ფოტომანიპულაცია სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

hhf
423
VIEWS

2018 წლის 17 მაისს საქინფორმმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “სააკაშვილის წასვლიდან რაც მეტი დრო გადის, ის ქართველი ხალხის მით უფრო მეტ სიძულვილს იწვევს!” მართალია, სტატიაში სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობაზე საუბარი არ არის, თუმცა მასალას ახლავს ფოტო, რომელიც მკითხველს სწორედ ამ საკითხზე მიანიშნებს. რუსული მედია, მათ შორის ტაბლოიდური ვებ-გვერდები სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის კონსპირაციას კი ანტი-უკრაინულ და ანტი-დასავლურ კონტექსტში ავრცელებდა, თითქოს უკრაინაში დაღუპული სამხედროებით ორგანოებით ვაჭრობის სქემაში ამერიკელების მიერ გადამზადებული ექიმები მონაწილეობდნენ და ეს სააკაშვილების ოჯახის “სისხლიანი ბიზნესი” იყო.

"

1. ფოტომანიპულაცია

ფოტოზე სანდრა რულოვსთან ერთად დაფასოებული ადამიანის ორგანოებია გამოსახული. რეალურად, მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გვხვდება ისეთი მაღაზიები, სადაც პროდუქტს მსგავს ფორმას აძლევენ და ასეთად შეფუთულს ჰყიდიან. მაგალითად, ლონდონელი ყასაბი ცხოველის ხორცს ასეთი ფორმით ჰყიდის, ტაილანდში კი ცხოვრობს კონდიტერი, რომელიც ნამცხვრებსა და ტორტებს ადამიანის ორგანოების ფორმას აძლევს.

2. სტანდარტები და პირობები, რომლებიც ორგანოების ტრანსპორტირებისა და გადანერგვისთვის არის საჭირო

ზუგდისის მერის არჩევნების წინ სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის კონსპირაციის გაცოცხლება მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

კონსპირაციის აბსურდულობას ადასტურებს ის გარემოებები და სტანდარტები, რომლებიც ორგანოების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისა და გადანერგვისათვის არის მნიშვნელოვანი.

აშშ-ს ჯანმრთელობის, ადამიანური სერვისების, ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის ჯანდაცვის სისტემების ბიუროს მიხედვით, ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელია დონორის გარდაცვალების შემდგომ გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა.

კარდიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში, გულისცემა შეჩერებულია და ფილტვები წყვეტს სუნთქვას. ამ დროს გარდაცვლილ პაციენტს სჭირდება სპეციალური ვენტილატორის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებში ჰაერის შედინებას და გადინებას, ასტიმულირებს გულისცემას და შედეგად ჟანგბადი კვლავ მიეწოდება ორგანოებსა და ქსოვილების.

ტვინის სიკვდილის შემთხვევაში, ტვინის ქსოვილი მკვდარია და ფუნქციონირება შეწყვეტილი, თუმცა სპეციალური მექანიკური და ხელოვნური აპარატების მეშვეობით შესაძლებელია გულისცემისა და სუნთქვის შენარჩუნება და ორგანოების სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამგვარი მხარდაჭერა მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებშია შესაძლებელი, ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ და არა საომარი მოქმედებების დროს, საველე პირობებში.

გადანერგვისათვის ორგანოს ვარგისინობა დროში შეზღუდულია

სიკვდილის შემდგომ შესაძლებელია შემდეგი ორგანოების – გულის, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების და ასევე სხვადასხვა ქსოვილების გადანერგვა (კანი, ვენები, ძვლოვანი ქსოვილი, მყესები). დონორის გარდაცვალების შემდეგ, ორგანო უნდა ამოიჭრას და მოხდეს მისი შენახვა. გვამური ტრანსპლანტაციისას ორგანო სპეციალურ პირობებში უნდა იქნას შენახული თუმცა აქაც ორგანოს შენახვის დრო საკმაოდ ლიმიტირებულია. დროის მაქსიმალური პერიოდი ამოკვეთასა და გადანერგვას შორის სხვადასხვა ორგანოებისთვის განსხვავებულია:

"

ამოღებული ორგანოების კონსერვაცია განსაკუთრებულ სტერილურ და სპეციალურ პირობებში უნდა მოხდეს.

იმისათვის, რომ მოხდეს გარდაცვლილი დონორის ორგანოს გადანერგვა, რამოდენიმე ფაქტორი უნდა იქნას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

  • სისხლის ჯგუფი;
  • სხეულის ზომა;
  • მიმღების მდგომარეობა;
  • დონორის ჰოსპიტალსა და მიმღების ჰოსპიტალს შორის მანძილი;
  • მიმღების ლოდინის დრო.

3. ვიდეო ფაბრიკაცია, როგორც რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის წყარო

სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის “დამადასტურებელი” ვიდეო Youtube-ზე 2016 წელს გამოჩნდა და არხმა Slovo.net.ua-მ გაავრცელა. მაშინ ვიდეო ქართულმა გამოცემებმა “ექსკლუზივ ნიუსმა” და Times News-მაც გამოაქვეყნეს. Timews News-ის ბმული აღარ მუშაობს, თუმცა Slovo-სა და ექსკლუზივ ნიუსის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები კვლავ ხელმისაწვდომია.

"

"

"

ვიდეოს მოკლე აღწერა

ვიდეოში ჩანს ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც ზურგით ზის და აცხადებს, რომ ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მისი თქმით, იგი ჩართული იყო ანტიტერორისტულ ოპერაციაში (АТО) და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიამაგრეს სამედიცინო ჯგუფს, რომლის მიზანს წარმოადგენდა ორგანოების ტრანსპლანტაცია, რადგანაც ბევრი მეომარი გამოთქვამდა სურვილს სიკვდილის წინ მათი ორგანოები გადანერგვისთვის გამოეყენებინათ. სამედიცინო ჯგუფთან ერთად მუშაობდა პროფესიონალი ტრანსპლანტოლოგი ელიზავეტა დე ბრიუკი, იგივე „ელისი“. ელიზავეტა დე ბრიუკმა მუშაობის ახალი პრაქტიკა დანერგა ჯგუფში, კერძოდ მედიკოსები უკვე დაჭრილი მეომრების თანხმობის გარეშე იღებდნენ ორგანოებს. ორგანოები ინახებოდა სპეციალურ კონტეინერში და შემდგომ კრემატორიუმში იგზავნებოდა. უცნობი პიროვნება აცხადებს, რომ „ელისს“ ხშირად ურეკავდნენ უცხოეთიდან. „ვეცდებით სანდრა“  – პასუხობდა ზარებს ტრანსპლანტოლოგი. უცნობი პიროვნების თქმით, სანდრა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსია – მისიის რეალური ორგანიზატორი.

ვიდეოში გამოყენებული კადრების წარმოშობა

„ექსკლუზივ ნიუსის“ მიერ მითითებული  ვიდეო 2015 წლის 23 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო СЛОВО- ს (SLOVO.net.ua) იუთუბის ოფიციალურ არხზეა ატვირთული. მითითება, თითქოს იგი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ გავრცელდა- სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ვიდეო 2015 წლის 5 ნოემბერსაც აიტვირთა სახელწოდებით КРОВАВЫЙ БИЗНЕС НА ДОНБАССЕ, მომხმარებელ გენადი პესკოვის მიერ.

ვიდეომონტაჟი

ვიდეოში უცნობი პიროვნების გარდა რამოდენიმე ადგილას  ჩანს კადრები, რომლებიც ასახავს დაღუპულ ადამიანებს და ასევე ოპერაციებს, ადამიანების ორგანოებს.

მაგ. 7:05 წუთზე, ნაჩვენებია კადრი:

"

იგივე კადრი გვხვდება საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „ Юго-ВОСТОК“- ის მიერ 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებულ სტატიასა და ვიდეოში. Юго-ВОСТОК“- ის სიუჟეტი ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების 4 დაღუპული ჯარისკაცის ეგსჰუმაციას და უკრაინის ტერიტორიაზე გადაგზავნას დნეპროპეტროვსკის მორგში იდენტიფიკაციისთვის.

6:07 წუთზე ვიდეოში ნაჩვენებია კიდევ ერთი კადრი, რაზეც უცნობი პირი აცხადებს, რომ ორგანოები სამოქალაქო პირებისგანაც მოიპოვებოდა, მაგ 12 წლის გოგონა და მისი მამა (ვლადიმერ ლიაშენსკი – როგორც უცნობი პირი აცხადებს მისი დოკუმენტები ნახა).

"

აღნიშნული კადრი, წარმოადგენს ვიდეოს ფრაგმენტს, რომელიც იუთუბზე 2014 წლის 9 აგვისტოს აიტვირთა მომხმარებლის „Диванный партизан“- ის მიერ.

ანალოგიური კადრების შემცველი ვიდეო მოგვიანებით 2015 წლის 5 მაისსაც აიტვირთა საინფორმაციო პორტალ Hunternews – ის მიერ სათაურით : Трупы детей, убитых украинскими карателями Луганск 18+.

4. ვინ ავრცელებდა წინასაარჩევნოდ სანდრა რულოვსის მიერ ადამიმანის ორგანოებით ვაჭრობის კონსპირაციას?

2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში სანდრა რულოვსის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ შეთქმულება შემდეგმა წყაროებმა გააცოცხლეს:


წყარო ციტატა თარიღი
ზაზა გაბედავა, იბერიულ-კავკასიური მოძრაობა „ჩემო კოლხებო, მეგრელებო, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრე სანდრა რულოვს-სააკიანს ხმა არ მისცეთ!“ 25-31 მარტი, ასავა-დასავალი
იუნა შაფათავა “სანდრას როგორც ქალის, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ… ჯერ კიდევ გაურკვეველია ციხეებიდან ამოჭრილი ნაწლავების საქმე.” 8 აპრილი, მარშალპრესი
ქეთევან ზარნაძე, ყოფილი პატიმარი „აღნიშნული ფაქტების შესახებ უკრაინულ მედიაში უამრავი მასალა მოიპოვება! სანდრა რულოვსს შავ ბაზარზე ტრანსპლანტოლოგიის მონოპოლისტს უწოდებენ.” ასავალ-დასავალი, 29 აპრილი – 5 მაისი
ასავალ-დასავალი „უკრაინელი იულია სუსლიაკის საქმეს გამოძიება ძირის ძირამდე თუ ჩაჰყვება, გამორიცხული არ არის, ბავშვებით და მათი ორგანოებით სავარაუდო ვაჭრობის კვალი მიხეილ სააკაშვილთან და მის ცოლთან – სანდრა რულოვსთან მივიდეს, რომელიც ახლა ზუგდიდი მერად იყრის კენჭს…

სანდრა რულოვსის მიერ ადამინის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ გაჩენილი სერიოზული ეჭვები საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და ამ თემაზე უცხოურმა მედიასაშუალებებმაც დაიწყეს წერა. მაგალითდ, უკრაინულმა გამოცემამ slovo.net.ua 2015 წელს გამოაქვეყნა სტატია სათურით „ადამიანის სხეულით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის ოჯახურ ბიზნესად იქცა“…

13-19 მაისი
მანანა არჩვაძე – გამსახურდია „[სანდრა რულოვსი] ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლს – ორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას.“ 8-14 აპრილი, ასავალ დასავალი
საქინფორმი ფოტომანიპულაცია 17 მაისი

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist