“პეტერბურგის ტროლების ქარხანა” რუსმა ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

rtn
220
VIEWS

Medium-ის მასალის მიხედვით

ბევრი რამ არის ცნობილი 2014-2017 წლებში ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების შესახებ, რომელთა გამოაშკარავებაში დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებს მიუძღვით წვლილი.

საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის დადგენილებაში, სადაც საუბარი იყო რუსეთის 13 მოქალაქეზე და მათი “ჩარევის ოპერაციებზე აშშ-ის წინააღმდეგ”, დეტალურადაა აღწერილი პეტერბურგში ე.წ. “ინტერნეტის კვლევის სააგენტოს” (Internet Research Agency) მუშაობა, რაც შემდგომში პეტერბურგის “ტროლების ქარხანის” სახელით გახდა ცნობილი.

მიულერის დადგენილების გამოქვეყნებამდე კი რუსი საგამოძიებო ჟურნალისტების დამსახურებით უკვე არაერთი დეტალი იყო გამოვლენილი. სწორედ რუსმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს “ტროლების ქარხნის” არსებობა 2013 წელს და მათ გამოააშკარავეს ყველაზე აქტიური ყალბი ანგარიშები. მაშინ, როდესაც ჩვენთვის “ტროლების ქარხნის” მუშაობის შესახებ აშშ-ის არჩევნების პერიოდში, 2016 წელს გახდა ცნობილი, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები ტროლების ადრეულ აქტივობასაც აკვირდებოდნენ, განსაკუთრებით კი მათ გავლენას ადგილობრივ საზოგადოებრივ აზრზე.

სად ცხოვრობენ ტროლები

2013 წლის 9 სექტემბერს, რუსულმა დამოუკიდებელმა გაზეთმა Новая газета-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა სათაურით “სად ცხოვრობენ ტროლები. როგორ მუშაობენ ინტერნეტ პროვოკატორები პეტერბურგში და ვინ უხდის მათ.” სტატიის მიხედვით, ინტერნეტის კვლევის სააგენტო (“ტროლების ქარხანა”) 2013 წლის 26 ივლისს რუსეთის იურიდიული პირების ერთიან სახელმწიფო რეესტრში (ЕГРЮЛ, Единый государственный реестр юридических лиц) დარეგისტრირდა.

კორესპონდენტი ალექსანდრა გარმაჟაპოვა სამიდან ერთ-ერთია, ვინც  2013 წლის აგვისტო-სექტემბერში “ტროლების ქარხანა” მსოფლიოს გააცნო. პირველი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნატალია ლვოვას VK-ში გამოქვეყნებული პოსტი იყო, რომელიც აღწერდა, თუ როგორ გამოეხმაურა ვაკანსიას “ინტერნეტ ოპერატორზე” და შემდეგ როგორ აღმოჩნდა გუნდში, რომლის საქმეც ინტერნეტში პოლიტიკური პოსტების წერა იყო. ნატალია ლვოვას ინფორმაციით, გუნდის თითოეულ წევრს რუსეთის პოლიტიკაზე დღეში 100 კომენტარის დაწერა ჰქონდა დავალებული.

"

ლვოვას პოსტის შემდეგ, Новая газета-ს კორეპონდენტმა ალექსანდრა გარმაჟაპოვამ და პეტერბურგის ადგილობრივი გაზეთის Мой район-ის (ამჟამად უკვე BBC-ის) ჟურნალისტმა ანდრეი სოშნიკოვმა გადაწყვიტეს თავი გამოცხადებული ვაკანსიის აპლიკანტებად გაესაღებინათ და გამოძიებისთვის “ტროლების ქარხანაში”  ამ გზით შეეღწიათ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ორგანიზაცია ასკანერებდა აპლიკანტების პასპორტებს, თუმცა შემდგომ მათი იდენტობების შესამოწმებლად არაფერს აკეთებდა. გარმაჟაპოვას ცნობით, ორგანიზაციას გუნდები გადანაწილებული ჰყავდა სხვადასხვა ონლაინ საქმიანობისთვის: “შემოქმედებითი ჯგუფი”, “ბლოგერების დეპარტამენტი”, “სწრაფი რეაქციების დეპარტამენტი”, “სოციალური მედიის სპეციალისტები” და სხვა.

"

სოშნიკოვის ცნობით, აპლიკანტებს ევალებოდათ მოკლე ტესტის დაწერა, რომელიც მათ შესაძლებლობებს ამოწმებდა. ერთ-ერთი დავალების მიხედვით, აპლიკანტს სთხოვდნენ დაეწერა განათლების შესახებ ახალ კანონზე და საძიებო სიტყვებში ნავალნი მიეთითებინა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ “ტროლების ქარხანა” თავდაპირველად რუსეთის შიდა პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული, თუმცა შემდგომ მათი კონტენტი აშშ-საც შეეხო.

2014 წელს “ტროლების ქარხანამ” მისამართი შეიცვალა და უფრო აქტიური გახდა. ასობით თანამშრომელი პოსტებს რუსულ და ინგლისურ ენებზე მუდმივ რეჟიმში წერდა. თითქმის 2-წლიანი მუშაობის შემდეგ კი მათი საქმიანობის დეტალებს ვიდეოს მეშვეობით ფარდა აეხადა. ვიდეოში ასევე ჩასმული იყო ფოტოები და ტექნიკური დეტალები, რომლებსაც ტროლებს აძლევდნენ სამუშაოდ.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/5r_VAxvu4l8.jpg?itok=jnproP7q”,”video_url”:”https://youtu.be/5r_VAxvu4l8″,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

2015 წელს ლუდმილა სავჩუკმა, რომელმაც ინფორმაციის მოპოვების მიზნით 2 თვე “ტროლების ქარხანაში” გაატარა, აღწერა თუ როგორ პირობებში მუშაობენ სააგენტოს რუსულენოვან ფილიალში. “ჩვენ უნდა დაგვეწერა პოზიტიური კომენტარები მთავრობაზე. გვაძლევდნენ ინფორმაციას და გვეუბნებოდნენ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ის – მაგალითად, უნდა გვეთქვა, რომ ცხოვრება უფრო და უფრო მშვენიერია და უკეთესად ვცხოვრობთ. თუ საკითხი აშშ-ს ეხებოდა, მაშინ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ მკითხველს დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს იქ ხალხი ცუდად ცხოვრობს და ყველაფერი ცუდად მიდის” – გაგვიზიარა სავჩუკმა. 

დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების დამსახურებაა ისიც, რომ 2017 წელს ფეისბუქმა დაბლოკა 470 არაავთენტური რუსეთიდან მართული გვერდი. როგორც DFRLab-ის მკვლევრები აღნიშნავენ, ის ტროლები და ფსევდო-ჟურნალისტები, ვინც აშშ-ის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო, რუსეთიდან იყვნენ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები არიან ის ჟურნალისტებიც, ვინც დეზინფორმაციული ოპერაციები გამოააშკარავა. შესაბამისად, 2014-2017 წლის მოვლენები არ ყოფილა რუსებისა და ამერიკელების დაპირისპირება, ეს იყო რუსეთის მთავრობის შეტევა კრიტიკულ აზროვნებასთან, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის გარეთ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist