა.

ამერიკული წყაროებისგან განსხვავებით, „Geworld.ge-ზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ჯო მერლინომ აღიარა, რომ ბაიდენის სასარგებლოდ 300 000 ყალბი ბიულეტენი დაბეჭდა. ეს მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან ჯო მერლინომ ბრალდება უარყო. მერლინოს ადვოკატმა ჯონ მერინგოლომ New York Daily News-ს უთხრა, რომ მისი კლიენტი კატეგორიულად უარყოფდა მისი მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს.

მტკიცებას, თითქოს მერლინომ ყალბი ბიულეტენების დაბეჭდვა აღიარა, რუსული გამოცემა EurAsia Daily-ის 18 ნოემბრის სტატიაშიც ვკითხულობთ.

58 წლის ჯო მერლინო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სამხრეთ ფლორიდაში 2018 წელს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. მერლინოს საქმე თაღლითური გარიგებებსა და შეთქმულებას ეხებოდა. მერლინომ მის ბოლო სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მაფიოზური საქმიანობიდან „პენსიაზე გავიდა“.

Geworld.ge-ს სტატიის გავრცელება

ინტერვიუ ფეისბუქ-მომხმარებელმა Nana Gotua-Lasar-მა ჯგუფში კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия გააზიარა, მის პოსტს 27 ნოემბრის მდგომარეობით 13 გაზიარება აქვს. მათი უმეტესობა კვლავ Nana Gotua-Lasar-ს ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი პოსტი კიდევ 10 საჯარო ჯგუფში გააზიარა: კახა კალაძე თბილისის მერიპატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !Georgia • საქართველო ✔️,გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!,პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,ანტილიბერალური სივრცე,Info Rustavi ინფო რუსთავი,”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია,კახა კალაძე თბილისის მერი,რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist