რა ვერ დათვალა ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

dfs
217
VIEWS

29 ივლისს გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელთან, ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით “დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამერიკის შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, გვაიძულებს, დავიჩოქოთ და მოგებული საქმე გამოვაცხადოთ წაგებულად”.  რესპონდენტი საქართველოს მხრიდან ამერიკულ კომპანია “ფრონტერასთან” კონტრაქტის არშეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-დან საქართველოში განხორციელებულ პირდაპირი ინვესტიციებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქართევლოში აშშ-დან პირდაპირი ინვესტიცია მხოლოდ ერთხელ განხორციელდა “სს თელასის” შემთხვევაში და ისიც მოგვიანებით რუსულ კომპანიას მიჰყიდეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების შესახებ იდენტურ მოსაზრებას 2016 წელსაც ავრცელებდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი: „აშშ-დან საქართველოში პირდაპირი ინვესტიცია, პრაქტიკულად, ერთხელ განხორციელდა, როდესაც დაიწყო მეგაპროექტი „ეიეს თელასი“ და შემდეგ ის რუსულ კომპანიას მიჰყიდეს.“

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება, თითქოს საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია მხოლოდ ერთხელ განხორციელდა, მცდარია. საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა რაოდენობის პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია ხორციელდება, რომლის ჯამი 1997-2019 წლებში $1 597, 346  მლნ  შეადგენს და საქართევლოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 7.5%-ს წარმოადგენს. 2019 წელს აშშ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-4 ადგილს იკავებს და ათეულში შედის.  

1. 1997-2019 წლებში ამერიკული ინვესტიციების ჯამი $1 597, 346  მლნ  შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართევლოში განცხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები 1997-2019 წლებში 1 597, 346  მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წლების მინაძილზე ამერიკული ინვესტიციების რაოდენობები ცვალებადია, თუმცა 6 შემთხვევაში ის 100 მლნ. აშშ დოლარს აღემატებოდა.  ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკული ინვესტიცია საქართველოში 2014 წელს განხორციელდა და 184 მლნ. აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა.

"

2. ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში  1997-2019 წლებში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 7.5%-ს შეადგენს, რაც ბრიტანეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების თითქმის ნახევარს წარმოადგენს. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების  საერთო რაოდენობა 1997-2019 წლებში ამავე პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების 7.5%-ს შეადგეს. აშშ-სთან ერთად  დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებზე 1997-2019 წლების პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი (48.5%) მოდის.  ამ წლების განმავლობაში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში 8 713, 7 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელეს. მაშინ როდესაც ამავე პერიოდის განმავლობაში რუსული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში 804 მლნ დოლარია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 3.8%-ს წარმოადგენს.

"

3. 2019 წელს აშშ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-4 ადგილს იკავებს. ის თითქმის ყოველ წელს შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც საქართველოში პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებენ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში  1 267,7 მლნ. დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გნხორციელდა, რომელშიც თანხის მოცულობის სიდიდით, 99 მლნ. დოლარით  აშშ მეოთხე ადგილს იკავებს და თითქმის ორჯერ აღემატება მეშვიდე ადგილზე მყოფ რუსულ პირდაპირ ინვესტიციას (50,5 მლნ.). შეერთებული შტატები თითქმის ყოველ წელს შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებენ.

"

4. საქართველოში მრავალი ამერიკული მსხვილი და მცირე კომპანია საქმიანობს, ამერიკული კომპანიები სხვადასვხა მოცულობის წილებს ქართულ ბაზარზე მოქმედ სხვა  კომპანიებშიც ფლობენ. ამერიკული კერძო სექტორის დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების ჩადებით აშშ-ს სახელმწიფოც  ახალისებს.

ამერიკული კერძო სექტორის დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების ჩადებით აშშ-ს სახელმწიფო  ახალისებს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC)  1995 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში  საქართველოში $618 მილიონი ინვესტიცია განახორციელა.

“საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის” ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მრავალი ამერიკული მსხვილი თუ მცირე კომპანია მოქმედებს. ამის გარდა, დიდია იმ ქართული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას აშშ-დან იღებენ. პალატას სხვადასხვა კატეგორიის წევრები ჰყავს. A  კატეგორიაში შედიიან ისეთი კომპანიები, რომლებიც დაარსდა ან ინკორპორირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართულ ბაზარზე არიან წარმოდგენილები (Coca-Cola Company, GULF Georgia by Sun Petroleum Georgia LLC,Radisson BLU Iveria Hotel,Hilton Batumi, Meridian Express Ltd,American Medical Centers,Betsy’s Hotel and Prospero’s Books და სხვა)  B კატეგორია ისეთ კომპანიებს მოიცავს, რომელსაც 33%-ზე მეტი აშშ-ის საკუთრებაა (Adjara Group Hospitality, Bank of Georgia, Biltmore Hotel Tbilisi, BMC Gorgia Legal Bureau, Channel Energy (Poti) Limited Georgia LLC, HeidelbergCement Georgia, Liberty Bank, Wissol Georgia და სხვა.)

საქართველოში მოქმედი ამერიკული კომერციული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ მასალაში:

აშშ-ს მიერ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების შესახებ დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე 2016 წელსაც ავრცელებდა იდენტურ დეზინფორმაციას, თითქოს აშშ-ს საქართევლოში არც ერთი პირდაპირი ინვესტიცია არ განუხორციელებია. იმ პერიოდში ის პოლიტიკური პარტიის “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი იყო. აშშ-ს მიერ საქართევლოში პირდაპირი ინვესტიციების არასოდეს განხორციელების შესახებ ტყუილს ბინდო მძინარაშვილი, იმ პერიოდში “ობიექტივის” წამყვანი და ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, 2016 წელს  “ობიექტივის” ეთერიდან ტირაჟირებდა.

ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების და კომერციული პროექტების დეზინფომრაციის გავრცელებით კრემლთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტორები ცდილონ წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში ამერიკული კომერციული პროექტები არ ხორციელდება და აშშ-სთან თანამშრომლობა საქართევლოს ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

პრი
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist