ნატოსა და COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით ჟურნალისტის ვინაობა გააყალბეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

efg
231
VIEWS

წყარო: medium.com

დაუდგენელმა პირებმა კორონავირუსის პანდემია ნატოს შესახებ დეზინფორამციის გასავრცელებლად გამოიყენეს და გააყალბეს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წერილი, რომელშიც ის თითქოს Covid-19-ის პანდემიის გამო ლიეტუვადან ჯარების გამოყვანის შესახებ იუწყებოდა. წერილის გასავრცელებლად შეიქმნა ცნობილი ჟურნალისტის ყალბი ანგარიში, რომლის სახელითაც წერილის შესახებ სტატიები მომზადდა.

გაყალბებული წერილი

გაყალბებული წერილი იენს სტოლტენბერგის სახელით გაიგზავნა ლიეტუვის მედიაში, ნატოს სათაო ოფისში და სამთავრობო უწყებებში. წერილის მიხედვით, ნატო აპირებდა ჯარების გამოყვანას ლიეტუვიდან Covid-19-ის პანდემიის გამო. დოკუმენტი სუსტი ინგლისურით იყო დაწერილი, თუმცა სტოლტენბერგის ხელმოწერა ზუსტად შეესაბამებოდა ნამდვილს.

"
წყარო: DFRLab

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მყისიერად ამოიცნო ყალბი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ზოგიერთი ნაკლებად პოპულარული ინგლისურენოვანი მედია საშუალებით და YouTube არხებით. BuzzSumo-ს მონაცემების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ დეზინფორმაციამ სოციალური მედიის დიდი ყურადღება ვერ მოიპოვა.

რეალური ჟურნალისტის განსახიერება

სტოლტენბერგის წერილის შესახებ სტატიებიც მომზადდა ვითომდა ცნობილი ლიეტუველი ჟურნალისტის ვილიუს პეტკაუსტასის სახელით, რომელიც ლიეტუვური საინფორმაციო საშუალებისთვის 15min.lt ფაქტებს ამოწმებს.  ვებ-გვერდები OpEd News და The Duran, რომლებზეც გაყალბებული წერილი გავრცელდა,   აქამდეც  გამოირჩეოდნენ ანტი-ნატო ნარატივებiს გავრცელებით, რასაც ანონიმური  ონლაინ პერსონების საშუალებით ახორციელებდნენ.

პეტკაუსკასის იდენტობით ასევე გახსნეს ბლოგი დომეინით viliuspetkauskas.blogspot.com და ამავე სახელის YouTube არხი, რომელიც უკვე წაიშალა. ბლოგის აღწერა და ლოგო ბლოგის გახსნამდე 15 წუთით ადრე პეტკაუსკასის პროფილიდან იყო აღებული.

'
წყარო: DFRLab

მეტი დამაჯერებლობისთვის, სტოლტენბერგის ყალბი წერილის გარდა ბლოგზე პეტკაუსკასის 8 საავტორო სტატიაც იყო გამოქვეყნებული.

'
წყარო: DFRLab

დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ყალბი წერილი იმავე დღეს აღმოაჩინა, დეზინფორმაციის კამპანია გაგრძელდა. 22 აპრილს იმავე დღეს შექმნილი YouTube-ის არხიდან “Nikolas Ratas” გავრცელდა ვიდეო, სათაურით “არის ეს ნატოს ჩამონგრევა?”, სადაც გამოყენებული იყო სტოლტენბერგის ყალბი წერილი.

23 აპრილს The Baltic Word-მა გამოაქვეყნა  ჯონას დრინგელის სტატია, რომელიც ციტირებდა ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას, თუმცა ასევე სპეკულირებდა, რომ ნატოს ჯარების გასვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ნამდვილი ყოფილიყო.

ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება COVID-19-ის თემის გამოყენება ბალტიის ქვეყნებში ანტი-ნატოს სენტიმენტების გასაძლიერებლად.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist