მოქმედებს თუ არა რასა და რელიგია კორონავირუსით დაინფიცირებაზე?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

DD
157
VIEWS

Poynter-ის ინსტიტუტის საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელს კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უკვე 558 მასალა აქვს გამოქვეყნებული, რომელთა შორისაც რამდენიმე კორონავირუსის გავრცელებასთან რასისა და რელიგიის კავშირს ეხება. როგორც ფაქტჩეკერებმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან გამოავლინეს, ვრცელდება ყალბი ამბები, თითქოს ზოგიერთი რასა და რელიგია გამორჩეულად გამძლეა კორონავირუსის ახალ 2019 წლის ინფექციასთან მიმართებით.

19 თებერვალს ტაივანის ფაქტჩეკერთა ცენტრმა აღმოაჩინა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული “მეცნიერული კვლევა”, რომელიც “ამტკიცებდა”, რომ აღმოსავლეთ აზიელები უფრო მარტივად ინფიცირდებიან, ვიდრე დანარჩენი აზიის წარმომადგენლები, რადგან მათ 4-5-ჯერ უფრო მეტი ACE-2 რეცეპტორები აქვთ. რეალურად, კვლევა 2005 წელს გამოქვეყნდა და ეხებოდა არა ახალი ტიპის კორონავირუსს, არამედ SARS-ს.

ნიგერიელმა ფაქტჩეკერებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ არ არსებობს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, თითქოს მუქი კანი COVID 19-თან რეზისტენტული არ არის. ნიგერიაში ტვიტერზე ვირუსულად ზიარდებოდა დეზინფორმაცია სუბსაჰარის რეგიონის გამძლეობასთან დაკავშირებით.

რასის გარდა ყალბი ამბები რელიგიებზეც გავრცელდა. 3 ქვეყანაში – ინდოეთში, შრი-ლანკასა და ინდონეზიაში სოციალური მედიის პლატფორმებზე ვრცელდებოდა ვიდეოები, თითქოს ჩინელები და სხვა აზიელები ისლამს იღებდნენ მას შემდეგ, რაც “გააცნობიერეს, რომ მუსლიმები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან.” ვიდეოები აღნიშნული ქვეყნების ფაქტჩეკერებმა, Newschecker.in-მა, Fact Crescendo-მ, Tempo-მ და AFP-მ გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ რეალურად ვრცელდებოდა 2019 წლის მაისში საუდის არაბეთში გადაღებული ვიდეობის შეცვლილი ვერსია, რომელსაც კავშირი არ აქვს 2019 წლის დეკემბერში აღმოცენებულ კორონავირუსთან.

როგორც Poynter აღნიშნავს, მსგავსი დეზინფორმაციები საშიშია ჯანდაცვის კუთხით, რადგან შესაძლოა დაინფიცირებულმა ადამიანებმა რეალური მკურნალობის მეთოდებზე უარი თქვან. რასას ან რელიგიას კორონავირუსზე გავლენა არ აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებს რისკი ყველასთვის არსებობს, ვისაც ახლო კონტაქტი ექნება ვირუსის მატარებელთან.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist