მხატვრული ფილმის კადრები Россия 1-ის საინფორმაციო გამოშვებაში

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

share photo
1.1k
VIEWS

2018 წლის 22 აპრილს, რუსული Россия 1-ის ეთერში, კერძოდ კი დმიტრი კისილიოვის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც თითქოს აბათილებს 2018 წლის 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებებს. სიუჟეტში რესპონდენტი სახელად ფარეს მუჰამმად მაიიასა, რომელიც დაჯგუფება “ჯაიშ ალ-ისლამ”-ის ყოფილ მებრძოლად არის წარდგენილი, ჰყვება, რომ თავდასხმის გაყალბებული სიუჟეტისთვის გადასაღებ მოედანზე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა.

რესპონდენტი: “ჩვენ ვიღებდით, როგორ ეყარნენ ბავშვი სხვადასხვა ადგილას: ზოგი მანქანებზე, ზოგი მანქანასთან ახლოს, ზოგიც მანქანის ქვეშ, თითქოს დაღუპულები იყვნენ. მათი სახეები ყვითელი იყო. ჩვენ ვიღებდით სხვა ადამიანებსაც, რომლებიც თავად ჩამოვიყვანეთ. ისინი მიწაზე დავაწვინეთ, ვასხამდით წყალს, თითქოს ისინი მართლაც დაშავდნენ ქიმიური თავდასხმის შედეგად. სამი დუბლითაც კი ვერ შევძელით ვიდეოს გადაღება. მათთან ბევრი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მათი გამომეტყველება მართლაც ძალიან ავადმყოფური ყოფილიყო.”

რესპონდენტის ინტერვიუს თან ახლავს ფოტო კადრები, რომლებზეც გადასაღები მოედანი, რეჟისორები და მსახიობები არიან გამოსახულები. ისინი ქიმიური თავდასხმის შედეგად დაზარალებულების როლს ასრულებენ. ამ კადრებით დმიტრი კისილიოვი და რუსეთის სახელისუფლებო ტელევიზია “ამტკიცებენ”, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის ამსახველი კადრები დადგმულია.

'

'

რეალურად, ეს კადრები 2016 წელს არის გადაღებული და მხატვრული ფილმის გდასაღები მოედნის ფოტორეპორტაჟს წარმოადგენს.

2016 წელს ფილმის გადაღება სირიელმა რეჟისორმა ჰუმამ ჰუსარიმ დაიწყო, რომელიც ფილმის გადასაღებად სირიაში ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ფილმის სიუჟეტი 2013 წელს ვითარდება, როდესაც ასადის რეჟიმმა დამასკოს გარეუბანი ზარინის შემცველობის რაკეტებით დაბომბა.

ეს კადრები პირველად სწორედ 2016 წლის 19 სექტემბერს ჩინურმა ონლაინ სააგენტომ Global Times-მა გამოაქვეყნა.

'

მხატვრული ფილმის კადრების რეალურ ამბად გასაღება აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პარალელურადაც, როდესაც პრო-რუსული პროპაგანდისტული პლატფორმები ფილმის კადრებს რეალურ მოვლენად ასაღებდნენ, რაც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულობის დამადასტურებელ საბუთად მოჰყავდათ. ამის მაგალითი იყო 2014 წლის 2 მაისს ინტერნეტ პორტალ Боевая Высота-ს მიერ მომზადებული მასალა ოდესის პროფკავშირების სახლის დაწვის შესახებ. მასალის ერთ-ერთი ფოტოილისტრაცია სინამდვილეში იყო კადრი მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ამერიკული სერიალიდან War And Remembrance (“ომი და მეხსიერება”), რომელიც ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist