მიაწერენ თუ არა დათვის თავდასხმით გარდაცვალებას კორონავირუსს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61
VIEWS

განახლება: მასალას დაემატა პირველწყაროს შესახებ ინფორმაცია, რომელიც სატირული გამოცემაა და გამოგონილ ამბებს აქვეყნებს.

28 სექტემბერს ონლაინ სააგენტო newposts.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მამაკაცი, რომელიც დათვმა დაგლიჯა, კორონავირუსით გარდაცვლილად გამოაცხადეს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ალასკაზე 67 წლის ბერნარდ რასელს საკუთარ სახლთან ახლოს ლაშქრობისას დათვი დაესხა თავს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ასევე, სტატიის მიხედვით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსხვერპლი კოვიდინფიცირებული იყო და ის კორონავირუსით გარდაცვლილთა სიას მიაწერეს. ინფორმაციის წყაროდ გამოცემა Anchorage Herald-ს იმოწმებს. სტატიას თან ერთვის მამაკაცისა და დათვის ფოტოსურათები.

იდენტური ინფორმაცია იმავე დღეს metronome.ge-მაც გამოაქვეყნა.

;;

newposts.ge-ს და metronome.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს დათვის თავდასხმით გარდაცვალებას კორონავირუსს მიაწერენ, გამოგონილია და არც ერთ სხვა მედიაში არ იძებნება. მამაკაცის ფოტოსურათი, რომელიც გამოცემებმა სტატიას დაურთეს, არა ბერნარდ რასელი, არამედ 67 წლის იუჯინ ფალკია, რომელიც კანადაში 10 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო.

ვინ არის ფოტოზე გამოსახული მამაკაცი?

ფოტოს საძიებო სისტემებმა RevEye Search-ის მეშვეობით გვიჩვენა, რომ მამაკაცი, რომლის სურათიც სტატიაში დათვის ფოტოსთან ერთად არის გამოსახული, არა ბერნარდ რასელი, არამედ 67 წლის იუჯინ ფალკია, რომელიც 2020 წლის 13 ივნისს კანადაში გაუჩინარდა. იუჯინზე ძებნა იყო გამოცხადებული და ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კანადურ მედიაში და პოლიციის განცხადებაშიც იძებნება. 23 ივნისს ალბერტაში ქალაქ ინისფეილის ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ იუჯინ ფალკი იპოვეს, ის დაშავებული არ იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.

;

რაც შეეხება Anchorage Herald-ს, ამ დასახელებით მედია არ იძებნება, ასევე არ იძებნება მსგავსი ტიპის ინფორმაცია, სადაც ეწერებოდა, რომ დათვის მსხვეპლი კორონავირუსით გარდაცვლილების სიაში ირიცხება.

მსგავსი დასახელების მედიაში news-herald.com-ზე ხელმისაწვდომია 24 სექტემბრის სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ალასკაზე 22 წლის მამაკაცი ოჰაიოდან გრიზლის დათვმა ნადირობისას მოკლა. კორონავირუსი სტატიაში ნახსენები არ არის.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist