მითი, თითქოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1111111
132
VIEWS

მოსაზრება, რომლის თანახმად დასავლეთთან ინტეგრაცია ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსული ნარატივის ნაწილია, ხოლო საქართველოში მის კულტივირებას ძირითადად ანტი-დასავლური ძალები ახდენენ. სინამდვილეში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას შესაბამის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში აფხაზეთის და ცხინვალის, ამჟამად ოკუპირებულ, რეგიონებთან ერთად. არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული პრობლემები ჰქონდათ, ასევე, ადასტურებს, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეიძლება ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.

მაგალითად, ევროკავშირი აღიარებს კვიპროსის ტეროტორიულ მთლიანობას და მისჩრდილოეთ ნაწილს 1974 წლიდან თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბრიუსელი მთელ კუნძულს ევროკავშირის ნაწილად, ხოლო მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ევროკავშირის მოქალაქეებად განიხილავს. თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსის მიმართ, სადაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ჯერ-ჯერობით ვერ ხორციელდება, ევროკავშირს თავისი კანონმდებლობის მოქმედება დროებითშეჩერებული აქვს.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა მოლაპარაკებები ოკუპაციის დასრულების და კვიპროსის გაერთიანების თაობაზე. რამდენიმე ჩაშლილი რაუნდის შემდეგ, 2014 წელს კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკის პრეზიდენტსა და კვიპროსელი თურქების ლიდერს შორის შედგა შეთანხმება ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც მოლაპარაკებების ახალ რაუნდს უნდა დაედოს საფუძვლად. დეკლარციის შინაარსის და მოლაპარაკებების განახლების მიმართ მხარდაჭერა საბერძნეთის და თურქეთის მთავრობებმაც გამოხატეს. დეკლარაციის ტექტში ხაზგასმულია კვიპროსის ბერძნული და თურქული თემების მზადყოფნა, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით და ევროკავშირის ფარგლებში, ერთიან კვიპროსში იცხოვრონ.

ევროკავშირი და ნატო,ისევე როგორც მათი წევრი ქვეყნები, ანალოგიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული „ასოცირების შესახებ შეთანხმება” გამოხატავს „პატივისცემას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისურღვეობის პრინციპების მიმართ” და აღიარებს „საქართველოს ძალისხმევის მნიშვნელობას, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სრული და ეფექტური კონტროლისაქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე.”

აშშ-საქართველოს „ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”, ასევე, აღიარებს მხარეებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საფუძვლად ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას. აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს თაობაზე მიღებულიერთ-ერთი ბოლო რეზოლუციაკი მოუწოდებს „რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” ოკუპაცია”.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში გამართული ყოველი ე.წ არჩევნებისშემდგომ დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ ოფიციალურ განცხადებებს, რომლებშიც მათ არალეგიტიმურობას უსვამენ ხაზს.კერძოდ, აფხაზეთში 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულგანცხადებებში ვკითხულობთ:

· „ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ესარჩევნები ჩატარდა”;

· „ნატო არ ცნობს საქართველოს რეგიონში აფხაზეთში 2014 წლის 24 აგვისტოს ჩატარებულარჩევნებს… ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერსმხარს”;

· უცვლელია აშშ-ის პოზიციაც: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი” საქართველოს განუყოფელინაწილებია”. აშშ მოუწოდებს რუსეთს ,„ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს”.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ მრავალი პრაქტიკული ნაბიჯიც იდგმება საქართველოს საზღვრების ურღვეობის უზრუნველყოფად. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, რუსეთის მხარდაჭერით თუ ზეწოლით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი მხოლოდ საქართველოს დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით შეჩერდა. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაქართველოში (EUMM) 2008 წლის სექტემბრიდან რუსული ოკუპაციის ხაზთან პატრულირებს და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას უწევს მონიტორინგს. „საომარი მოქმედებებისთავიდან აცილების უზრუნველყოფის” გარდა, EUMM „კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობისაღდგენასაც” ისახავს მიზნად.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist