რატომ უყვართ ავტორიტარებს კონსპირაციები გლობალისტურ ძალებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

share
137
VIEWS

EU vs Disinfo-ს ახალი სტატია შეთქმულების თეორიებს ეძღვნება.

სტატია მოგვითხრობს, რომ შეთქმულების თეორიების მოყვარულებში ჩრდილოვანი ხელისუფლების თეორია ყოველთვის პოპულარული იყო. ეს თეორია სხვადასხვა ფორმით ვლიდნება, მაგრამ ძირითადი კონცეფცია ასეთია: მცირე ჯგუფი, რომელიც კულისებს მიღმა მსოფლიოს ბედს წყვეტს, მარიონეტებს მართავს და მსოფლიოს საიდუმლოდ აკონტროლებს.

EU vs Disinfo-ს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს კონსპირაციის თეორია, თითქოს ევროკავშირი მსოფლიო ხელისუფლების შესაქმნელად საიდუმლო ელიტურმა ჯგუფებმა ჩამოაყალიბეს.

"
წყარო: mixednews.ru

თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ თეორიის სიმართლეს დაადასტურებდა.

კონსპირაციის თეორიები განსაკუთრებით იმითაა მიმზიდველი, რომ მათი უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი დაფუძნებულია კონცეფციაზე, რომ ყველაფერი კულისებს მიღმა ხდება, ფარულად. ის, რომ ჩრდილოვანი მმართველების არსებობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, მათი არსებობის შესახებ მოსაზრებას წარმატებით ამყარებს.

ამის საილუსტრაციოდ EU Vs Disinfo-ს  მოჰყავს მითი იმის თაობაზე, რომ რუსეთმა აზოვის ზღვაში უკრაინულ გემებზე იერიში მიიტანა, რადგან მათ ნატოს სპეციალური ატომური გამანადგურებელი მოწყობილობა გადაჰქოდათ. ეს თეორია პირველად საინფორმაციო ბლოგზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარის სახით დაწერა და მოგვიანებით სხვადასხვა ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე და Youtube-ს ბლოგებზეც გავრცელდა.

"
წყარო: southfront.org

"

ის ფაქტი, რომ უკრაინული გემების მიერ ნატოს სპეციალური მოწყობილობის გადატანის ამბავი არც ერთ მედიასაშუალებას არ გაუშუქებია, ამ კონსპირაციის თეორიის გასამყარებლად მოჰყავთ.

კონსპირაციის თეორია პროპაგანდის მძლავრი ელემენტიცაა. EU Vs Disinfo-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ კონსპირაციის თეორიას პროგანდის იარაღად ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს იყენებდნენ. ამის ნათელი მაგალითი ე.წ. “სიონის უხუცესთა” ოქმია (Protocol of the Elders of Zion), რომელიც 1903 წელს გამოქვეყნდა და თითქოსდა ებრაელების მიერ მსოფლიოზე ბატონობის გეგმას აღწერდა. დამტკიცებულია, რომ  დოკუმენტის ტექსტი მეფის რუსეთის საიდუმლო პოლიციამ გააყალბა, თუმცა, ანტისემიტურ წრეებში ის  სამყაროზე ბატონობის ებრაული გეგმის საილუსტრაციოდ  დღემდე გამოიყენება.

2016 წელს Комсомо́льская пра́вда-ს მიმომხილველმა “სიონის უხუცესები” ბრექსიტის რეფერენდუმისა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის  კონტექსტში ახსენა. იგივე სტატიაში “როტშილდების” მიერ მსოფლიოს კოტნროლის იდეა რამდენჯერმეა გატარებული.

რუსული მედიის მიერ კონსპრაციების თეორიების გავრცელებას უკვალოდ არ ჩაუვლია. 2018 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის  თანახმად, რუსეთის მოსახლეობის ორ მესამედს “მსოფლიო ხელისუფლების” არსებობის სჯერა, ხოლო  გამოკითხულთა უმრავლეობა დარწმუნებულია, რომ ეს “მსოფლიო ხელისუფლება” რუსეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი. EU Vs Disinfo აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კონსპირაციის თეორიის “მორწმუნეთა” რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 45 პროცენტიდან 67 პროცენტს მიაღწია.

"
წყარო: vestifinance.ru

ჩრდილოვანი ხელისუფლების თეორია იმითაა მიმზიდველი, რომ მისი შევსება ნებისმიერი თემით შეიძლება. კათოლიკეები, ბანკირები, ებრაელები, თავისუფალი ქვისმთლელები, ფარმაცევტული კომპანიები, მუსლიმები, გეი ლობისტები, ბიუროკრატები და ა.შ. თემის  შერჩევა სამიზნე აუდიტორიაზეა დამოკიდებული. არაფრის დამტკიცება საჭიროა არ არის, ხოლო აუდიტორიის მწუხარება ახსნადია – გეი ლობისტები/ებრაელები/ბიუროკრატები/ბანკირები ფულს გვაპარევნ, ბაქტერიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ, ომებს იწყებენ, პრეზიდენტებს ნიშნავენ და ა.შ.

ჩდილოვანი ხელისუფლების ნარატივის მიზანია  დემოკრატიისა და ჩვენი ინსტიტუტების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება. რა აზრი აქვს არჩევნებზე ხმის მიცემას, თუ ჩრდილოვანი ხელისუფლება მსოფლიოს უკვე მართავს?  ეს ნარატივი მოქალაქეებს უუნაროებად აქცევს და არჩევნების იგნორირებისა და აზრის გამოთქმის უფლების განხორციელებაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

ამ ნარატივის გამტარებლები საზოგადოებას ყველაფრის კრიტიკულად შეფასებისაკენ მოუწოდებენ. ირონიულია, რომ სინამდვილეში ჩრიდლოვანი მმართველოობის კონსპირაცია ბრმა რწმენას ეფუძნება.

კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.

 

 

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist