რა იცვლება რუსეთის კონსტიტუციაში?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

sdg
109
VIEWS

23 იანვარს რუსეტის სახელმწიფო დუმამ ვლადიმირ პუტინის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 432-ვე დეპუტატმა დაუჭირა. კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით,  პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო იზრდება, ისევე როგორც მისი გავლენის ბერკეტები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებზე, მათ შორის სასამართლოზე.

ონლაინ მედია პლატფორმა meduza.io-მ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოკლედ შეაჯამა.

  • პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან გადაყენება მთავრობის გადადგომას არ ნიშნავს 

ახალი ცვლილებებით მთავრობის გადაყენების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება. იმ შემთხვევაში თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება ან თუ მას გადააყენებენ, ახალ პრემიერს მინისტრთა ძველ კაბინეტთან ერთად მოუწევს მუშაობა, თუ პრეზიდენტმა სხვაგვარად არ გადაწყვიტა.

  • რუსეთში სენატორები გაჩნდებიან

ფედერაციის საბჭოს სახელი და ფუნქციები უცვლელი რჩება, თუმცა აშშ-ის მსგავსად მის წევრებს ამიერიდან სენატორები ერქმევათ.

  • ყირიმელები რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ

საკონსტიტუციო ცვლილებებით მკაცრდება საპრეზიდენტო კანდიდატისადმი წარდგენილი მოთხოვნები: ადამიანი, რომელიც წარსულში უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ვერ იყრის, თუმცა საგამონაკლისო წესი გათვალისწინებულია კანდიდატისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ მიერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ კატეგორიაში ამჟამად მხოლოდ ყირიმი შედის.

  • რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს ოფიციალურად აღარ შეასრულებს 

მართალია, საერთაშორისო ხელშეკრულებებს რუსეთის კანონმდებობლობასთან შედარებით კვლავ უპირატესი ძალა ექნებათ, თუმცა ახალი ცვლილებებით რუსეთის ხელისუფლებას აღარ ექნება საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ეს ორგანოები ხელშეკრულებას “არასწორად” განმარტავენ.

  • სახელმწიფო საბჭო პრეზიდენტის ფუნქციებით

ცვლილებებით სახელმწიფო საბჭოს ფუნქციები იზრდება: ის მოახდენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინირებას და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო  პოლიტიკის, ასევე ეკონომიკური გავნითარების ძირითად მიმართულებებს, ანუ ფაქტობრივად პრეზიდენტის ფუნქციების ნაწილს შეასრულებს, თუმცა კონკრეტულად როგორ – გაუგებარია.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინს მომავალში ამ ორგანოს თავმჯდომარეობა სურს.

  • თუ პრეზიდენტს კანონპროექტი არ მოეწონება, მისი მიღება უფრო გართულდება 

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაძლევს საპრეზიდენტო ვეტოს, პრეზიდენტს უფლება ენიჭება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას შეაფასებს.  ამასთან, პრეზიდენტს სასამართლოზე ზეგავლენის დამატებითი ბერკეტი ეძლევა: მას უფლება ექნება, ფედერაციის საბჭოს მათი გადაყენების შუამდგომლობით მიმართოს, რისი უფლებამოსილებაც ამჟამად მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist