რას ამბობს “სტალინი” და რას სურსათის უვნებლობის სამსახური 2+ ძროხის ყოლაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

few
187
VIEWS

17 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 2 ან მეტი ძროხის მფლობელებს  2020 წლიდან მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. “სტალინის” მტკიცებით, ეს რეგულაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

"

გავრცლებული ცნობა ყალბია და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საზოგადოებაში შიშისა და უკმაყოფილების დანერგვას ემსახურება. იდენტური ინფორმაცია გასულ წელს სხვადასხვა მედია საშუალებამ გაავრცელა, თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია უარყო.

  • 2 ან მეტი ძროხის ყოლისთვის მეპატრონეს საფასურის გადახდა არ მოუწევს

სურსათის ეროვნული სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ყურადღებას ერთი წლის წინ გაკეთებულ განმარტებაზე აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია არა 2-3 ძროხის მფლობელისთვის ხდება სავალდებულო, არამედ იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია კი უფასოა. სამინისტროს განმარტებით, რეგულაციის მიზანი სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვისა  და დაცვის უზრუნველყოფაა.

  • ეს ყალბი ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა

ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” ერთი წლის წინანდელი დეზინფორმაცია “გააცოცხლა”. მითების დეტექტორმა გადაამოწმა 2019 წლის თებერვალში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს 2020 წლიდან ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადი დაეკისრებოდა. თავდაპირველად ეს ამბავი რეგიონული ტელევიზიის  “გურჯანიის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტმა გაახმოვანა, მოგვიანებით კი ამ სიუჟეტზე დაყრდნობით, ბათუმის TV25-მაც გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ტვ “გურჯაანმა” და TV25-მა თვითრეგულირების ფორმატში საკითხი განიხილეს, დაშვებული შეცდომა აღიარეს და მაყურებელს დაშვებული შეცდომის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სხვა მედიებმა, მათ შორის clickbait საიტებმა ეს ინფორმაცია ვირუსულად გაავრცელეს. ყალბი ინფორმაცია დღესა იძებნება შემდეგ საიტებზე: Primetime, bfm.ge, კომერსანტი, timenews.ge, infopostalioni.ge, dianews.ge.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი სტალინი აღვივებს ნოსტლაგიას საბჭოთა კავშირისა და იოსებ სტალინის მიმართ, ავრცელებს ისტორიულ მანიპულაციებს და მითებს საბჭოთა კავშირის თემაზე, გამოირჩევა ანტიდასავლური სენტიმენტების მქონე პოსტებით, ყველაზე ხშირად აზიარებს ღიად პრორუსული ონლაინ გამოცემის “საქართველო და მსოფლიოს” მასალებს.

 

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist