პარლამენტის 14 წევრის მხარდაჭერილი კანდიდატის ანტიდასავლური და ქსენოფობიური განცხადებები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რგგრგრგ
2.6k
VIEWS

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურაზე 14-მა დეპუტატმა ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარ რედაქტორსა და წამყვანს, ბონდო მძინარაშვილს დაუჭირა მხარი. როგორც არხი, ასევე თავად ბონდო მძინარაშვილი წლებია ანტიდასავლური, პრორუსული, თურქოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა.

“მედიის განვითარების ფონდი” 2019 წელს, ასევე წინა პერიოდში ბონდო მძინარაშვილის მიერ გაკეთებეული ანტიამერიკული და NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებებს, ასევე სხვადასხვა კონსპირაციული გზავნილების მიმოხლვას გთავაზობთ.

  • ამერიკაც ოკუპანტია

მძინარაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ქვეყნის აშშ-ის ოკუპაციას ადარებს და ავითარებს კრემლის ცნობილ გზავნილს, თითქოს აშშ და დასავლეთი სხვა სახელმწიფოებს მართავენ.

ბონდო მძინარაშვილი: „ჩვენთან მეორდება მე-XVII-XVI-XVIII-ე საუკუნის მეთვრამმეტე საუკუნის სიტუაცია, როცა ოსმალეთს და სპარსეთს გაყოფილი ჰქონდა საქართველო. ამ შემთხვევაში, ოკუპირბეულ ტერიტორიას რუსები აკონტროლებენ, დანარჩენი ოკუპირებული აქვს შეერთებულ შტატებს, ოღონდ ამას არ ვეძახით ოკუპაციას.“

ბონდო მძინარაშვილი:”…სად არი აქ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი აი სახელმწიფო, აბა რანაირი სახელმწიფო ვართ, ეგრე მაშინ აგერ ცხინვალის რეგიონში ვაჟა გაფრინდაშვილი დამოუკიდებელი ბრჭყალებში ვამბობ ამას, დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გაასამართლა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, ანუ სხვა სახელმწიფოს კოდექსით გაასამართლა ამ სახელმწიფომ  ანუ როგორიც არის ვთქვათ ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის, ისე გამოვდვართ ჩვენ აშშ-თვის ეგრე გამოდის, მართალია ამერიკის კოდექსით არ იმართება ეს ქვეყანა, კი ბატონო.

ბონდო მძინარაშვილი: „ყველა ის უბედურება, რაც ჩვენს თავს არის, ეს ყველაფერი მოდის ოკეანის გაღმიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სტრატეგიული პარტნიორია, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, უფრო განათლებული ადამიანების აღზრდაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, კარგ სასამართლოზე უნდა ზრუნავდეს და პირიქით ხდება ყველაფერი.“


  • აშშ საქართველოს პოლიგონად იყენებს

ბონდო მძინარაშვილი: “არც გვინდა, რო საქართველო გადაიქცეს საომარ ლელოდ, რას ლაპარაკობ, ამერიკელებმა და რუსებმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ჩვენ…ჩვენ შეერთებული შტატებისთვის მეგობრები ვართ თუ ვართ საშუალება… მისთვის ანუ სულ ერთია ქართველი იცხოვრებს, თუ ვინმე არაქართველი, მთავარია, ეს სივრცე ევროპისა და აზიის გასაყარი იყოს მისი, ის აკონტროლებდეს.”

ბონდო მძინარაშვილი: „ვერავინ ვერ მოგვერევა. ჩვენი სიმართლით გავიმარჯვებთ. მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ ჩვენმა სიმართლემ თვალის სინათლე არ დაგვაკარგვინოს, არ დაგვაბრმავოს. ისევე, როგორც დაბრმავებული არიან ზოგიერთი პოლიტიკოსები, ამ ქვეყანაში და ქვეყანას პირდაპირ ხახაში უგდებენ რუსეთს, იმის გამო, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილონ ან რუსეთის დაკვეთები შეასრულონ ან არადა სხვა ქვეყნების დაკვეთები შეასრულონ და აქ საქართველო პოლიგონად გადააქციონ.“ 


  • ამერიკა ვერ დაგვიცავს

ბონდო მძინარაშვილი: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხო აქ თავისი ინტერესები ვერ დაიცვა 2008 წელს?!”

ბონდო მძინარაშვილი: „ჩვენ ვიცით ამერიკამ, რაც ჩაიდინა ჩრდილო აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ეს ყველასთვის ცნობილია, გაანადგურა მილიონობით ადამიანი დემოკრატიის დამყარების მიზნით. იქ დემოკრატია არ დამყარებულა ეხლა.“


  • ანაკლიის პორტი ეკონომიკური პროექტი არ არის

მძინარაშვილი ასევე ეჭვქევშ აყენებდა ანაკლიის პორტის ეკონომიკურ დანიშნულებას და მას ამერიკის სამხედრო ინტერესების პრიზმაში განიხილავდა.

ბონდო მძინარაშვილი: “…როცა გენერალი [ჰოჯესი] აკეთებს ამას, აქ ხო ქვეტექსტებში იგულისხმება, რო ანაკლიის პორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სულ სხვა მიზნებით?”


  • დასავლეთი გვმართავს 

ბონდო მძინარაშვილი: „ფაქტობრივად, ჩვენ ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს ჩვენ არ ვირჩევთ და მითუმეტეს, ვინც ინიშნება, ჩვენ არ ვნიშნავთ. ქართველი ერის ნების გამომხატველები ეს ადამიანები არ არიან, მიუხედავად იმისა, ჩვენ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ თუ არაკეთილგანწყობილი. ჩვენ გვინიშნავენ და ერთადერთი, ვისაც არ გვინიშნავენ, მადლობა ღმერთს და თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი.“ 

ბონდო მძინარაშვილი: “ჩვენ გვყავს ეკონომისტები და ჩვენ გვყავს იურისტები, ჩვენ გვყავს კონსტიტუციონალისტები, რომლებიც ერთმანეთს ერქაგეხრილებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ  ეუთომ, ოდირმა, ვენეციის კომისიამ და ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა, სხვა მეგობრებმა უნდა დაგვიდგინონ ჩვენი ინიციატივები, რომელიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვიჩნდება, შეესაბამება თუ არა ჩვენსავე კონსტიტუციას, ამაზე დიდი უბედურება იურისტებით ცნობილ ქვეყანაში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ სათავეს და შევეცადოთ რამენაირად დაიწმინდოს, რადგან სათავე ძალიან ამღვრეულია.”


  • NATO/აშშ = ტერიტორიების დაკარგვას/ომს

ბონდო მძინარაშვილი: „ნატომ ჩვენ რატომ ვერ შეგვანარჩუნებინა ტერიტორიები ამაზე საუბარი, რატო რაა შეგვანარჩუნებინა? რატო არის სპეკულირება? ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია ნატოში სწრაფვის გზაზე! არ იყო მაშინ ჩვენი ტერიტორიები აღირებული ცალკე სახელმწიფოებად. რუსეთს უნდა გაეკეთებინა ის, რომ ჩვენი ტერიტორიები ჩვენს საკუთრებაში ყოფილიყო?!“

ბონდო მძინარაშვილი: “ჩვენ ამ ნატოს კარზე კაკუნ-კაკუნში ომი მივიღეთ. ეს ომი ვინ გამოიწვია? რამ გამოიწვია? რუსეთმა ხო? რუსეთი შემოვიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მაგრამ, ჩვენ რატომ ვერ დავიცავით თავი სტრატეგიული პარტნიორობით?! რატომ? მექანიზმი არ არისებობს! არც ვართ ნატოს წევრი, არც ვიქნებით ნატოს წევრი! ამასობაში, შეიძლება კიდევ დავკარგოთ მიწები და აი, ამ დროს რა ხდება?“

ბონდო მძინარაშვილი: „რუსები საზღვარს ავლებენ სწორედ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ საზღვრებში, რომელი საზღვრებიც აღადგინა სააკაშვილმა…სწორედ იმ ამერიკელი სენატორების და ცალკეული ქორების წაქეზებით გააკეთა ეს, რომლებმაც, საბოლოო ჯამში დაღუპეს საქართველო და საქართველოს ორი ძირძველი ტერიტორია აღმოჩნდა, რომ რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.”


  • თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია/თურქეთი საქართველოში ექსპანსიას ახორციელებს

ბონდო მძინარაშვილი: „…აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტერიტორიების 33%-ი, მაშინდელი მდგომარეობით, 1921 წლის მდგომარეობით, ოკუპირებული აქვს თურქეთს და ანალოგიურ „დროებითში“ აღმოვჩნდებით ცხინვალთან და სოხუმთან დაკავშირებითაც.“

ბონდო მძინარაშვილი: „ჩვენ ვართ უმძიმესი გამოწვევის წინაშე და თურქეთი თურქული სერიალებით, ბორდელებით და ათასგვარი უბედურებით საქართველოს კულტურულეკონომიკურ და პოლიტიკურ ექსპანსიას ცდილობს… იმის გამო, რომ ქართული სპეცსამსახურები ამერიკის სპეცსამსახურებს ემორჩილებიან, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება საქართველოს დაცვა უცხოელების შემოტევისგან“ (ბონდო მძინარიშვილი, ასავალ-დასავალი, 5-11 თებერვალი).


  • სკრიპალები რუსეთს არ მოუწამლავს და ეს დადგმული იყო

ბონდო მძინარაშვილი: “ეს ე.წ. „ნავიჩოკი“ ამ საქმეში ბრიტანელმა ექსპერტებმაც ვეღარ აღმოაჩინეს, ეს სკრიპალებიც, არ ვიცი რას შევადარო, სასწაულად გამოჯანმრთელდნენ იმ ლიტვინენკოსგან განსხვავებით და რუსეთმა მიიღო უამრავი სანქცია, უამრავი პროტესტი და აღმოჩნდა, რომ ეს ორივე ადამიანი მშვენივრად დადიან საკუთარ ორ ფეხზე და არავითარი ის არა აქვთ და ესეც რაღაცა ერთგვარად იგრძნობა, რომ მოწყობილი იყო.”


ბონდო მძინარაშვილი სამუერვეო საბჭოს კანდიდატის პოსტზე შემდეგმა 14-მა დეპუტატმა წარადგინა:

  1. გიორგი ლომია –  “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  2. ადა მარშანია – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  3. გელა მიქაძე – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  4. ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  5. ემზარ კვიციანი – დამოუკიდებელი
  6. გია ჟორჟოლიანი – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  7. მირიან წიკლაური – “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”
  8. ბიძინა გეგიძე – დამოუკიდებელი
  9. ალექსანდრე ერქვანია – დამოუკიდებელი
  10. გიორგი მოსიძე – დამოუკიდებელი
  11. მარიამ ჯაში – “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  12. კობა ნარჩემაშვილი – “დამოუკიდებელი დეპუტატები”
  13. დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი
  14. გიორგი ბეგაძე – დამოუკიდებელი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist