მითები და რეალური ფაქტები უვიზო მიმოსვლის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

misinformation
71
VIEWS

გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არავითარ შეღავათს არ აძლევს, გარდა იმისა, რომ მათ რიგში დგომა არ მოუწევთ და რომ ევროპაში საქართველოს მოქალაქეებს სირიიდან და ერაყიდან ჩასულ ლტოლვილებზე ნაკლები უფლებები ექნებათ.

რეალური ვითარება კი ასეთია: ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოსახვედრად 7 ეტაპის გავლა ჭირდებათ. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს აღარ დაჭირდება ვიზა და მხოლოდ ორი სავალდებულო ეტაპის გავლა მოუწევს.

საქართველოს მოქალაქეების შედარება ევროპაში მოხვედრილ სირიელ და ერაყელ დევნილებთან არასწორია. საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს თავისუფალ მიმოსვლასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში – დევნილებთან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მოხვდნენ და ამჟამად სპეციალურ სტატუსს ატარებენ.

მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს, თუ რა ეტაპებს გადიან საქართველოს მოქალაქეები ამჟამად შენგენის ვიზის მოსაპოვებლად და რამდენად გამარტივდება პროცედურები უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ მოუწევს სავიზო მოსაკრებლის 35 ევროს გადახდა, მას არ დასჭირდება აპლიკაციის შევსება, საკონსულოში გასაუბრებისთვის თარიღის დაჯავშნა, ინტერვიუზე მისვლა, გარკვეული დროითი ინტერვალის შემდეგ პასუხის მისაღებად მისვლა. ვიზაზე პასუხი დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა. ეს ვადა ზოგჯერ შეიძლება 30 დღემდეც გაგრძელდეს.

უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში მხოლოდ 2 ეტაპია გასავლელი, საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს ბიომეტრიულ პასპორტს და თან ჰქონდეს დოკუმენტაცია, რომელიც საზღვრის გადაკვეთის მომენტში მას შეიძლება მოსთხოვონ. ეს შესაძლოა იყოს ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოგზაურო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი; ნათესავების ან მეგობრების მონახულების შემთხვევაში – მიმწვევის საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ვიზის შემთხვევაში – ღონისძიების პროგრამა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება შენგენის წევრი 22 სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ შევიდეს:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა,
ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი,
სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა ნებადართული იქნება:

შენგენის არაწევრ 4 სახელმწიფოსთან -ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგა და შვეიცარია. შენგენის ზონის კანდიდატ ქვეყნებთან – ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს, შენგენის ვიზის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპულ ქვეყნებში.

წყარო:

http://www.mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist