მითი, თითქოს რუსეთის ფედერაცია ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარია, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

export2
80
VIEWS

2013 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ეკონომიკური ემბარგოს ნაწილობრივ მოხსნის შედეგად საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, იმავე წელს ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 128 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით თითქმის 100%-იანი ზრდაა. წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში უკვე 113 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო იქნა საზღვარგარეთ ექსპორტირებული. ზრდის დიდი ნაწილი რუსეთის ბაზარზე მოდის (65%), თუმცა პოზიტიური ტენდენცია სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც შეინიშნება.2013წელს, 2012 წელთან შედარებით, ნატურალური ღვინოს ექსპორტი გაორმაგებულია ევროკავშრის ქვეყნებში; ცალკეულ ქვეყნებში კი უფრო დიდი ზრდაცაა, მაგალითად 2013 წელს ნიდერლანდებში ქართული ღვინის ექსპორტი 250%-ით გაიზარდა.

ღვინის ექსპორტის სერიოზული ზრდის მიუხედავად, მისი წილი საქართველოს მთლიან საექსპორტო პროდუქციაში მხოლოდ 5.7%-ია. ამასთან, საქართველოს სხვა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში ასევე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთმა, ღვინის გარდა, საქართველოში წარმოებული სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიც დაუშვა, საკუთარ ბაზარზე, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთის ფედერაციაში 184 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც საქართველოს მთლიანი საექსპორტო მოცულობის მხოლოდ 9.6%-ია. დროის იმავე მონაკვეთში ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდანდაახლოებით 405 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა (21%). 2014 წელს, რუსეთის ფედერაციასთან შედარებით, უფრო მეტი ქართული წარმოების საქონელი აზერბაიჯანსა (19.8%) და სომხეთშიც გავიდა (10.6%). მიმდინარე წელს ქართული პროდუქციის გასაღების ძირითად ბაზრებს, აგრეთვე, განეკუთვნებიან თურქეთი (8.3%), აშშ (7.5%), უკრაინა (5.2%), ყაზახეთი (3.1%) და ჩინეთი (2.7%), რაც საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირებაზე მეტყველებს.

2014 წლის ივლისში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც საქართველოსთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერებას ითვალისწინებს. შედეგად, უახლოეს მომავალში საქართველოში წარმოებული საქონელი საბაჟო გადასახადებით დაიბეგრება, რაც ქართველი ექსპორტიორების ხარჯებს გაზრდის და უარყოფითად აისახება რუსეთის ბაზარზე გატანილი ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე. იმავდროულად, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების” ის ნაწილი, რომელიც მხარეებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)შექმნას გულისხმობს.DCFTAუზრუნველყოფს საქართველოში დამზადებული პროდუქტების შესვლას ევროკავშირში საბაჟო მოსაკრებლის გარეშე, რაც მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე ქართული ექსპორტის ზრდას მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist