რას ჰყვება გამომძიებელი ჟურნალისტი რუსეთის ტროლების ქარხნის დირექტორზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეფეფეფეფ
284
VIEWS

დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის Новая Газета-ს გამომძიებელი ჟურნალისტი დენის კოროტკოვი უკვე წლებია “პუტინის მზარეულად” წოდებული ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის საქმიანობას იკვლევს.   აშშ-ის საგანგებო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა პრიგოჟინი და მისი დაფინანსებული სანკტ-პეტერბურგის “ტროლების ქარხანა” ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის სახელი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ის სირიასა და აფრიკაში ჩატარებულ ოპერაციებსაც უკავშირდება.

EuvsDisinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში დენის კოროტკოვი ჰყვება, რომ ოლიგარქი პრიგოჟინი ხელშეუხებელია. თუ კოროტკოვის მიერ ჩატარებული სხვა ჟურნალისტური გამოძიებები კონრკეტულ შედეგებამდე მიდიოდა და თანამდებობის პირების გათავისუფლებითაც მთავრდებოდა, პრიგოჟინის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს ოლიგარქის წინააღმდეგ არავითარი ზომები არ მიუღიათ.

პრიგოჟინის მამხილებელი ერთ-ერთი საქმე, რომლის მასალებიც კოროტკოვმა და ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა მოაგროვეს, მულტიმილიარდიან სამხედრო კონტრაქტებს ეხებოდა, რომლებიც აშკარა დარღვევებით გაფორმდა. მიუხედავად ამისა, როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ოლიგარქის წინააღმდეგ ბრალდებები “ჰაერში აორთქლდნენ”.

"
ფოტოზე ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი, Associated Press

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ პრიგოჟინთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის მხოლოდ უმაღლეს ეშელონებში იღებენ…მე გულწრფელად ვიტყვი, რომ ამას ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი პუტინი აკეთებს.”

კოროტკოვმა Wagner group-ის საქმიანობაზეც ისაუბრა, რომელსაც ოლიგარქი კერძო სამხედრო კომპანიას უწოდებს. ჟურნალისტის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებას მის საქმიაობაზე რეაქცია არ აქვს, რადგან Wagner group-ის საწვრთნელი ბაზა მოლკინოში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რაც კოროტკოვის აზრით, ადასტურებს, რომ კომპანია კერძო არ არის.

პრიგოჟინის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების  შემდეგ Новая Газета-მ ფოსტით ყვავილების გვირგვინი და თხის მოკვეთილი თავი მიიღო. “დენის კოროტკოვი – სამშობლოს მოღალატე”, – ეწერა თანდართულ ბარათზე.

"

რუსი ოლიგარქი კოროტკოვის რეპუტაციის შელახვასაც ცდილობს. მისი კონტროლის ქვეშ არსებული საინფორმაციო სააგენტო RIA FAN პერიოდულად აქვეყნებს მასალებს, სადაც ჟურნალისტს ისლამურ სახელმწიფოსთან და მიხეილ ხოდორკოვსკისთან აკავშირებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist