“ობიექტივის” წამყვანი ფიქრობს, რომ 1921 წელს საქართველო სსრკ-ში საკუთარი ნებით შევიდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბონდოოო
4.5k
VIEWS

ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანი ბონდო მძინარაშვილი ისტორიის ახალ ვერსიას გვთავაზობს. თუ გასულ წელს ის “ობიექტივის” ეთერიდან  გვიმტკიცებდა, რომ საქართველოში რუსული ანექსია არ არსებობს, ამჯერად ის ამბობს, რომ 1921 წელს საქართველოში საბჭოთა კავშირში საკუთარი ნებით შევიდა.

ბონდო მძინარაშვილი: “ჩვენ საბჭოთა კავშირში შევედით, 1921 წელს საბჭოთა კავშირში შევედით ტაო-კლარჯეთის გარეშე.”

როგორც ჩანს, “ობიექტივის” წამყვანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1921 წლისთვის საქართველო სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკა იყო, რომლის ოკუპირებაც რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ომის შედეგად მოახდინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, არც დამფუძნებელ კრებას რუსული ოკუპაცია არ უღიარებია.

  • რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ როგორც იუნკრები, ასევე უნტერ-ოფიცერთა ბატალიონი, არტილერია, საინჟინრო ნაწილი და კავალერია.

"
1921 წელს დაღუპული გვარდიელები, წყარო: ეროვნული არქივი

  • 24 თებერვალს – რუსეთის ძალებმა თბილისს ყველა მხრიდან შეუტიეს, მათ შორის ტაბახმელაში გამაგრებულ იუნკერებსაც, რომელთა რაოდენობა 19 თებერვლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ 152-დან 85-მდე შემცირდა. იუნკრები ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკს მთელი დღის მანძილზე ებრძოდნენ, თუმცა პოზიციები არ დაუთმიათ.
  • თებერვალ-მარტის ომის შედეგად რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო.

"
წითელი არმიის აღლუმი თავისუფლების მოედანზე, 1921 წელი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

  • 1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ლენინსა და სტალინს დეპეშა გაუგზავნა: “ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე.” როგორც ჩანს, ტვ “ობიექტივის” წამყვანი არც ამ დოკუმენტს იცნობს.

"

  • ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქცია მიენიჭა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს, რომელმაც დაშლილად გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და სახალხო გვარდია.
  • 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკის ოკუპირებით, რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება, რომლითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას სცნობდა.
  • საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. საქართველოში რეპრესიებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოჰყვა, რომელთაგან 20 ათასი დახვრიტეს.
  • საბჭოთა პერიოდში დაიწყო ეკლესიებისთვის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა. ეკლესიების უმეტესობა საწყობებად, სოფლის კლუბებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. 20ს -ის 20 იან წლებში ბოლშევიკებმა დახურეს ათასზე მეტი ეკლესია, გააუქმეს ღვთისმსახურება. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3, 407 ქართველი სასულიერო პირი.
თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist