მოუწოდებენ თუ არა ამერიკელი დემონსტრანტები პუტინს აშშ-ში ჯარების შეყვანისკენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11111111111122222222
1.4k
VIEWS

რამდენიმე დღეა ტვიტერში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის პლაკატს წარწერით: “Chernorossia – Putin vvedi voiska!”. ტვიტერზე აღნიშნულ ფოტოს სხვადასხვა კომენტარით მეტწილად რუსულენოვანი ანგარიშები აზიარებდნენ.

ფოტო შემდეგი მესიჯებით გავრცელდა: “სიმართლეს ჰგავს”, “აი მინიშნება, თუ როგორ წარმოითქმის “მინეაპოლისი ჩვენია” ნეგროიდულ ენაზე”, “როგორც ჩანს შავი რუსეთის ჩამოყალიბებას ვიხილავთ აშშ-ში”, “რას ბედავენ ეს აფროამერიკელები? სულ გავიდნენ თავს. სად იყურება ამერიკის არმია?”, “ბორჯომის სმა გვიანია, ანუშკამ კვლავ დაღვარა ზეთი, დაგერხა ამერიკა.” და სხვა.

"'

'"

""

"

აღნიშნული ფოტო სინამდვილეში ფოტოშოპია. Რეალური ფოტო 2014 წელს დეკემბერშია გადაღებული, როდესაც დემონსტრანტებმა ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ მარში მოაწყვეს. რეალურ ფოტოზე გამოსახულ პლაკატზე მარშის ერთ-ერთი ლოზუნგის წარწერაა გაკეთებული: Hands up, don’t shoot!”

'

25 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობას აპროტესტებენ. პროტესტი პოლიციელების მიერ შეუიარაღებელი შავკანიანების მკვლელობის წინააღმდეგ აშშ-ში უკვე წლებია პერიოდულად იმართება და ლოზუნგებიც უცვლელია: “Hands up, don’t shoot,” “Black lives matter,” “I can’t breath”.

 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist