რა აკავშირებს რუსეთთან და ნეოფაშისტურ ორგანიზაციასთან ხალხს, ვინც რუსეთის მადლიერია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დფს
389
VIEWS

EUvsDisinfo-ს მიხედვით

იტალიისთვის რუსეთის მიერ გაგზავნილი დახმარება აქტიურად გაშუქდა საერთაშორისო და განსკუთრებით რუსულ მედიაში. რუსეთში ადგილობრივმა კრემლისტურმა გამოცემებმა გააშუქეს ისტორიები, თუ როგორ ჩაანაცვლეს იტალიაში ევროკავშირის დროშა რუსეთის დროშით და როგორ ისმოდა რუსეთის ჰიმნი ქუჩებში. აღნიშნული ისტორიები BBC-მ გადაამოწმა და და 31 მარტს ამასთან დაკავშირებით სტატიაც გამოაქვეყნა.

რუსეთის დროშა

რუსულ მედია-საშუალებებში, მათ შორის მთავრობის ოფიციალურ გამოცემა Российская газета-სა და ონლაინ ახალი ამბების პორტალზე life.ru გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “მეგობრები ჭირში შეიცნობა. იტალიელები ევროკავშირის დროშებს რუსეთის სამფერა დროშით ანაცვლებენ”.

"

BBC დაეკონტაქტა იმ იტალიელ მამაკაცს, რომელსაც ვიდეოში რუსეთის დროშა უჭირავს. მან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის დროშების გამოყენება მადლობის სათქმელად მისთვის ჩვეული მოვლენაა და ამით თავის ბიზნეს პარტნიორებთან მადლიერებას გამოხატავს, ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი კი სწორედ რუსული კომპანიაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდეოს ავტორი ფედერიკო კანე ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში ევროკავშირის კრიტიკაზე ხშირად აქვეყნებს ახალ ამბებს.

რუსეთის ჰიმნი

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც კრემლისტურ მედიაში ზიარდებოდა, ასახავს თუ როგორ მღერიან იტალიის ქუჩებში რუსეთის ჰიმნს. იმ რუსულ გამოცემებს შორის, რომლებმაც აღნიშნული ვიდეო გამოაქვეყნეს, იყვნენ სახელმწიფოს მართული ქსელი Россия 1 და РЕН ТВ.

რასაკვირველია კრემლისტურ გამოცემებს არ უხსენებიათ, რომ ვიდეო იმ ორგანიზაციის ოფისის ფანჯრიდან არის გადაღებული, რომელსაც BBC ნეოფაშისტურ ორგანიზაციად მოიხსენიებს, ხოლო პიროვნება ვინც ვიდეო გადაიღო, რუსეთთან დაკავშირებული ატივისტია.

BBC იმასაც აღნიშნავს, რომ ინტერნეტში რუსული ჰიმნით ორი მსგავსი ვიდეო გავრცელდა, თუმცა ორივე ერთსა და იმავე ადგილას იყო გადაღებული, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან.

"

რუსი ექსპერტი ილია შეპელინი BBC-სთან კომენტარში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს პირდაპირ დეზინფორმაციასთან. “იტალიაში ხალხი მართლაც აღფრთოვანებულია რუსეთის ქმედებებით და თავიანთი ხელით კიდებენ რუსეთის დროშას, თუმცა ეს ადამიანები არ არიან ჩვეულებრივი იტალიელები, მათ კონტაქტები აქვთ მოსკოვთან. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალო სიყალბესთან, არამედ მანიპულაციასთან. ჰიბრიდულ ტყუილთან ან ჰიბრიდულ სიმართლესთან” – განმარტავს შეპელინი.

გარდა ამისა, როგორც EUvsDisinfo წერს, კრემლის კონტროლირებული რადიო Vesti FM აუდიტორიას ამცნობდა, რომ იტალია კორონავირუსის გამო იძულებული გახდება ევროკავშირი დატოვოს. ხოლო სპუტნიკი ავითარებდა კონსპირაციის თეორიას, თითქოს კორონავირუსი იმისთვის შეიქმნა, რომ იტალიის ბიუჯეტში პენსიაზე გასული მოქალაქეების ეკონომიკური ტვირთი შეეზღუდათ. სპუტნიკი ასევე ადანაშაულებდა ევროპარლამენტს, რომ მათ “იტალიის დახმარებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ კამპანიის წამოწყება” სურდათ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist