პასუხი კარასინის 5 ტყუილზე: 32 მოკლული, 3 ათასამდე გატაცებული, +32 ოკუპირებული

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ერტი ვერსია
384
VIEWS

24 მაისს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დასრულების შემდეგ,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმა “რადიო თავისუფლებისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსულმა მხარემ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შეასრულა. კარასინის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებულ და საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ხელმოწერილ შეთანხმებას შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე დაბრუნებას ითვალისწინებს.

გრიგორი კარასინი, რფ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: “ჩვენ(რუსეთის მხარემ)  სრულად შევასრულეთ ყველა დებულება შეთანხმებისა, რომელიც მიღწეულ იქნა მედვედევსა და სარკოზის შორის. ჩვენი სამხედროები მაშინ გაყვანილ იქნენ შესაბამის პოზიციებზე და ახლა ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან იმ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც ხელი მოეწერა ამ ორი ახალგაზრდა კავკასიური რესპუბლიკების მთავრობებთან.“

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 6 პუნქტიდან ხუთი, რომელიც უშუალოდ  რუსეთის ფედერაციას შეეხებოდა, არცერთი შესრულებულა. უფრო მეტიც, ძალის გამოყენებაზე და საბრძოლო მოქმედებებზე საბოლოო უარის თქმის ნაცვლად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე რუსეთის ფედერაცია მცოცავ ოკუპაციას, ოკუპირებული და მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცების, დაპატიმრების და მკვლელობების პრაქტიკას კვლავ აგრძელებს.

რას გულისმხობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით და ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება შემუშავდა, რომელსაც რუსულმა მხარემ 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.  ხელშეკრულების 6 პუნქტიდან მე-4 მხოლოდ საქართველოს შეეხება და ქართული შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივი (ომის დაწყებამდე) დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებას გულისხმობს. აღნიშნული პუნქტი საქართველოს მიერ შესრულებულია. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები, არა მხოლოდ საკუთარ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, არამედ საქართველომ რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ტერიტორიული დანაკრაგებიც განიცადა. რაც შეეხება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ქვემოთ მოყვანილი ცხრილი იმ მონაცემების არასრულ ჩამონათვალს ასახავს, რომელიც ცხადყოფს, რომ რფ-ს შეთანხმების არცერთი პირობა არ შეუსრულებია:


პუნქტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულება                  რეალური ფაქტები
1 ძალის გამოყენებაზე უარის თქმა         X რუსეთის ფედერაცია ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს.

2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ რფ-ს საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების  მიერ:

  • მოკლულია: 43 საქართველოს მოქალაქე;
  • გატაცებულია და დაკავებულია:  3000– მდე საქართველოს მოქალაქე;
  • დამატებით ოკუპირებულია (“ბორდერიზაცია”): 32 სოფელი.
  • “ბორდერიზაციის” საზღვრებში მოქცეულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

2011 წლიდან, როდესაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყო, საოკუპაციო ხაზმა დამატებით 32 სოფელი მოიცვა, მათ შორის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1600 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული.

2 საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა        X რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები:

  • 2008-2016წწ-ში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით  2 775 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 2009 წლის  აგვისტომდე ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 ქართველი სამართალდამცავისა და 10 სამოქალაქო პირის მკვლელობა, ასევე,  ოთხმოცზე მეტი ადამიანის დაჭრა განხორციელდა; 2014 წელს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ  დავით ბაშარაულის უკანონო დაკავება და მკვლელობა; 2016 წელს აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ  გიგა ოთხოზორიას მკვლელობა; 2017 წლის 22 თებერვალს  არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავება და  მკვლელობა განხორციელდა.

2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტები:

  • 2008 წლის  20 ნოემბერსა და 2009 წლის  4 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ განმუხურში განლაგებულ ქართულ საგუშაგოს;
  • 2008 წლის  13 დეკემბერს სოფელ პერევში (საჩხერეს რაიონი) ასობით რუსი მედესანტე გადმოსხეს და მოახდინეს მისი დე-ოკუპაცია. თუმცა, მოგვიანებით რუსი სამხედროები ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ;
  • 2009 წლის  29 ივლისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალიდან ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ზემო ხვითს, ზემო ნიქოზს და იქვე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს;
  • 2015 წლის   19 აგვისტოს, 9 და 10 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა  გორის რაიონის სოფლების თავზე შემოფრენისას დაარღვია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაცია

  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში  გაერთიანება ( 2018 წლის 24 იანვარი);
  • რფ-ის მიერ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა და საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც  2014 წელს აფხაზეთსა და რფ-ს შორის დადებული ინტეგრაციის შესახებ ე.წ.  ხელშეკრულება ითვალისწინებს
  • რუსეთსა და სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებს შორის ე.წ. “საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის თაობაზე” 2009 წლის აპრილის  შეთანხმებება
  • ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის  გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის  შექმნა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები:

  • ინტენსიური  მილიტარიზაცია: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებულია რუსეთის 10 000 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ  დაიწყო სამხედრო საზღვაო და საჰაერო ბაზების აშენება ცხინვალში, ჯავაში, გუდაუთაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში. 2009 წლიდან ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში სამხედრო ბაზებზე მუდმივად, სულ მცირე, 3700-3700 რუსი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული. ამას ემატება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების 1200 კაციანი დაჯგუფება ცხინვალის რეგიონში და 1300 კაციანი დაჯგუფება აფხაზეთში, რომლებსაც ამ ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან გამყოფი ხაზების „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვა ევალებათ. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით  შეიყვანა სარკინიგზო ჯარები. სამხედრო ექსპერტების შეფასებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული სამხედრო დანაყოფები უახლესი სამხედრო ტექნიკით არის აღჭურვილი. ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეიტანეს აფხაზეთის რეგიონში.
  • 2015 წლის  5 მარტს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ 12 პოლიგონზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები;
  • 2015 წლის  10 ივნისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე დაიწყო  ფართომასშტაბიანი წვრთნები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. წვრთნებში მონაწილეობას მიიღო 1,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ;
  • 2015 წლის 17 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები.  წვრთნებში გამოიყენებოდა ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «თვითმავალი ჰაუბიცები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და სხვა სამხედრო სისტემები;
  • 2015 წლის 19 აგვისტოს  ჩრდილოეთ კავკასიაში და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში.  საველე წვრთნებში მონაწილეობდა 2 ათასზე მეტი სამხედრო და გამოყენებული იყო  500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.
3 ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა        X რუსეთი ბლოკავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას:

  • რუსეთმა ხელი შეუშალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)  შესვლას კონფლიქტის ზონაში, საქართველოს აქტიური მოთხოვნის მიუხედავად.
  • რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში  ეუთოს მისიის გაგრძელებას 2008 წლის 22 დეკემბერს და 2009 წლის 13 მაისს.
  • 2009 წლის 16 ივნისს რუსეთმა ვეტო დაადო საქარველოში  გაეროს სადამკვივრებლო მისიის (UNOMIG) საქმიანობს გაგრძელებას. ასევე, 2009 წლის 28 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ  შეუშვეს გაერო-ს სასურსათო პროგრამის (WFP) სატვირთო მანქანა, რომელსაც ათასამდე ადგილბრივი მოსახლისათვის საახალწლოდ გადაჰქონდა სასიცოცოხლო მნიშვნელობის პირველადი მოხმარების სურსათი.

უფრო მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარება დღითიდღე უარესდება. რუსეთი ახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას და გალის რაიონში მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირებას

5 რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე

 

საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;

       X

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2008  წლის 6 აგვისტომდე (სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე) საქრთველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო კონტროლირებადი.

შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უნდა დატოვონ ახალგორის რაიონი და ზემო აფხაზეთი, სადაც დღემდე იმყოფებიან, რადგან ეს ტერიტორიები არასოდეს ყოფილა კონფლიქტის ზონის ნაწილი (არც 90-იან წლებში და არც აგვისტოს ომამდე პერიოდში) და ისინი უკანონოდ იქნა ოკუპირებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების   რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაშვებულ ფარგლებს.

არსებული მონაცემებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულია 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი. საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის ფედერაციას არ უნდა ჰყოლოდა საჯარისო ნაწილები არც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ 500 კაციანი სამშვიდობო ბატალიონი (პლუს 300 კაციანი რეზერვი), ხოლო აფხაზეთში  – დსთ სამშვიდობო შენაერთი მხოლოდ 2.500-3.000 კაციანი შემადგენლობით.

 

რუსეთმა დაბლოკა ყველა სახის საერთაშორისო მექანიზმის შექმნა, მან  არ შეუშვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების დამატებით ზომებს ‘ექნება პატრულირების ხასიათი’ და არა მუდმივი საკონტროლო-გამშვები პუნქტების. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციამ შექმნა მუდმივი საკონტროლო პუნქტები და საკუთარი საჯარისო შენაერთების დისლოციერება მოახდინა საქართველოს ტერიტორიაზე.

6 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოდელის შექმნის თაობაზე საერთაშორისო დისკუსიების დაწყება          X საერთაშორისო დისკუსიის დაწყების თაობაზე შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა ჟენევის მოლაპრაკებების ფორმატი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი შეუშალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონსრტუქციულ დისკუსიებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების გზით.


"

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist