ფიდელ კასტროსთან გადაღებული გაყალბებული ფოტო ბრაზილიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სჰ
147
VIEWS

2018 წლის ოქტომბერში ბრაზილიამ პრეზიდენტი აირჩია. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მილიონობით ბრაზილიელის  ტელეფონი პოლიტიკური მესიჯებით გადაიტვირთა – საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერები WhatsApp-ის დახურულ ჯგუფებში საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, სოციალ-ლიბერალური პარტიის კანდიდატის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები აზიარებდნენ ფოტოებს, რომლებზეც მუშათა პარტიის კანდიდატი და პარტიის სხვა წარმომადგნელები კომუნისტებად იყვნენ წარმოჩენილები. ყველაზე ფართოდ ფიდელ კასტროსა და ახალგაზრდა ქალის შავ-თეთრი ფოტო გავრცელდა. ნიუ იორკ თაიმსის თანახმად, ფოტოს აღწერილობა ამტკიცებდა, თითქოს ფოტოზე კასტროს გვერდით  ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი და მუშათა პარტიის წარმომადგენელი დილმა რუსეფი იდგა. ხოლო ფოტოზე გაკეთებული წარწერა მიუთითებდა, რომ რუსეფი კასტროს მოსწავლე და “სოციალისტი სტუდენტი” იყო.

"
წყარო: epoca.globo.com

ფაქტების გადამმოწმებელმა ადგილობრივმა ორგანიზაცია Agência Lupa-მ დაადგინა, რომ გავრცელებული ფოტო მანიპულაციაა. ავთენტური ფოტო კი შემდეგნაირად გამოიყურება:

"
წყარო: gettyimages

სურათი გადაღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიდელ კასტროს სტუმრობისას, 1959 წელს, როდესაც დილმა რუსეფი ჯერ მხოლოდ 11 წლის იყო. ნიუ იორკ თაიმსის აზრით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის საშუალო ფენას ანტიპატია აქვს კომუნიზმის მიმართ, მანიპულაციურმა ფოტომ ფერნანდო ჰადადის, მუშათა პარტიის კანდიდატის სახელის დისკრედიტაცია ეფექტიანად შეძლო.

ადგილობრივი პროექტის “არჩევნები სიყალბის გარეშე”  (Eleições Sem Fake) ფარგლებში ფაქტ-ჩეკერებმა WhatsApp-ის 7,347 ჯგუფი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ფოტო 78 სხვადასხვა ჯგუფში გაზიარდა. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია 100 000 ფოტოდან, რომელიც WhatsApp-ში გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც 6 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლსონარო კამპანიის დროს დანით დაჭრეს, მისი კონკურენტის მხარდამჭერებმა WhatsApp-ში გაავრცელეს ფოტოები, რომელზეც ბოლსონარო საავადმყოფოში მომღიმარი სახით შედიოდა. მხარდამჭერებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ თავდახმა დადგმული იყო. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული ფოტო თავდასხმამდე იყო გადაღებული.

კამპანიის ფარგლებში კონსპირაციის თეორიებიც ვრცელდებოდა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ჯორჯ სოროსი, ლიბერალი მილიარდერი ცდილობდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist