ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რას სთავაზობს სახელმწიფო აფხაზებს და ოსებს COVID-19-თან ბრძოლაში და რას “სამხრეთ ოსეთის” KGB?

5 მაისი, 2020

28 აპრილს sputnik-ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კგბ-მ საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების COVID-19-ით განზრახ ინფიცირების საფრთხეზე განცხადება გააკეთა” (КГБ заявил об угрозе преднамеренного заражения граждан Южной Осетии COVID-19 из Грузии). სტატიის მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური ადგილობრივ მოსახლოებას აფრთხილებს, არ დათანხმდნენ ქართული მხაარის შემოთავაზებას სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობაზე, ვინაიდან, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახელობის განზრახ ინფიცირების საფრთხეს ქმნის. 

ცხინვალის კგბ: “კგბ-ს ხელთ არსებული მონაცემებით, ამერიკელი და ქართველი მეცნიერები, რომლებიც საშიში დაავდებების გამომწვევი ნივთიერებების შექმნასა და მოდიფიცირებაზე მუშაობანე, მა ტსორი სამხედრო მიზნებისათვის, ცდილობენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისგან აიღონ ბიოლიუგირ ნიმუშები COVID-19-ზე შესამოწმებლად.”

ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორიის ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის  მაცხოვრებლების კორონავირუსით ინფიცირებას შეეცდებიან, ანეგდოტური მტკიცებულებაა, რომელიც მხოლოდ კრემლის მიერ დაფუძნებული მედიის ვარაუდებს ეფუძნება. წლებია საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურებას და აღჭურვილობას სთავაზობს. COVID-19-თან ბრძოლის პროგრამით აფხაზეთში მცხოვრებლები უკვე სარგებლობენ.

საქართველოს ხელისუფლება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს უკვე 2010 წლიდან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, რითაც ძირითადად აფხაზეთიდან სარგებლობენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთოების სამსახურის განცხადებას აბსრუდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებისათვის დახმარების გაწევა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მეშეობით ხდება, როგორც ინფორმირების, ადგილზე დახმარებისა და ექსპერტიზის მიწოდების, ისე კონტროლირებად ტერიტორიაზე დიაგნოსტიკის და საკარანტინე პირთა განთავსება/მართვის მიმართულებით. 

ქეთევან ციხელაშვილი:  “ ერთადერთი რაც გვინდა, რომ მოსახლეობამ იცოდეს და ბევრმა ეს არა მხოლოდ იცის, ისარგებლა კიდეც, არის ის, რომ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას ჯანდაცვის უფასო და ხარისხიან მომსახურებას ვუწევთ. ასევეა ყველა ძალისხმევა მიმართული COVID-19ის პრევენციის და მასთან გამკლავებისკენ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, ყველა ხელთ არსებული არხის და შესაძლებლობის გამოყენებით. აფხაზეთში ვცდილობთ სხვადასხვა არხის გამოყენებით, მათ შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით COVID-19-ის გავრცელების პრევენციას და გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ინფორმირების, ადგილზე დახმარების და ექსპერტიზის მიწოდების, ისე კონტროლირებად ტერიტორიაზე დიაგნოსტიკის თუ ინფიცირებულთა ან საკარანტინე პირთა განთავსება/მართვის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 150-მდე პირი იმყოფება საკარანტინე სივრცეებში, იცით, რომ გალელი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის შემგომ და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან იქნა გადმოყვანილი, უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან მიმდინარე რეჟიმში ათეულობით პირი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იღებს სხვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, სწორედ კონტროლირებად ტერიტორიაზე.”

ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზეთთან შედარებით ცხინვალის რეგიონში ვითარება შედარებით რთულადაა, რადგან ცხინვალი უგულებელყოფს შეთავაზებებს და “წითელი ჯვრის” გარდა, რეგიონთან წვდომა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველომ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე აღმოუჩინა:

  •  13 აპრილს კორონავირუსის ტესტი სოხუმის კლინიკიდან ქუთაისში გადმოყვანილ ცოლ-ქმარს ჩაუტარდა.
  •  19 აპრილს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გალის ოკურებული ტერიტორიდან შეყვანილი პაციენტი გაწერეს.
  •  30 აპრილს კატასტროფის ბრიგადამ აფხაზეთიდან ვირუსი სიმპტომებით ორსული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.

ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის დაფინანსებით ოკუპირებულ აფხაზეთს 40 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. გადაცემულ სამედიცინო აღჭურვილობაში შედის 4 300 რესპირატორული ნიღაბი, 1 000 დამცავი სპეცტანსაცმელი, 11 000 წყვილი ნიტროლის ხელთათმანი, 110 დამცავი ფარი, 1 300 ანტისეპტიკური ხსნარი სამედიცინო გამოყენებისთვის, ასევე 188 ლიტრი თხევადი საპონი. გამოცემის ინფორმაციით, ეს სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების უკვე მესამე პარტიაა.  

"

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი  (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტია, რომელიც 2010 წლიდან მხარს უჭერს და აფინანსებს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებსა და საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევისაკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერაა.

რეალური ფაქტები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

წლებია, კრემლისტური მედია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ავითარებს კონსპირაციის თეორიებს, თითქოს რიჩარდ ლუგარის ცენტრში საშიშ ცდებს ატარებენ. რეალურად, ლაბორატორია მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც უნიკალური ინფრაქსტრუქტურისა და კვლევითი შესაძლებლობების წყალობით COVID-19-ის დიაგნოსტიკას და დაავადების პრევენციას შესაძლებელს ხდის.

ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი “მითების დეტექტორს” უხსნის 6 მიზეზს, რომელიც ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და კორონავირუსთან ბრძოლას აიოლებს:  

  • ლაბორატორიას აქვს რეგიონში უნიკალური ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 
  • რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3). 
  • ლაბორატორიაში ფუნქციონირებს გენომის ცენტრი.
  • დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
  • საუკეთესო სასწავლო რესურსია დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის მისაღებად.
  • ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ექიმ-ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორმა მაია ბუწაშვილმა  ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრისას შემდეგ უპირატესობებს გამოჰყო:

  • უსაფრთხოების დაცვის მაღალ ხარისხი;
  • ინფექციების აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის ძალიან სწრაფი შესაძლება; 
  • ყველაზე თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტირების შესაძლებლობა;
  • ბიოსამეცნიერო კვლევების ჩატარების პოტენციალი;
  • ე.წ გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობა.

მოამზადა ნიკა გურინმა
მითების დეტექტორის რეგიონული ქსელი