როგორ აღნიშნავს ელადის ეკლესია აღდგომას პანდემიის დროს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სწსს
249
VIEWS

2020 წლის 3 მარტს ტელეკომპანია ობიექტივის ღამის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა საბერძნეთის (ელადის) ეკლესიის აღდგომასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მოურავის თანახმად, აღდგომის სახალხო აღნიშვნა საბერძნეთში ახალი კორონავირუსის გამო 26 და 27 მაისს მოხდება. თარხან-მოურავი ამ გადაწყვეტილებას “აღდგომის გადატანას” და  “სრულ ბოდვასა და სისულელეს” უწოდებს. მისივე თქმით, ელადის ეკლესია მხოლოდ ერთ-ერთია იმ 7 ეკლესიიდან, რომელიც საბერძნეთში არსებობს, სხვებმა კი აღდგომის თარიღი უცვლელი დატოვეს.

დავით თარხან-მოურავი: “7 ეკლესიაა [საბერძნეთში], 7 ნაწილად დაყოფილი. პატრიარქი არაა იქ, მიტროპოლიტია, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ ეკლესიებს და ღებულობენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას და ერთ-ერთმა ამ 7-დან, ერთ-ერთმა ეკლესიამ, რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე დიდია, ელადის, და არა იმ დანარჩენმა 6-მა ან ათონის მთამ, მით უმეტეს… მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღდგომას გადაიხდის არაწესისამებრ… არავითარი უფლება [ჰქონდა] ახლა ელადის ეკლესიას ეს აღდგომა გადაეტანა… ელადის ეკლესიაც და მსოფლიო პატრიარქიც დიდი ხანია უკვე პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ… არამარტო ბერძენი პოლიტიკოსების, არამედ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშაც.”

თარხან-მოურავის განცხადება მანიპულაცურია და სიმართლეს არ შეესაბამება. ევროპაში არსებულმა ეკლესიებმა, COVID-19-ის გავრცელების გამო, არსებული წესები მართლაც შეცვალეს, თუმცა ეს წესები სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების თარიღს არ შეეხება. საბერძნეთის სინოდმა (ელადის ეკლესია) აღდგომის მხოლოდ სახალხო აღნიშვნა გადაიტანა და ლიტურგიის თარიღი უცვლელი დატოვა. ამასთანავე, ელადის ეკლესია საბერძნეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკლესიაა, სხვა ეკლესიები კი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიების გარდა) სქიზმაში მყოფი ეკლესიებია.

  • ელადის ეკლესიამ მხოლოდ აღდგომის სახალხო აღნიშვნის თარიღი გადაიტანა და არა წმინდა ლიტურგია

საბერძნეთში აღდგომის სახალხლოდ აღნიშვნის საკითხის განხილვა 1 აპრილს დასრულდა, მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდი ვიდეო-კონფერენციით შეიკრიბა და მიმდინარე საკითხები განიხილა.

"
წმინდა სინოდის ონლაინ შეხვედრა

სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესიამ მიმართა საბერძნეთის მთავრობას, რომ სააღდგომო ლიტურგია ტრადიციული თარიღით ჩატარდეს, ეკლესიები დახურული იყოს და იქ გამართულ ლიტურგიაში მხოლოდ სასულიერო პირებმა მიიღონ მონაწილეობა. როგორც მიმართვაშია ახსნილი, სააღდგომო ლიტურგია ონლაინ საშუალებებითაც იქნება ხელმისაწვდომი.

ათენის მთავარეპისკოპოსმა ირინეოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსახურებებში მგალობელთა რაოდენობა 2-ზე მეტი არ იქნება და ფიზიკურად დამსწრეების საერთო რიცხვი 5-ს (გარდა წმინდა მიტროპოლიების მთავარი ეკლესიებისა, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10-ზე მეტი არ იქნება) არ გასცდება. ეკლესიაში ყველა დამსწრე შესაბამის დისტანციას დაიცავს.

ასევე, ხაზგასმით აიღინიშნა, რომ 26 და 27 მაისს (გადატანილი თარიღი) გაიმართება მხოლოდ გალობის ბოლო დღე “Christos Anesti” (ქრისტე აღდგა), რომლის დროსაც ბერძნები შეიკრიბებიან ეკლესიებში, რათა აღდგომის აღსანიშნავად იმღერონ საგალობლები, რომლებსაც აღდგომის პერიოდში ეკლესიებში ვერ შეასრულებენ. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ის აღდგომის ტრადიციულად დადგენილი თარიღით ჩატარდება, თუ სახელმწიფო ეკლესიას ამის უფლებას მისცემს.

  • ელადის ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლობის გარდა საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა ეკლესიები არაკანონიკურია

საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილების დაკნინების მიზნით, დავით-თარხან მოურავმა აღნიშნა, რომ ელადის ეკლესია მხოლოდ ერთ-ერთია საბერძნეთში არსებული შვიდი ეკლესიიდან. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის (ელადის) ეკლესია მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოკეფალური ეკლესიაა. ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე, საბერძნეთის ტერიტორიაზე ძირითადი ძალაუფლება ელადის ეკლესიის გარდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაც აქვს, თუმცა მსგავსის თქმა სხვა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაზე არ შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელადის ეკლესია სარგებლობს სახელმწიფო სტატუსით. მას სათავეში ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II უდგას. საბერძნეთის ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს სხვადასხვა მცირე ეკლესიებიც, რომელთა გავლენაც მინიმალურია, რადგან ისინი არაკანონიკურ, სქიზმაში მყოფ ეკლესიებს წარმოადგენენ.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist