რას ეხება ნენსი პელოსის ინიციატივა – კონგრესმენთა მეტყველებას თუ ოფიციალურ დოკუმენტებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

31
VIEWS

6 იანვარს სოციალური ქსელის მომხარებელმა სიმონ კილაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავდა, რომ დემოკრატების განზრახვითა და კანონპროექტით, აშშ-ს კონგრესში სამეტყველო ენიდან გენდერული მნიშვნელობის მქონე სიტყვების ამოღება მოხდება. კილაძე ამ საკანონმდებლო ინიციატივას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის უკავშირებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პელოსის რამდენიმე შვილი და შვილიშილი ჰყავს, ის “გენდერიზმს ” არ იშლის, რომლის მიზანი “მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების სრული გათანასწორება და საშუალო სქესის ადამიანის შექმნაა”.

სიმონ კილაძის პოსტზე დაყრდნობით მასალა 12 იანვარს nostal.ge-მ გამოაქვეყნა. იდენტური შინაარსის ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი კანონპროექტით აშშ-ს კონგრესში საუბრისას გენდერულ ტერმინებს აღარ გამოიყენებენ, 12-13 იანვარს გაავრცელეს საიტმა spnews.io, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა და ყოფილმა პარლამენტარმა ოთარ ჩრდილელემა, ამ უკანასკნელის პოსტი “ალიასა” და კრემლისტურ “ნიუს-ფროტი” გამოქვეყნდა.

;

;;

;;

;;

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს კონგრესში გენდერული შინაარსის მქონე ტერმინების გამოყენება საუბრის დროს აიკრძალება, მანიპულაციურია. ნენსი პელოსის ინიცირებული წესები მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებს ეხება და კონგრესემენების მეტყველების დროს სპეციფიური ტერმინების გამოყენების საკითხს არ არეგულირებს. 

  • რას გულისხმობს წესების წარმომადგენელთა პალატის წესების ახალი ნაკრები?

2021 წლის პირველ იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და წესების კომიტეტის თავჯდომარე ჯეიმს მაკგოვერმა წარმოადგინეს წარმომადგენელთა პალატის წესების ახალი პაკეტი, რომელსაც ახალმა, 117-ე მოწვევის კონგრესმა, უნდა უყაროს კენჭი.

წესების მიხედვით, ახალი წარმომადგენელთა პალატა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ინკლუზიური ამერიკელი ხალხის წინაშე ყველაზე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. მეტ ინკლუზიურობაში იგულისხმება რამდენიმე ახალი ნაბიჯი, მათ შორის ისიც, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული იქნება გენდერულად ნეიტრალური ტერმინები, რომლებშიც ადამიანის სქესის ხაზგასმა არ მოხდება, თუმცა ეს შეზღუდვა არ მოქმედებს სალაპარაკო ენაზე და თავიანთ გამოსვლებსა და თუ დებატებში, ასევე განსახილველად მომზადებულ კანონპროექტში კონგრესემენებს გენდერული მნიშვნელობის მქონე ტერმინების გამოყენება შეუზღუდავად შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ყოველი ახალი კონგრესის შეკრების წინ წარმომადგენელთა პალატა იღებს წესების ახალ პაკეტს, რომელზე დაყრდნობითაც მისი წევრების მუშაობა წარიმართება. 117-ე კონგრესისთვის ახალი წესების პაკეტი ძირითადად ძველ წესებს ეყრდნობა, თუმცა რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორისაა გენდერულად ნეიტრალური ენის ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენება, ასევე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის ოფისის დაარსება და ეთნიკური კომიტეტის მიერ რაიმე ტიპის დისციპლინარული შეზღუდვის შემოთავაზება იმ წევრისთვის, რომელიც ინტერნეტში მანიპულაციურ ფოტოს ან ვიდეოს გააზიარებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნენსი პელოსისა და სხვა დემოკრატების მიერ მომზადებული წესების ნაკრები სამეტყველო ენაში გენდერული ტერმინების გამოყენებას კრძალავს, იანვრის დასაწყისში აშშ-ს რადიკალ მემარჯვენეებს შორისაც აქტიურად ვრცელდებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist