რეალურად სად დგას სტალინის მონუმენტები, რომელსაც “სტალინი” გერმანიას და აშშ-ს მიაწერს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

stalini
956
VIEWS

30 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გააზიარა სტალინის ბიუსტის სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც “Ioseb besarionis dze stalini-ს” გვერდს აქვს გამოქვეყნებული. პოსტში აღნიშნულია, რომ ბიუსტი გერმანიაში დგას. 30 იანვარს აღნიშნულმა ფეისბუქ გვერდებმა სტალინის სხვა მონუმენტის ფოტოებიც გამოაქვეყნეს, რომელიც “Ioseb besarionis dze stalini-ს” მტკიცებით ვაშინგტონში დგას და მნახველები დღესაც ჰყავს.

"

"

რეალურად სტალინის ბიუსტი, რომელსაც ფეისბუქ გვერდები “სტალინი” და “Ioseb besarionis dze stalini” აზიარებენ, არა გერმანიაში, არამედ რუსეთის ქალაქ მირნიში დგას. რაც შეეხება, მეორე მონუმენტს, ის 2010 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში განათავსეს და რამდენიმე თვეში აიღეს.

  • სტალინის ბიუსტი რუსეთში

Google Image Search-ის გამოყენებით, აღნიშნული ფოტოს ძიების შედეგები რამდენიმე ვებ-საიტზე, მათ შორის World History Commons-ზე, აჩვენებს, რომ სტალინის ბიუსტი არა გერმანიაში, არმედ რუსეთის ქალაქ მირნიში, იაკუტიის რესპუბლიკაში მდებარეობს. მონუმენტი მირნიში 2005 წლის მაისში დადგეს.

"

  • სტალინის მონუმენტი ვირჯინიაში აღარ დგას

სტალინის კიდევ ერთი ბიუსტი, რომელსაც ფეისბუქ გვერდები “სტალინი” და “Ioseb besarionis dze stalini” ვაშინგტონს მიაწერენ, რეალურად 2010 წელს ვირჯინიის შტატში, ქალაქ ბედფორდში იდგა. მონუმენტი 2010 წლის ივნისში ორგანიზაცია National D-Day Memorial Foundation-მა აშშ-ის პრეზიდენტების ფრანკლინ რუზველტის, ჰარი ტრუმანისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის გვერდით განათავსა. მემორიალი ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში ნორმანდიის დაპყრობის 66-ე წლისთავს, რითაც ომის ვეტერანებს პატივი მიაგეს.

სტალინის ბიუსტის დადგმამ ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია, ხოლო 2010 წლის სექტემბერში D-Day Memorial Foundation-ის ბორდმა მონუმენტის აღების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე აღსანიშნავია, რომ “Ioseb besarionis dze stalini” სტალინის ბიუსტის სქრინებს აქვეყნებს Washingtontimes-ის და The Wandering Scot-ის სტატიებიდან, რომლებშიც გარკვევით არის მითითებული, რომ ბიუსტი ვირჯინიაშია განთავსებული.

""

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist