იდენტობა

ნოვოსიბირსკელი თოჯინის ამბავი, რომელსაც Pressტიტუცია “ლიბეროზავრებს” მიაწერს

22 იანვარი, 2020

22 იანვარს ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერმა “Pressტიტუცია” გამოაქვეყნა თოჯინის ფოტო, შემდეგი აღწერით “SOS ლიბეროზავრი პროპაგანდონები სქესში გაურკვეველ თოჯინებს ყიდიან”.

"

თოჯინის ფოტო, რომელსაც Pressტიტუცია ლიბერალებს მიაწერს და იდენტობასთან დაკავშირებით ანტილიბერალური და კრემლის ანტიდასავლურ ნარატივს იმეორებს, რუსეთში, კერძოდ კი ნოვოსიბირსკშია გადაღებული. 

აღნიშნულ ფოტოს, Google-ისა და Yandex-ის ძიების თანახმად, როგორც რუსულ, ასევე ინგლისურენოვან პლატფორმებზე ვხვდებით. თითოეული წყაროდ ინსტაგრამის მომხმარებელს revizor.nsk-ს უთითებს, რომელმაც თოჯინის ფოტო 2 იანვარს გამოაქვეყნა. მომხმარებელი წერს, რომ ფოტო ნოვოსიბირკში მაღაზიათა ქსელში “სათამაშოების პლანეტა” იყიდა. პროფილს მითითებული აქვს, რომ ნოვოსიბირსკში ცხოვრობს და გიდად მუშაობს

|


მოამზადა ილია სადღობელაშვილმა
მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული