რისთვის აშენებენ ნიდერლანდებში “ჭკვიან სახლებს” და აქვს თუ არა მას კავშირი 5G-სთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

manipulatia
93
VIEWS

2020 წლის 15 აგვისტოს imedinews.ge- მ  სტატია, სათაურით “ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ” გამოაქყვეყნა. სტატიის თანახმად, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაცულ სახლებს იმ ადამიანებისთვის ააშენებენ, ვინც 5G-ის მიმართ მგრძნობიარეა და მისი გავლენით თავის ტკივილი და უძილობა ეწყება. imedinews.ge ინფორმაციის წყაროდ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული ევროპული გამოცემის Innovation Origins-ის სტატიას უთითებს. imedinews.ge-ს სტატია კრმელისტურმა News Front Georgia-მ გაავრცელა.

12

imedinews.ge- ს სტატია, თითქოს ევროპაში  5G-ის გამოსხივებისგან თავის დასაცავად სპეციალურ სახლს ააშენებენ, მანიპულაციურია. ნიდერლანდების ქალაქ ჰელმონდში დაგეგმილი პროექტის მიზნებში 5G-ის გამოსხივებისგან დაცვა ნახსენები არ  არის. აღნიშნულ დასახლებაში  ტექნოლოგიებს მაცხოვრებელთა საჭიროებების და სამომხმარებლო ჩვევების მიხედვით გამოიყენებენ და  ამ პროექტის 5G გამოსხივებისაგან დაცვასთან კავშირი არ აქვს. 5G არც Innovation Origins-ს სტატიაშია ნახსენები, რომელსაც  imedinews.ge ეყრდნობა.

რას წარმოადგენს  სპეციალური სახლები?

World Architecture– ის ცნობით “100  სახლის პროექტი” არის UNStudio-ს მთავარი გეგმის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანსაც წარმოადგენს “ყველაზე ჭკვიანი სამეზობლოს” შექმნა მსოფლიოში. “ჭკვიანი  სახლები”  ქალაქ ჰელმონდში ნიდერლანდებში 2019-2029 წლებში აშენდება. პროექტის ფარგლებში დასახლება თვითკმარი იქნება ენერგეტიკული და საკვები პროდუქტების წარმოების თავლსაზისით, ასევე “ჭკვიანი სახლები” ტექნოლოგიებს მაცხოვრებელთა საჭიროებების და სამომხმარებლო ჩვევების მიხედვით გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ “ბრეინპორტის ჭკვიანი დასახლება”, რომელიც ნიდერლანდებში აშენდება, ურბანული დასახლების სახე ექნება და ახალ ტექნოლოგიებთან თანხვედრაში იქნება

პროექტის აღწერაში არ არის მითითებული ის ფაქტი, რომ მას იმ ადამიანებისთვის აშენებენ ვისაც 5G- ის ნეგატიური გავლენისგან სურს თავის დაცვა.

5G  Innovation Origins-ს სტატიაშია ნახსენები არ არის

Innovation Origins-ის სტატიაში, რომელსაც imedinews წყაროდ უთითებს, 5G ნახსენები არ არის. სტატიაში საუბარია, რომ ეინდჰოვენის უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ ბრაინპორტის “ჭკვიან დასახლებაში” სახლების იმგვარად დაპროექტების საკითხზე, რომ რადიაციამ მინიმალური რაოდენობით შეაღწიოს, თუმცა ისინი კონკრეტულად 5G-ის გამოსხივებაზე არ საუბრობენ. 5G-ზე აპელირება, როდესაც ის უკვე არაერთი კონსპირაციის საგნად იქცა, ხელს უწყობს აღნიშნული ტექნოლოგიის მიმართ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას და შიშის განცდას.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist