ყველაფერი, რაც TikTok-ის შესახებ უნდა იცოდეთ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდააააა
2.5k
VIEWS

შეიძლება TikTok უკვე გაქვთ და იყენებთ, ან არ გაქვთ, მაგრამ მის შესახებ  მეგობრებისგან გსმენიათ. ნებისმიერ  შემთხვევაში, რა იცით TikTok-ზე გარდა იმისა, რომ ის გასართობი აპლიკაციაა? “მითების დეტექტორმა” აპლიკაციის შესახებ სანიტერესო ფაქტები მოიძია.

რა არის TikTok?

TikTok მოკლე ვიდეოების გასაზიარებლად შექმნილი სოციალური ქსელია, რომელიც 2017 წელს პეკინში  რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მა შექმნა. ამერიკაში TikTok  2018 წლის აგვისტოში გამოჩნდა,, როცა იგი ადგილობრივ ანალოგთან – musical.ly-სთან გაერთიანდა. აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს 3-დან 15 წამამდე ხანგრძლივობის მუსიკალური ვიდეოები შექმნან და გააზიარონ.

"
წყარო: tiktok.com

კომპანია ByteDance-მა TikTok-ის ანალოგი Douyin 2016 წელს უშუალოდ ჩინური ბაზრისათვის შექმნა და მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტ-ცენზურის მოთხოვნების შესაბამისად მართავს.

TikTok-ის მზარდი პოპულარობა

Statista-ს მონაცემებით, 2016 წელს TikTok მსოფლიოს მასშტაბით უკვე 21 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა გადმოწერილი.  2019 წელს აპლიკაციას კიდევ 219 მილიონი მომხმარებელი დაემატა, ხოლო 2020 წლის აპრილის მონაცემებით, TikTok-ს  მსოფლიოში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

"
წყარო: statista.com/ინფოგრაფიკაზე გამოსახულია TikTok აპლიკაციის პირველი ჩამოტვირთვის სტატისტიკა 2016 წლის პირველი კვარტლიდან 2019 წლის მე-4 კვარტლის ჩათვლით

აქვე უდა ითქვას, რომ ამ მომენტისათვის მსოფლიოს ყველაზე გამოყენებადი აპლიკაცია Facebook-ია 5 მილიარდი ჩამოტვირთვით.  TikTok პოპულარობით ვერც ისეთ გიგანტებს უსწრებს, როგორებიცაა Snapchat, Twitter, Pinterest და სხვები. მიუხედავად ამისა, ჩინური აპლიკაციის გავლენა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში იზრდება.

რა ინფორმაციას აგროვებს TikTok მომხმარებლებზე?

2019 წელს აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების უკანონო შეგროვების გამო 5.7 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. ამდენად, აპლიკაციის წარმატების ზრდის პარალელურად, აქტუალური გახდა კითხვა, რამდენად უსაფრთხოდაა დაცული მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია და რა ხარვეზები აქვს აპლიკაციას ამ მხრივ.

TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, მოხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ მას წვდომა აქვს თქვენს:

  • ვიდეოებზე
  • მდებარეობაზე (ლოკაციაზე)
  • აპლიკაციით გაგზავნილ პირად შეტყობინებებზე

აპლიკაციისთვის უფლების მინიჭების შემთხვევაში:

  • საკრედიტო ბარათის დეტალებზე
  • მობილურში არსებულ კონტაქტებზე

აპლიკაცია ავტომატურად აგროვებს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის:

  •  IP მისამართს
  •  მომხმარებლის მოწყობილობის ტიპს (მობილური ტელლეფონი, კომპიუტერი, სხვა)
  •  მობილური ოპერატორის ტიპს
  •  ოპერაციული სისტემის დასახელებას

როგორც კონფიდენციალურობის დოკუმენტი გვაფრთხილებს, პლატფორმის მიერ შეგროვებული მომხმარებელთა მონაცემები, გარდა ტექნიკური ჯგუფისა, შესაძლოა გადაეცეს TikTok-ის მფლობელთა პარტნიორ ორგანიზაციებს ან  სამთავრობო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რას გულისხმობს ჩინეთში “კანონით გათვალისწინებული შემთხვევა” და როდის დგება ასეთი შემთხვევა?

TikTok და ჩინეთის მთავრობა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონი “სახელმწიფო სადაზვერვო საქმიანობის” შესახებ ჩინურ კომპანიებს ავალდებულებს ინფორმაციისა და მონაცემების სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემას.  განსაკუთრებული შეშფოთების საგანია კანონის მე-7 მუხლი, რომელიც ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია:

“ნებისმიერი ორგანიზაცია ან მოქალაქე ვალდებულია, მხარი დაუჭიროს  და დაეხმაროს სახელმწიფო სადაზვერვო საქმიანობას და ითანამშრომლოს მასთან  კანონის შესაბამისად და შეინახოს სახელმწიფო სადაზვერვო საქმიანობის საიდუმლოებები..”

“კონტრდაზვერვითი საქმიანობის” შესახებ კანონის  22-ე მუხლში კი მითითებულია, რომ ორგანიზაციას სახელმწიფოს მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ TikTok-ის მონაცემთა ბაზები აშშ-ში მდებარეობს, მისი მშობელი კომპანია ByteDance ჩინეთის მთავრობის კანონების შესაბამისად იმართება. სწორედ ამიტომ 2019 წლის ოქტომბერში ამერიკელმა სენატორებმა ინფორმაციული უსაფრთხოების დამცველ ოფიციალურ ორგანოებს აპლიკაციის და მისი მფლობელი კომპანიის ჩინეთის ხელისუფლებასთან კავშირის შესახებ გამოძიების დაწყება მოსთხოვეს.

მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა დეპარტამენტმა TikTok-ს “უსაფრთხოების რისკების შემცველი” უწოდა, ამერიკელ სამხედროებს მთავრობის მიერ გადაცემულ მობილურ მოწყობილობებში TikTok-ის ჩამოტვირთვა ოფიციალურად აეკრძალათ.

TikTok და ჩინეთის ცენზურა

გასული  წლის ნოემბერში TikTok-ის  ყოფილმა თანამშრომელმა გაამჟღავნა, რომ კომპანიას ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია პეკინელ პარტნიორებთან კონკრეტული ვიდეოების დაბლოკვასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიის ყოფილი თანამშრომელი აღნიშნავდა, ჩინური ცენზურა გასცემდა დირექტივებს “კულტურულად პრობლემატური” ან ჩინეთის მთავრობისათვის არასასურველი ვიდეოს შინაარსის გაფილტვრის შესახებ. ByteDance-ის ერთ-ერთი ყოფილი მენეჯერი Washington Post-თან საუბარში აღნიშნავდა:

“მათ სურთ გლობალური კომპანია გახდნენ და ციფრების თანახმად აქვთ კიდეც ეს წარმატება, მაგრამ ფულადი სახსრები  ისევ ჩინეთშია: ფული ყოველთვის იქედან მოდის და მასთან ერთად – გადაწყვეტილებებიც.”

ფ
ფოტო: Joe Scarnici/Getty Images

TikTok და საქართველო

12 მაისს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ TikTok-ს მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში დამატებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორების ცალკე სახელმწიფოებად აღრიცხვის ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და საქართველოს ელჩმა ამ საკითხზე ჩინეთში შეხვედრები გამართა.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და „გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში“.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist