პრო-რუსი აქტორები ამჯერად შვედი პოლიტიკოსის ციტატას აყალბებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

2019 წლის 6 ნოემბერს ვებ-გვერდმა ,,საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მადისკრედიტებელი ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის მომდევნო სერიებს აუცილებლად ვიხილავთ”. სტატიაში ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, რომ დასავლეთის ლიდერები ქრისტიანობას ებრძვიან, მაგალითად კი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მოჰყავს, რომელიც, სასულიერო პირის თქმით, მართლმადიდებლობას დასავლური ცივილიზაციისთვის მთავარ გამოწვევად ასახელებს.

გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: ,,შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც იმხანად საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა, პირდაპირ ამბობდა, რომ მართლმადიდებლობა მთავარი გამოწვევა იყო დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ის ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას ახდენდა და არ ცნობდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს.”

გავრცელებული ცნობა, თითქოს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მართლმადიდებლობას დასავლური ცივილიზაციის მთავარ გამოწვევად თვლის, დეზინფორმაციაა. ყალბი ციტატა 2014 წლიდან ვრცელდება კრემლისტურ მედიაში, ხოლო თავად ბილდტი კი მის ნამდვილობას უარყოფს.

  • კარლ ბილდტის ციტატა ყალბია

EUvsDisinfo-ს ცნობით, ყალბი ციტატა პირველად 2014 წელს გავრცელდა. გამავრცელებლებს შორის იყო სერბეთის მართლმადიდებულური ეკლესიის მიტროპოლიტი ამფილოჰიე რადოვიჩი (Amfilohije Radović), რომელმაც ერთ-ერთი ქადაგების დროს კარლ ბილდტს მიაწერა შემდეგი სიტყვები: ,,პუტინის მთავარი შეცდომა იყო მიბრუნება მართლმადიდებლობისკენ, რომელიც ისლამურ ტერორიზმზე უარესია.”

2014 წლის 14 მაისს კარლ ბილდტმა ტვიტერის გვერდზე უარყო, რომ ციტატა მას ეკუთვნოდა და ინფორმაციას ,,სრული სიყალბე” უწოდა.

სერბული მედიის, b92.net-ის ცნობით, სერბი მიტროპოლიტის განცხადება ინტერპრეტაციაა ბილდტის მიერ 2014 წლის 24 მარტს ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის, სადაც პოლიტიკოსი წერს: ,,შესაძლოა, მაკფოლმა (მაიკლ მაკფოლი – აშშ-ის ელჩი რუსეთში 2012-2014 წლებში) სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინის ახალი ანტიდასავლური და ანტი-დეკადენტური ხაზის სიძლიერე, რომელიც ღრმად კონსერვატიულ მართლმადიდებლურ იდეებს ეყრდნობა”.

  • ყალბი ციტატის გავრცელება რუსულ და ქართულ მედიაში

ბილდტის აღნიშნული ციტატის პერიფრაზი აქტიურად ვრცელდებოდა რუსულ მედიაში მათ შორის იყო რუსული სააგენტო ИА РЕХ, რომელშიც 2014 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: ,,მართლმადიდებლობა დასავლური ცივილიზაციის მთავარი საფრთხეა”. ციტატა ასევე ვრცელდებოდა ვებ-გვერდებზე pravoslavie.ru და pikabu.ru.

"

"

"

ყალბი ციტატა 5 წლის წინ საქართველოში პრო-რუსულმა აქტორებმაც გაავრცელეს. საინფორმაციო სააგენტომ “საქინფორმმა” 2014 წელს გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც კარლ ბილდტის ყალბი ციტატაა გამოყენებული.

"

ამავე წელს აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური სპექტრიდანაც, კერძოდ კი კოალიცია ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” წევრმა გიგლა ბარამიძემ აღშფოთება გამოთქვა ბილდტის ციტატის გამო და მას უპასუხისმგებლო უწოდა.

 

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist