სხვადასხვა

რა სქემით გავრცელდა კონსპირაცია რომის პაპსა და ჩიპებზე?

11 მაისი, 2020

4-5 მაისს ქართულ საიტებსა და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კონსპირაცია, თითქოს რომის პაპი მრევლს დაჩიპვისკენ მოუწოდებდა. 8 მაისის მდგომარეობით ეს კონსპირაცია ჯამში 4-მა საიტმა და 14-მა Facebook გვერდმა გაავრცელა. დამატებით ეს ყალბი ინფორმაცია ჯამში 11 ჯგუფში გაზიარდა. ამ ჯგუფებში ყველაზე ხშირად რომის პაპისა და ჩიპების შესახებ კონსპირაცია 3-მა პროფილმა გააზიარა. 14-დან 7-მა გვერდმა ამ ინფორმაციის შემცველი პოსტი წაშალა. ქართულენოვანი ქლიქბაიტ საიტების IP მისამართები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოსკოვში, ნიურბერგსა და ტეხასშია რეგისტრირებული, ფეისბუკ გვერდებიდან ერთ-ერთი კი ადრე ნაციონალისტების ახალგაზრდული ლეგიონის სახელს ატარებდა.

Crowdtangle-ის მონაცემებით 3 საიტის ბმულებს სოციალურ ქსელებში ჯამში 20 ათასზე მეტი ინტერაქცია ჰქონდა.

"

|

|

|

ინფორმაცია თითქოს რომის პაპმა მრევლს ჩიპიზაციისკენ მოუწოდა კონსპირაციაა. ინფორმაციის პირველწყარო რუსული სატირული გამოცემა panorama.pub-ია, რომელიც გამოგონილ ამბებს აქვეყნებს. რომის პაპის და ჩიპების შეთქმულება სწორედ სატირულმა panorama.pub-მა გამოიგონა ქართულმა ქლიქბაიტ და ტაბლოიდ გამოცემებმა ის მკითხველს რეალურ ინფორმაციად წარმოუდგინეს. Panorama.pub-ი ერთგვარია ჰაბია, რომელსაც ქართული ონლაინ გამოცემები დეზინფორმაციის გასავრცელებლად ხშირად იყენებენ.

ვინ გაავრცელა რომის პაპის და ჩიპების კონსპირაცია საქართველოში?

რუსულ სატირულ საიტზე პაპზე და ჩიპებზე ინფორამცია 28 აპრილს გამოქვეყნდა. 4 მაისს ეს ინფორმაცია როგორც რეალური ინფორმაცია ქართულმა აზრმა და itar.ge-მ, 5 მაისს კი n.videosports.ge-მ და arxi.ge-მ გამოაქვეყნეს. სწორედ ამ 4 საიტის ბმულები გავრცელდა ვირუსულად ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში. ამ ოთხი საიტიდან მხოლოდ ერთი - ქართული აზრი - არის ტრადიცული მედია, დანარჩენი 3 კი ქლიქბაიტ საიტია, რომლებიც როგორც წესი, სენსაციულ მასალებს ეკონომიკური მოგების მიზნით ავრცელებენ. ამაზე აქ განთავსებული რეკლამების ფორმა და შინაარსი მიუთითებს.

"'

''

  • Itar.ge-ს შესახებ

registratori.ge-ის მონაცემებით itar.ge 2018 წლის 27 ოქტომბერს შეიქმნა. საიტს IP მისამართი ტეხასის შტატშია რეგისტრირებული.

"

საიტს ასევე აქვს ფეისბუქ გვერდი “იცით თუ არა რომ”, რომელიც უფრო ადრე, 2012 წელს შეიქმნა და მისი ადმინისტრატორი Tengo Mamukashvili-ა. Facebook-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გვერდს ჯამში 7 ადმინისტრატორი ჰყავს, აქედან 6 საქართველოდან, 1 კი გერმანიიდან. 

"'

გვერდს მითითებული აქვს Youtube არხიც, საიდანაც ირკვევა, რომ “იცით თუ არა, რომ”-ის ადმინისტრატორი ამვდროულად და გვერდსა და ჯგუფს dainteresdit.ge-ს მართავს. რომის პაპსა და ჩიპებზე ყალბი ინფორმაცია ამ პლატფორმებზეც გავრცელდა. “იცით თუ არა, რომ”-ისა და “dainteresdit.ge”-ს ადმინისტრატორს, თენგიზ მამუკაშვილს ორი პროფილი აქვს. პროფილი სახელით Tengo Mamukashvili გვერდის ადმინისტრატორად არის მითითებული, ხოლო მეორე პროფილი Tengiz Mamukashvili ჯგუფებში ბმულებს აზიარებს. სწორედ Tengiz Mamukashvili-ს პროფილმა გააზიარა ყალბი ინფორმაცია რომის პაპის შესახებ ჯგუფში Dainteresdit.ge 5 მაისს. 

'

რომის პაპის შესახებ itar.ge-ს ბმული დამატებით სამ ჯგუფში გაზიარდა. ესენია STOP 5G GEORGIA!!!, კორონავირუსი  covid-19 საინფორმაციო ცენტრი და ☑️ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ამ უკანასკნელიდან პოსტი წაშლილია. ჯგუფებში STOP 5G GEORGIA!!!, კორონავირუსი  covid-19 საინფორმაციო ცენტრი რომის პაპის შესახებ ყალბი ინფორმაცია ერთი და იმავე პროფილმა Gio Vashak-მა გაავრცელა. ეს მიგვანიშნებს, რომ ამ პროფილსაც Itar.ge-ს ქლიქბაიტ ქსელთან აქვს კავშირი და ყალბ ინფორმაციას მოგების მიღების მიზნით ორგანიზებულად სხვადასხვა ჯგუფში აზიარებს. 

''

  • Arxi.ge-ს შესახებ

registrator.ge-ის ცნობით, arxi.ge 2020 წლის 22 აპრილს შეიქმნა და მისი IP მისამართი გერმანიაში, ბაიერნშია რეგისტრირებული. საიტის მფლობელი Sabir Kiarimovia. 

'"

იდენტური  სახელით და გვარით პიროვნება ასევე ფლობს მეორე ონლაინ ქლიკბაიტ საიტს: gadacema.ge, რომლის შესახებ მითების დეტექტორი, 2020 წლის მარტშიც წერდა

Arxi.ge-ს ბმული რომის პაპის შესახებ, სათაურით “რომის პაპმა ხალხს დაჩიპვისკენ მოუწოდა - მიზეზი შოკისმომგვრელია” შემდეგმა გვერდებმა გაავრცელეს: კრეატივი, Filmebi.qartulad.net, მთავარი გვერდი, საინტერესო გვერდი, ტროლები და lolo.ge. თითოეულ მათგანზე რომის პაპის შესახებ ყალბი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო, თუმცა პოსტები ორგანიზებულად 8 მაისს წაიშალა. 

"

ამ გვერდებზე გამოქვეყნებული სხვა საიტების ბმულებზე დაკვირვებით დგინდება, რომ Sabir Kiarimovi მინიმუმ კიდევ ორ ქლიქბაიტ საიტს მართავს - yvela.ge და shedevri.ge. ქაირიმოვის მართული ოთხივე საიტის IP მისამართი გერმანიაშია რეგისტრირებული, საიტებს კი იდენტური ვიზუალი აქვთ. 

""

":

Arxi.ge-ს ბმულში ჯგუფში Freshnews.ge ასევე გააზიარა მომხმარებელმა Marina Moravia-მ, თუმცა პოსტი ამჟამად წაშლილია.

"

  • videosports.ge-ს შესახებ

ქლიქბაიტ საიტი videosports.ge 2019 წლის 22 ივნისს შეიქმნა და მისი IP მისამართი მოსკოვშია რეგისტრირებული. 

"

videosports.ge-ს ბმული რომის პაპის შესახებ 5 ჯგუფში გავრცელდა: საჯარო ჯგუფი, საქართველო, მსოფლიო ფაქტები, დედამიწის გარშემო და მსოფლიოს გარშემო. ბოლო ორ ჯგუფში პოსტი ხელმისაწვდომი აღარ არის. 

'

სამ ჯგუფში videosports.ge-ს ბმული იდენტურმა პროფილმა “აქ ყველაფერია” გაავრცელა. ეს სქემაც გვაფიქრებინებს, რომ პროფილი ქლიქბაიტ საიტთან არის დაკავშირებული და ყალბი ინფორმაციის შემცველ ბმულებს სხვადასხვა ჯგუფში ეკონომიკური სარგებლის მიზნით ავრცელებს. 

""

"

  • სხვა გვერდები და ჯგუფები

ქლიქბაიტ საიტების გარდა როიმს პაპის და ჩიპების შესახებ ყალბი ინფორმაცია 4 მაისს ქართულმა აზრმაც გაავრცელა. ეს ბმული გამოცემის ფეისბუქ გვერდებზე “ქართული აზრი” და “რეპორტიორი” გაზიარდა. 

|'

ყალბი ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნა გვერდმა “ახალგაზრდული”, რომელმაც ეს ინფორმაცია ასევე ჯგუფში რუსთავი 21/Rustavi 21 გააზიარა. 

""

გვერდი “ახალგაზრდული” 2018 წლის 17 ივლისს შეიქმნა და სახელი 4-ჯერ გამოიცვალა. ამჟამად გვერდს 4 ადმინისტრატორი ჰყავს, 3 საქართველოდან, 1 კი შვედეთიდან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულის თავდაპირველი სახელწოდება ნაციონისტი, შემდეგ ნაციონალისტები ახალგაზრდული ლეგიონი იყო. 

/;

რომის პაპის და ჩიპების კონსპირაცია ასევე ვიდეოს საახით გაავრცელა გვერდმა Ekumenizm Religia Antixrista (ეკუმენიზმი - ანტიქრისტეს რელიგია). გვერდმა   ვიდეო 2 მაისს გამოაქვეყნა სათაურით: “რომის პაპმა მოუწოდა მრევლს არ შეეშინდეს ჩიპიზაციის”. პოსტს ერთვის ტექსტი და წყაროდ რუსული გამოცემა panorama.pub-ია მითითებული. თავად ვიდეოს წყაროდ გვერდს იუთუბ არხი АПОКАЛИПСИС СЕГОДНЯ 8 ავქს მითითებული. 

'

'

იუთუბ არხი АПОКАЛИПСИС СЕГОДНЯ 8  2020 წლის 4 თებერვალს არის შექმნილი და 200-ზე მეტ ვიდეოს აერთიანებს. ვიდეობის მთლიანი ნაწილი “არწივის”  და “დათვის”(ამერიკა/რუსეთი), covid-19 -ის კონსპირაციულ თეორიებს, 5G-ის ანტიკამპანიას, რიცხვი 666-ის საკრალურობას,  კატაკლიზმების  თეორიას, ჰომოფობიას,   მასონებისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ გავრცელებულ  შეთქმულების თეორიებს აერთიანებს. აღნიშნული გვერდი, ორ სხვა იუთუბ არხზე პოზიციონირებს: АПОКАЛИПСИС СЕГОДНЯ 7.  ეს გვერდი შემქნილია 2019 წლის 4 ნოემბერს, რომელიც ანალოგიური ხასიათის ვიდეომასალას ავრცელებს, ხოლო  მეორე გვერდი Человек и Лев 2020 წლის 12 თებერვალს არის შექმნილი და პირველი ორი გვერდისგან განსხვავებით ლომის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. იუთუბ არხის  АПОКАЛИПСИС СЕГОДНЯ- 8 -ის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მათ მეორე არხი გახსნეს ცხოველების მოყვარულთათვის, თუმცა აშკარაა, რომ მაყურებელს არათუ ცხოველებზე, არამედ კონსპირაციულ თეორიებზე შექმნილ ვიდეოებს სთავაზობენ. სამივე  იუთუბ არხის შექმნის და პოზიციონირების ადგილად რუსეთი არის მითითებული.

'


 

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

ქართულმა პლატფორმებმა მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს და არ მიუთითეს, რომ რომის პაპის და ჩიპების შესახებ ინფორმაცია რეალურად გამოგონილია და მისი პირველწყარო რუსული სატირული გამოცემა panorama.pub-ია, რომელიც ჩვენს შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ გამოცემა სატირული ხასიათისაა.

"

'

პანორამა პაბის საიტის IP მისამართი ტეხასშია რეგისტრირებული.

"

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. panorama.pub-ს ხშირად ეყრდნობა არაერთი ონლაინ მედია ან ფეისბუქ გვერდი, რომლებიც გამოგონილ, სატირულ ამბებს ნამდვილ ინფორმაციად წარმოაჩენენ.  იხილეთ “მითების დეტექტორის” გადამოწმებული მასალები, რომლებიც panorama.pub-ზე დაყრდნობით გავრცელდა:


მასალა მომზადდა CrowdTangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით


მოამზადეს სოფო გელავამ და  თამარ ჩხიკვაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: