ფეისბუქმა სპუტნიკთან დაკავშირებული 300-მდე გვერდი გააუქმა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49949641_310225416271857_995221760175505408_n
372
VIEWS

ატლანტიკური საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილი პლატფორმის DFRLab-ის ცნობით, 2018 წლის 17 იანვარს ფეისბუქმა სპუტნიკთან დაკავშირებული 289 გვერდი და 75 ანგარიში გააუქმა. ეს გვერდები 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კოორდინირებულად მოქმედებდნენ. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა. გვერდებს ჯამში 853,413 მიმდევარი ჰყავდა, მაშინ როცა სპუტნიკის ოფიციალურ გვერდებს ამ ქვეყყნებში ჯამში სულ 495,947  მიმდევარი ჰყავს.

DFRLab-ის განმარტებით, გაუქმებული გვერდები Russia Today-ის პროექტების, სპუტნიკისა და ვიდეო სერვისის TOK კონტენტს სისტემატურად აზიარებდნენ და ცდილობდნენ მათი აუდიტორიის გაზრდისათვის შეეწყოთ ხელი. გაუქმებული გვერდებიდან ზოგიერთს 10 ათასობით მომხმარებელი ჰყავდა. მათი საქმიანობით კი ყველაზე მეტ სარგებელს სპუტნიკი იღებდა, რადგან აღნიშნული გვერდები, ხშირ შემთხევვაში, ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ სპუტნიკს იყენებდნენ. ფეისბუქი ამ გვერდების შექმნის თარიღმაც დააეჭვა, რადგანაც მათი უმრავლესობა 2017 წლის ოქტომბერში, ძირითადად კი ერთ დღეს – 10 ოქტომბერს შექმნა.

"

რაც შეეხება საქართველოს, აქ ფეისბუქმა სპუტნიკთან დაკავშირებული მინიმუმ 9 გვერდი გააუქმა. ფეისბუქის განმარტებით, ეს გვერდები ერთი პირის მიერ სხვადასხვა ყალბი ანგარიშებით იყო შექმნილი, ხოლო ყალბი ანგარიშების ფოტოები კი სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმებიდან იყო აღებული. ფეისბუქის თქმით, ერთ-ერთმა ასეთმა გვერდმა 2018 წლის დეკემბერში სპუტნიკის სტატიის დასასპონსორებლად თანხა გადაიხადა.

ფეისბუქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაუქმებული გვერდები და ანგარიშები დაკავშირებულები იყვნენ სპუტნიკის თანარმშრომლებთან და პერმანენტულად ავრცელებდნენ ნატო-ს საწინააღმდეგო, ანტიდასავლურ და სხვადასხვა სენტიმენტების გამაღვივებელ ინფორმაციებს.

ერთი შეხედვით, ამ გვერდების სახელებიდან გამომდინარე, ისინი სპუტნიკთან დაკავშირებულები არ იყვნენ, რადგანაც ამ გვერდების თემატიკა, მათი სახელებიდან გამომდინარე უკავშირედებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, ტურიზმი ლატვიაში, ცნობილი ქართველები, საქართველო და რელიგია, რამზად კადიროვი, სპორტი ლატვიაში, ტაჯიკური ფლოვი და სხვა. თუმცა, ამ სხვადასხვა თემატიკის მქონე გვერდებს რეალურად ერთი საერთო ჰქონდათ – ყველა მათგანი სპუტნიკის სტატიებს აზიარებდა და მის პოპულარიზებას ეწეოდა.

გაუქმებული გვერდების მაგალითები:

"

"

"

"

"

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist