პოლიტიკა

რა ინტერპრეტაციებით ვრცელდება ბაიდენ-პოროშენკოზე გამოქვეყნებული ჩანაწერები კრემლისტურ მედიაში?

25 მაისი, 2020

19 მაისს უკრაინის რადას დეპუტატმა ანდრი დერკაჩმა პრეს-კონფერენციაზე აუდიო-ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლებზეც მისი თქმით, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრებია ასახული. დერკაჩის მტკიცებით, ეს ჩანაწერები ადასტურებენ, რომ 2016 წელს პოროშენკომ უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი ბაიდენის მოთხოვნითა და 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხის სანაცვლოდ  თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩანაწერების შესწავლა დაიწყო. ვიდრე საგამოძიებო უწყება ჩანაწერების ავთენტურობას გაარკვევს, ამ ფაქტს საქართველოში კრემლთან დაკავშირებული და სხვა აქტორები უკვე გამოეხმაურნენ. ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს”, ღიად პრორუსული Facebook გვერდის“Politicano • პოლიტიკანოს” და “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელის ირაკლი გოგავას ინტერპრეტაციით,  გამოქვეყნებული  ჩანაწერები ადასტურებენ, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის და მის საქმიანობაში ამერიკის შეერთებული შტატები ერევა. 

“საქართველო და მსოფლიომ” პარალელი საქართველოსთანაც გაავლო და გამოთქვა ვარაუდი, რომ ოპოზიციის ლიდერების გასათავისუფლებლად და საარჩევნო ცვლილებების მისაღებად საქართველოს აშშ-ს ხელისუფლებამ ულტიმატუმებით “დაურეკა.” 

ციტატა წყარო
“ბაიდენი-პოროშენკოს საუბრებიდან ჩანს, რომ უკრაინის ყველა საკვანძო უწყებაში საქმიანობენ ამერიკელი კურატორები, რომელთა უშუალო მითითებებით მიიღება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.” საქართველო და მსოფლიო
 
“ ეს პრინციპში არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რამეთუ ყველასთავის აქამდეც ნათელი იყო, რომ უკრაინა დამოუკიდებლად არ იმართებოდა და ყველა მნიშვნელოვან დირექტივას აშშ-დან იღებდა “
Facebook გვერდი Politicano • პოლიტიკანო
„თუ ეს საუბრები აუთენტურია, მაშინ გამოდის, რომ ჯო ბაიდენი პირდაპირ კარნახობდა პეტრო პოროშენკოს ვინ დაენიშნა პრემიერ-მინისტრად, ვინ დაენიშნა იქ მინისტრად, გენერალურ პროკურორად და ა.შ…” ირაკლი გოგავა, “საქართველოს განვითარების ლაბორატორია” ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში 
"ძვირფასო მკითხველო, ისღა დაგვრჩენია, ვივარაუდოთ, ვინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილს ოქრუაშვილი–უგულავას გამოსაშვებად და ცოტა ადრე კიდევ საარჩევნო ცვლილებების ოპოზოციისეული ვარიანტის მისაღებად” საქართველო და მსოფლიო

ნარატივი “დასავლეთი გვმართავს”

არატივს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას არაფორმალურად მართავს კრემლის აქტორები უკვე წლებია ავრცელებენ. მაგალითად, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კრემლისტური მედია უკრაინის საპრეზიდენო კანდიდატებს ვაშინგტონის მარიონეტებად რაცხავდა, ხოლო აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებდა. 

იგივე გზავნილი ვრცელდება საქართველოშიც. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის “ანტიდასავლური პროპაგანდა” მიხედვით, დასავლეთისა და ამერიკის მიერ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა და მართვა 2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზავნილი იყო .

562

რას წერს მედია ბაიდენისა და პოროშენკოს ჩანაწერების შესახებ

დეპუტატი ანდრი დერკაჩი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენს უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის თავიდან მოშორება ენერგოკომპანია Burisma-ს გადასარჩენად უნდოდა, რომელსაც ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი მართავდა. 

უკრაინული გამოცემა Kyiv Post გამოქვეყნებულ  ჩანაწერებში ორ საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  1. გენერალურმა პროკურორმა შოკინმა თანამდებობა 2016 წელს დატოვა. იმ დროს, როდესაც ბაიდენსა და პოროშენკოს შორის სავარაუდო საუბარი შედგა (ანუ 2016 წლის თებერვალში) შოკინი Burisma-ს წინააღმდეგ გამოძიებას არ აწარმოებდა. პირიქით, შოკინის პროკურორები საქმის ჩაგდებას ცდილობდნენ. ამის შესახებ 2015 წელს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯეფრი პიატმა ოდესაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 
  2. დერკაჩი ამტკიცებს, რომ საუბრებს თავად პოროშენკო იწერდა, ხოლო ჩანაწერები დეპუტატს  გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადასცეს. Kyiv Post-ის თანახმად, მართალია, ჩანაწერებში არსებული ხმები ნამდვილს ჰგავს, უბრალო მსმენელიც კი მიხვდება, რომ ისინი დამონტაჟებულია,  “სავარაუდოდ, კონკრეტული პოლიტიკური მიზნით”. 

ვინ არის ანდრი დერკაჩი

უკრაინის რადას დეპუტატი ანდრი დერკაჩი, რომელიც Washington Post-ის სტატიაში უკრაინელ პუტინად არის მოხსენიებული, მოსკოვში КГБ-ს უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია.  დერკაჩი ამჟამად თავისუფალი დეპუტატის სტატუსით სარგებლობს, ხოლო წარსულში პრორუსული “რეგიონების პარტიის” წევრი იყო. 

პროფილები: