​​​​​​​რა კავშირი აქვს Cala-ს ახალ მაისურებს ვაქცინაციასთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

56
VIEWS

11 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Catrine Maraneli გაავრცელა ვიდეო, აღწერით “არაფერია დაფარული, რაიც არა გაცხადდების… კალა მომხმარებელს კლავს”. ვიდეოში ჩანს პირი, რომელსაც მკლავში ინექციას უკეთებენ. მას აცვია მაისური, რომელზეც დატანილია ვაქცინაციის მოწმობა. ვიდეოში ჩანს პირბადის დაწვა და ისმის ტექსტი “პანდემიის ტანსაცმელი, ვაქცინაციის ბარათის ჯიბე, აჩვენე მსოფლიოს, რომ მზად ხარ საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის, კალა, ტანსაცმლის ლიმიტირებული კოლექცია”.

;
ვიდეოს აღწერა მანიპულაციურია და ანტივაქსერულ შინაარსს ატარებს. რეალურად, ვიდეო ტანსაცმლის რეკლამას წარმოადგენს, რომლის მფლობელისთვისაც სპეციალური ჯიბის საშუალებით მაისურზე ვაქცინაციის მოწმობის დატანა არის შესაძლებელი. ვიდეოს თავად ვაქცინასთან კავშირი არ აქვს.

CALA ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დიზაინერებს და ბრენდებს აერთიანებს.

;
ვიდეოში ნაჩვენები მაისური Vax Card clothing-ის ბრენდის ნაწილია. მისი შემქმნელი CALA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ენდრიუ უაიათია. მან Business Insider-ს მოუყვა, თუ როგორ გაუჩნდა მსგავსი ტანისამოსის შექმნის იდეა. უაიათი ყვება, რომ ნიუ იორკში ვარჯიშობდა და დარბოდა, როდესაც შეამჩნია, რომ ხალხი მას აშტერდებოდა:

ენდრიუ უაიათი: “შევმჩნიე, რომ როდესაც გვერდით ჩავუვლიდი შემომხედავდნენ და პირბადეს ისწორებდნენ. ვიფიქრე რა კარგი იქნებოდა მარტივად შემეძლოს ჩვენება, რომ ვაქცინირებული ვარ”.

;
სწორედ ამის შემდეგ შექმნა მან მაისური, რომლის გულის ჯიბე გამჭვირვალეა და მასში თავისუფლად ეტევა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა, ჯიბის ქვეშ კი დატანილია წარწერა – ვაქცინაციის ბარათი.

;
სარეკლამო კლიპიც სწორედ ვაქცინაციის ბარათის ჩასადებ მაისურის რეკლამას ასახავს, რომელშიც მოდელს ვაქცინას უკეთებენ, რასაც ჯაჭვის გაწყვეტის და პირბადის დაწვის კადრები მოჰყვება, რაც მინიშნებაა იმაზე, რომ მაისურის მფლობელი აცრილია და პირბადის ტარება აღარ სჭირდება. მაისური 38 აშშ დოლარი ღირს. უაიათიმსგავსი თემატიკის თასმების და სამკლავურებიც გამოშვებასაც გეგმავს.

შესაბამისად, CALA-ს პროდუქციას უშუალოდ ვაქცინებთან კავშირი არ აქვს და არც ვინმეს გარდაცვალება გამოუწვევია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულ პირებსაც მოუწოდებს დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ. სრულად ვაქცინირებულებისათვის პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თვითმფრინავებსა და მატარებლებში, აეროპორტებში და რკინიგზის სადგურებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist