მითი, თითქოს დასავლეთში პედოფილია არ ისჯება, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5555555
337
VIEWS

პედოფილია, როგორც ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფორმა, თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსგავსი დანაშაული, როგორც წესი, ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაღალი კორუფცია და ძლიერი ორგანიზებული დანაშაულია. თუმცა, არც განვითარებული სახელმწიფოებია ასეთი საფრთხისგან ბოლომდე დაცული. ამიტომ, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დამნაშავეთა დასჯისათვის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებული ზომები ტარდება.

ბავშვებზე სექსულური ძალადობა დასავლეთის ქვეყნებში მძიმე დანაშაულად ითვლება. მოძალადეების წინააღმდეგ გამოყენებული სასჯელები ხშირად იმდენად მკაცრია, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილის პროტესტს იწვევს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში (მაგ. პოლონეთი, ესტონეთი) პედოფილიისთვის გასამართლებული პირების მიმართ სასჯელის სახით იძულებით ქიმიურ კასტრაციას იყენებენ. გარდა ამისა, ნებაყოფლობითი ქიმიური და ფიზიკური კასტრაციის პრაქტიკა, როდესაც დამნაშავეს სთავაზობენ შესაბამისი პროცედურის გავლას სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული (მაგ. დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები).

ევროკავშირში მოქმედებს ექსტრა-ტერიტორიული დევნის პრინციპი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის მიმართ. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების გასამართლებაზე იურისდიქციული შეზღუდვები არ ვრცელდება. ამდენად, ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები მათი მოქალაქეობის თუ დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად.

ევროსაბჭოში ასევე მოქმედებს ლანცეროტის კომიტეტი, რომელიც სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კონვენციის საფუძველზე შეიქმნა. კომიტეტი მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას. კონვენცია მოითხოვს ნულოვან ტოლერანტობას აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და მისი ჩამდენი პირების დასჯის პროცესში.

პედოფილებს ზოგჯერ სექსუალურ უმცირესობებთან აიგივებენ, რასაც შეგნებულად ხელს უწყობენ დასავლეთის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. მაგალითად, 2013 წელს აშშ-ს ფსიქიატრთა ასოციაციის „ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს” მორიგ გამოცემაში, პედოფილიის სხვადასხვა სიმძიმის ფორმებზე საუბრისას, შეცდომით იქნა ნახსენები სექსუალური ორიენტაცია. შეცდომა მალე გამოსწორდა. აშშ-ს ფსიქიატრთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ტერმინი არასწორად იყო შერჩეული და სექსუალური ორიენტაციის ნაცვლად სახელმძღვანელოში სექსუალური ინტერესი უნდა ჩაწერილიყო.

მიუხედავად ამისა, რუსულმა მედიამ ეს მოვლენა გააშუქა როგორც დასავლეთში პედოფილების გათანაბრება სექსუალურ უმცირესობებთან. რუსეთის დუმის ოჯახის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ აშშ-ში პედოფილია აღიარებულ იქნა სექსუალურ ორიენტაციად, რაც ახლო მომავალში მის ლეგალიზებას გამოიწვევდა. საქართველოში ამ ამბავს, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, პრო-რუსული ჯგუფები და პრესის ნაწილი ევროპასთან დაახლოვების საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებს.


მითის წყარო:

 რეზონანსი, 3 მაისი

კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: “სექსუალური ორიენტაცია ჰომოსექსუალიზმის გარდა მილიონ სხვა სიმახინჯესაც გულისხმობს, მაგალითად, ნეკროფილია, პედოფილია და ა.შ.”

GEWORLD.GE, 8 მაისი

გია კორკოტაშვილი, რადიო წამყვანი: „….რუსეთში კი არა, სადაც გინდათ, იქ დავრჩები, თუ ჩემს ქვეყანაში ინცესტი არ დაკანონდება, თუ მამათმავლებისგან ნორმალურ მოსახლეობაზე ზეწოლა არ იქნება. არადა, ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ უმცირესობაში ჩვენ, ნორმალური ორიენტაცის ადამიანები, გადავდივართ. გვაშინებენ: თუ გინდათ, რუსეთში არ დავრჩეთ, ამისთვის ამერიკას, ანუ ინცესტის მქადაგებლებს, პედერასტებსა და პედოფილებს უნდა მივეტმასნოთო, მაგრამ ამას ნორმალური ადამიანი არ «ჭამს»!

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5871

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

გია
კორკოტაშვილი გია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist