რა ბედი ეწია კვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Untitled-2
280
VIEWS

16 მარტს ონლაინ გამოცემა “პროგრესნიუსმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა და ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს – ინდოელი მეცნიერები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც COVID 19-ში ორი სხვადასხვა კორონავირუსის შერწყმის შედეგად აივ ინფექციისთვის დამახასიათებელი ვირუსი გამოვლინდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის სტრუქტურა ახალია, “პროგრესნიუსის” მტკიცებით, ინდოელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ COVID 19 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის წინააღმდეგ შექმნა, რათა მისთვის ეკონომიკური დარტყმა მიეყენებინა. აღნიშნული კვლევის წყაროდ “პროგრესნიუსს” რუსულენოვანი მედია cont.ws აქვს მითითებული.

ინდოელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია, უსაფუძვლო კონსპირაციებს და ყალბ მიგნებებს ეყრდნობოდა.  არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ბიოინჟინერიის შედეგია, პირიქით, გენური დაკვირვება მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი ცხოველისგან მოდის. დაუსაბუთებლობის გამო კვლევა უკან თავად ავტორებმა გაითხოვეს.

აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაცია factcheck.org-მა გადაამოწმა. 31 იანვარს ინდოელი მკვლევრების ნამუშევარი გამოქვეყნდა საიტზე bioRxiv. კვლევაში მითითებული იყო, რომ ახალ კორონავირუსში გამოვლინდა აივ ინფექციის მსგავსი ხელოვნურად შეყვანილი ნიმუში, თუმცა სხვა მეცნიერებმა მალევე აღნიშნეს, რომ კვლევის ანალიზი შეიცავდა ხარვეზებს და არ წარმოადგენდა აივ ინფექციის შესახებ განვითარებული ჰიპოთეზის მტკიცებულებას.  უსაფუძვლო კონსპირაციების და ყალბი მიგნებების შესახებ, რაც ინდოეთში ჩატარებული კვლევის შედეგად არ დადასტურდა, Foreign Affairs-იც წერს.

გარდა იმისა, რომ კორონავირუსში აივ ინფექციის არანაირი შეყვანის კვალი არ არის, ვირუსის გენზე დაკვირვების შედეგად ასევე ადამიანის არანაირი ჩარევა არ ვლინდება. ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ბიოინჟინერიის შედეგია, პირიქით, გენური დაკვირვება მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი ცხოველისგან მოდის.

გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ კვლევა ავტორებმა თავად გაითხოვეს უკან და განმარტეს, რომ მათი მიზანი კონსპირაციების გავრცელება არ ყოფილა. ამის მიუხედავად კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად შექმნის შესახებ ყალბი ამბები კონსპირაციულმა გამოცემა Zero Hedge-მა გაავრცელა, შემდგომ კი Zero Hedge-ზე დაყრდნობით რუსულ მედიაშიც გავრცელდა.

Zero Hedge-ის შესახებ

Zero Hedge ინგლისურენოვანი გამოცემაა და ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. 2016 წლამდე ვებ-გვერდზე ყველა სტატია ანონიმურად ქვეყნდებოდა, ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის”-ის მთავარი პერსონაჟის, ტაილერ დურდენის სახელით. 2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დურდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი – ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ვებ-გვერდი ხშირად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და კონსპირაციის თეორიებს. კორონავირუსზე გავრცელებული კონსპირაციის შემდეგ ZeroHedge ტვიტერმა დაბლოკა.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist