მტკიცება, თითქოს ამერიკა ეწინააღმდეგება საქართველოს დაახლოებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხალხებთან, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

lVFEnwm
91
VIEWS

2016 წლის 21 ივნისს, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელები არ დაუშვებენ საქართველოს დაახლოებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხალხებთან, რადგან ეს ეწინააღმდეგება რიტორიკას ნატოში შესვლაზე, ამერიკის ბაზებსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ ეწინააღმდეგება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხალხებთან დაახლოებას უსაფუძვლოა, რასაც ადასტურებს ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამები და აქტივობები.

ამერიკის მთავრობა აფინანსებს პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიას ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებთან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო მსოფლიო მასშტაბით მის გლობალურ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებსა და სამართლებრივ დაცვას ლტოლვილების, გადაადგილებული პირების, მოქალაქეობის არმქონე ადამიანებისა და მოწყვლადი მიგრანტებისათვის. სახალხო დიპლომატიის ელემენტი ბიუროს აქტივობების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. (ვრცლად იხ. ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდზე). განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ჩართულია ჟენევის კვარტალურ მოლაპარაკებებში ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩართულნი არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები ,მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან, აშშ-დან და ასევე სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფში განიხილება როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს დევნილი მოსახლეობის უფლებებს და გამუდმებით ახდენს დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას.

2008 წლის კონფლიქტის შემდგომ, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების შემწეობებით, თავშესაფარითა და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ბიურომ 35 მლნ დოლარის დახმარება გამოყო. თანხის უმეტესი ნაწილი გადაეცა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სხვადასხვა დახმარების პროგრამებისათვის.

2013-2014 წლებში ბიურომ დააფინანსა პროექტები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სოციალურ სფეროში:

  • სამხრეთ ოსეთი-საქართველოს და აფხაზეთ-საქართველოს სასაზღვრო თემების სამედიცინო მუშაკების ურთიერთთანამშრომლობა – კონტაქტებისა და ნდობის აღდგენის მიზნით (ორგანიზაცია UMCOR);
  • ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლებში ნდობის აღდგენისა და ფერმერთა შორის ორმხრივი კონტაქტების გაძლიერების პროექტი (არასამთავრობო ორგანიზაცია Premiere Urgence);
  • სამართლებრივი მომსახურების ცენტრების შექმნა – ადგილნაცვალი პირების სამართლებრივი, სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარებისათვის (Save the Children).

2016 წლის ივლისში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 15 მილიონ დოლარიანი პროექტი „ზრდა” დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გაღრმავებას და ბიზნესკავშირების გაძლიერებას. 5 წლიანი პროექტი საქართველოს 5 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე -ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო-სვანეთი) 70 თემში განხორციელდება და შექმნის 2000-მდე სამუშაო ადგილს.

ნატო აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი სწრაფვას

სულ ცოტა ხნის წინ, 8-9 ივლისს გამართულ ნატოს ვარშავის სამიტის საბოლოო კომუნიკეში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს (პუნქტი 24) .კომუნიკეს 111-ე პუნქტში ნათქვამია, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის შესაბამისად, ალიანსი თანხმდება რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP-ის ჩათვლით. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნატოს ურყევი მხარდაჭერა ხაზგასმულია კომუნიკეს 113-ე პუნქტში:

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.”

ამავე პუნქტში აღნიშნულია, რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს დამაბრკოლებელი კონსტრუქციების მშენებლობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.

„ნატო არ ცნობს ე.წ შეთანხმებებს რომლებსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგგიონს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში. ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის და ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.”

წყარო:

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: “ამერიკელები არ დაუშვებენ ჩვენს დაახლოებას გამოყოფილ ტერიტორიებთან და ხალხებთან იმიტომ, რომ ასეთი დაახლოება გამორიცხავს რიტორიკას ნატოში შესვლაზე, ამერიკის ბაზებზე, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე.” საქინფორმი, 21 ივნისი

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist