რატომ შეამსუბუქეს აზერბაიჯანში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

18
VIEWS

11 ივნისს ფეისბუქ-გვერდმა წიწაკა TV – Pepper TV გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ქუჩაში პირბადის გარეშე მოსიარულე ხალხი ჩანს. პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ბაქოში არც კომენდანტის საათია, არც პირბადეებს ატარებენ და კორონავირუსით ნაკლები ინფიცირებულია.

1
წიწაკა TV ინფორმაციას უკონტექსტოდ ავრცელებს, რადგან მართალია, აზერბაიჯანში შეზღუდვები შემსუბუქდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი შემცირებულია, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გახდა.

წიწაკა TV-ს პოსტში ინფორმაცია უკონტექსტოდაა მოცემული, რადგან აზერბაიჯანში შეზღუდვების შემსუბუქების, მათ შორის ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება გახდა.

25 მაისს გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, შაჰმარ მოვსუმოვმა შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა და კვლავ მცირდება, ასევე საავადმყოფოში მოთავსებულ დაავადებულთა რიცხვიც შემცირდა, ვაქცინირებულთა რიცხვი კი გაიზარდა, სწორედ ამიტომ სიტუაცია კონტროლირებადია და შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯერ კიდევ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო კლება, ამ დროისთვის კი ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა.

2

აზერბაიჯანში მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის საკარანტინე რეჟიმი ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს. ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, 9 დეკემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა და კომენდანტის საათი (21:00 – 06:00) 2021 წლის 31 იანვრამდე დააწესა. თუმცა ეს რეჟიმი იანვრის შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდა, გარდა ამისა, 20-დან 29 მარტის ჩათვლით – ნოვრუზის დღესასწაულის გამო, აზერბაიჯანში, დასვენების დღეები გამოცხადდა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. აზერბაიჯანში შეზღუდვები 1 აპრილს უნდა შემსუბუქებულიყო, თუმცა შემთხვევების ზრდის გამო მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები ივნისამდე გააგრძელა და ისინი სწორედ 26 მაისის დადგენილებით შემსუბუქდა.

აზერბაიჯანის მთავრობის 26 მაისის დადგენილების მიხედვით, 31 მაისიდან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, მათ შორის მოიხსნა კომენდანტის საათი და პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში. ამის მიუხედავად, პირბადის ტარება შიდა სივრცეებში, მათ შორის ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა, მეტროში მოქმედებს დისტანციის დაცვის წესიც, ასევე ტრანსპორტის მუშაობა 1 აგვისტომდე ყველა შაბათ-კვირას 00:00-დან 06:00-მდე შეჩერებულია.

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს, 14 ივლისის მდგომარეობით, ორივე დოზით უკვე 964 000 ადამიანია აცრილი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9.6%-ია.

3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist