მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება მელბურნის სადგურზე რასისტულ ნიადაგზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფედე
137
VIEWS

18 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “ჩემი ბათუმი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია თუ როგორ უპირისპირდებიან ფიზიკურად ფერადკანიანი გოგონები თეთრკანიან გოგონას მატარებლების სადგურზე. გვერდი “Ჩემი ბათუმი” თავდამსხმელებს “ფლიოდებად” მოიხსენიებს და წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი თეთრკანიანი გოგონას მიერ შავკანიანების რასობრივი უპირატესობის არაღიარება გახდა.

ვიდეოს 2 ათასზე მეტი ნახვა და 31 გაზიარება აქვს, მათ შორის 19 ივნისს აღნიშნული ვიდეო გადააზიარა ფეისბუკ გვერდმა “Fაქტები”, წარწერით “არა რასიზმსო და” ასევე გავრცელდა ფეისბუკ ჯგუფში “Live Show”.

'

""

“Ჩემი ბათუმის” მიერ გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციაა. ვიდეო მართლაც ავსტრალიაშია გადაღებული და ავთენტურია, თუმცა კონტექსტი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს პოსტი აღწერაში ახლავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციას აღნიშნული ინციდენტის შესახებ ბრიტანული Dailymail და მელბურნის ადგილობრივი მედია 7News ავრცელებენ. ავსტრალიაში, მელბურნში, Southern Cross-ის მატარებლების სადგურზე გოგონათა ჯგუფი თავს დაესხა 15 წლის გოგონას და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, ის ვარაუდობს, რომ თავმდამსხმელთაგან ერთ-ერთის გაღიზიანება მისი შეყვარებულისა და გოგონას საუბარმა გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს ინფორმაციაა ცნობილი. Ხოლო, იმის მტკიცება, რომ დაპირისპირება კანის ფერის საფუძველზე მოხდა, მხოლოდ ფეისბუკ გვერდ “ჩემი ბათუმის” ინტერპრეტაციაა, რომელიც აღნიშნულ ამბავს ხელოვნურად უკავშირებს #BlackLivesMetter-ის აქტივისტებს და მათ მიმართ სიძულვილის გაღვივებას ცდილობს.

“Ჩემი ბათუმის” შესახებ

გვერდი 2013 წლის 30 აგვისტოს შეიქმნა და სახელი სამჯერ შეიცვალა, თავდაპირველად მას “გორგასლიანნი / Gorgaslians” ერქვა.

'

“Ჩემი ბათუმი” რასისტული კონტექსტით ხშირად ავრცელებს ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოებს. გვერდზე შავკანიანების მიმართ ვხვდებით ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა: “ფლოიდები’’,  “შავიდლოები”, “შავფლოიდები”,  “ზანგი”.

"

"

"

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist