რატომ ქრებიან პროპაგანდისტული ვებ-გვერდები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

new-piktochart_28199170 (2)
462
VIEWS

“მითების დეტექტორმა” ადრე გამოქვეყნებული დიზინფრომაციული მასალების პირველწყაროების გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ვებ-გვერდი  ამჟამად აღარ ფუნქციონირებს და ისინი მხოლოდ დროებითი მიზნებისთვის შეიქმნა. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასეთ 3 შემთხვევას ასახავს:

"

რატომ იქმნებიან პროპაგანდისტული ვებ-გვერდები?

პროპაგანდისტული პლატფორმების შექმნის მიზანია, დაინტერესებულმა მხარემ მეტი ლეგიტიმაცია შესძინოს ყალბ ინფორმაციას, რომელსაც ის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განხრაზ ავრცელებს.

დეფლექციურ ანუ წყაროს არიდების მოდელს პროპაგანდაში აქტიურად იყენებენ. გზავნილის მიმღები ინფორმაციას პირდაპირ იმ მედიუმისგან მიღებულად აღიქვამს, სადაც ეცნობა გზავნილს და არ აკავშირებს მას თავდაპირველ წყაროსთან. მიზანი არის დაიმალოს გზავნილის თავდაპირველი წყარო, შექმნას მაღალი ხარისხის ნდობა როგორც გზავნილის, ასევე იმ წყაროს მიმართ, რომლითაც ვრცელდება ინფორმაცია.  

დეფლექციური მოდელის ერთ-ერთი ფორმა ხელოვნურად შექმნილი დროებითი ვებ-გვერდებია, რომელთაც მეტწილად ინგლისურენოვანი ან ბრენდულ მედიებთან მიახლოებული სახელები ჰქვიათ. ამ მეთოდის მიზანი მკითხველში სანდოობის ხარისხის გაზრდაა, რადგანაც ამ შემთხვევაში, მკითხველი წყაროდ არა პროპაგანდისტულ მედიას, არამედ ცნობილ დასავლურ გამოცემას აღიქვამს.

“მითების დეტექტორს” ხელოვნურად შექმნილი ვებ-გვერდებისა და დასავლური მედიის იმიტაციის არაერთი შემთხვევა გამოუვლენია. ქვემოთ მოცემულია ის დეზინფორმაციები, რომლებიც გაუქმებულ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით ქართულმა და რუსულმა მედიებმა გაავრცელეს:
1. დეზინფორმაცია თითქოს ევროსაამართლო ჩვილ ბავშვთა ნათლობას კრძალავს

დეზინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვილ ბავშვთა ნათლობა აკრძალა ონლაიმ გამოცემებმა mediacity.ge და news.vitube.ge 2016 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნეს. აღნიშნულმა გამოცემებმა რელიგიური გრძნობებით მანიპულირება იმ ფონზე მოახდინეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ მტკივნეული და მგრძნობიარეა.

იდენტურ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემებიც ავრცელებდნენ, რომლებიც წყაროდ იტალიურ გამოცემა igliomale.it ეყრდნობოდნენ.  Igliomale.it-ის ვებგვერდზე ნათლობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის მარტში მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამბავი ვირუსულად გავრცელდა და სოციალური მედიის მომხარებელთა ნაწილმა ის დაიჯერა, იტალიური “პირველწყარო” გაუქმდა და ის ხელმისაწვდომი აღარ არის.

"

2. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის გაყალბებული ინტერვიუ The Guardıan-ზე

ნათლობის აკრძალვის მაგალითის მსგავსად ქართულ სოციალურ სივრცეში ასევე ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილა ხელმძღვანელმა ცნობილ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს რუსეთის დაშლის გეგმის შესახებ მისცა ინტერვიუ, რომელჩიც ამტკიცებდა, თითქოს აშშ და დიდი ბრიტანეთი სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას და კავკასიაში დესტაბილიზაციაში რადიკალი ისლამისტების ჩართვას გეგმავდნენ.

მკითხველმა აღნიშნული ინფორმაცია სანდოდ და უტყუარად სწორედ იმიტომ მიიჩნია, რომ სტატიის ავტორები Geworld.ge და საქინფორმი ინტერვიუს პირველყაროდ The Guardian-ს უთითბდნენ.

რუსულენოვანმა BBC-მ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ  12 აგვისტოს  ვებ-გვერდმა www.theguardıan.com -მა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის ჯონ სკარლეტის გაყალბებული ინტერვიუ გამოაქვეყნა.  საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტანული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო – i – თი განსხვავდებოდა.

"

ყალბი ვებ-გვერდი, რომელმაც სანდოობის მოპოვების მიზნით ბრიტანული გამოცემის სახელის გარდა, ვებ-გვერდის ვიზუალიც მიითვისა, ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გაუქმდა.

"

3. დეზინფორმაცია აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ
2016 წელს გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ქართული წყარო, თითქოს აშშ-მ ბელორუსს უვიზო რეჟიმი დაუწესა, საინფორმაციო სააგენტო თბილისი 24-ი იყო. . ინფორმაციას თან ერთვოდა რუსულენოვანი პირველწყარო, რომელსაც შემდეგ ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე usa-radio.com-ზე გადავყავდით. ამჟამად ვებ-გვერდი usa-radio.com გაუქმებულია და აღარ ფუნქციონირებს. Guardian-ის იმიტაციის მსგავსად, აღნიშნულ ვებ-გვერდის სახელიც ამერიკული რადიოს USA Radio -ს ვებ-გვერდის სახელს (usaradio.com) ჰგავს, რაც მკითხველს უქმნის აღქმას, რომ ინფორმაციის სანდო წყაროდან ეცნობა.
"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist