როგორ გახდა “ეროვნული ყრილობა. ძალაუფლება ხალხს” “კორონა მაფია” და ვინ მანიპულირებს სტატისტიკით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

44
VIEWS

Facebook-მომხარებელმა მანო ბერიძემ Facebook-ჯგუფში „კორონა მაფია“, რომლის ერთ-ერთი მოდერატორი თავადაა, 7 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იტალიელი ვირუსოლოგის, ჯულიო ტაროს ციტატაა მოყვანილი. ტარო ამტკიცებს, რომ იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს იტალიური მედიის გავრცელებულ მონაცემებში ჩანს. აღნიშნული პოსტი, ინფორმაციის სახით, სათაურით “სკანდალური აღიარება იტალიელი ვირუსოლოგის ჯულიო ტაროსგან : ე.წ. ეპიდემიის დასაწყისში იტალიაში ტელევიზიით გამოცხადებული 1000 გარდაცვლილიდან მხოლოდ 18 იყო ვირუსით გარდაცვლილი” საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა Tvalsazrisi.ge-მაც.

"

მანო ბერიძის პოსტი ჯულიო ტაროს ინტერვიუს ეყრდნობა, რომელიც ვებ-გვერდ fondazionenenni.blog-ზე 18 ივნისს გამოქვეყნდა.

ჯულიო ტაროს მტკიცებით, 21 მაისის მონაცემებით  COVID-19-ით გარდაცვლილთა 3 032 შემთხვევიდან, რეალურად COVID-19 მხოლოდ 124 მათგანის გარდაცვალების მიზეზი იყო.

ჯულიო ტაროს განცხადება რიცხვებით მანიპულირებაა. ტარო ვირუსით გარდაცვლილებად მხოლოდ მათ მიიჩნევს, ვისაც პარალელურად სხვა დაავადება არ ჰქონია. 21 მაისისთვის იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა 3032 ადამიანიდან არცერთი თანმხლები დაავადება მხოლოდ 124-ს არ ჰქონდა, მხოლოდ 1 თანმხლები დაავადება ჰქონდა 454 პაციენტს, 2 თანმხლები დაავადება – 648-ს, ხოლო 3 თანმხლები დაავადება 1806 გარდაცვლილს.

ცხრილი 1. ყველაზე გავრცელებული თანმხლები დაავადებები SARS-CoV-2-ით გარდაცვლილ პაციენტებში

"

მანო ბერიძე საკუთარ პოსტში გარდა იმ მონაცემებისა, რომლებსაც ჯულიო ტარო ინტერვიუში ახსენებს, სხვა რიცხვებსაც ასახელებს. ასევე მას არასწორად აქვს მითითებული ერთ-ერთი მონაცემი, კერძოდ ტარო ამბობს, რომ 21 მაისისთვის 3032 გარდაცვლილიდან მხოლოდ 124 იყო COVID-19-ით გარდაცვლილი, მანო ბერიძე კი 3032-ის ნაცვლად 30 000 გარდაცვლილზე წერს.

მანო ბერიძის პოსტის გავრცელება

პოსტს 14 სექტემბრის მონაცემებით, 511 რეაქცია და 753 გაზიარება აქვს. პოსტი გაზიარდა ჯგუფებში: “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ, კახა კალაძე თბილისის მერი, STOP 5G GEORGIA.

"

იდენტური პოსტი მანო ბერიძემ პირველად 21 ივლისს Facebook-ჯგუფში საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის! გამოაქვეყნა. აღნიშნულ პოსტს 14 სექტემბრის მონაცემებით, 480 რეაქცია და 568 გაზიარება აქვს. პოსტი გაზიარდა შემდეგ ჯგუფებში: Georgia in italy, მთავარი არხის მხარდამჭერთა ჯგუფი, მიშას ფანები, ერთიანი და ძლიერი ემიგრაცია, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება, ემიგრანტების სამყაროო . ძალა ერთობაშია❗❗❗(il mondo degli immigranti), ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, Georgia in italy, იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA.

"

მანო ბერიძემ 21 ივლისს პოსტი საკუთარ კედელზეც გამოაქვეყნა, პოსტს 14 სექტემბრის მონაცემებით, 575 რეაქცია, 264 კომენტარი და 637 გაზიარება აქვს. პოსტი იდენტური ტექსტით საკუთარ კედელზე გამოაქვეყნეს სხვა Facebook-მომხმარებლებმაც, მათ შორის არიან Nona Qurxuli და Pikria Kuchuxidze, რომელთა პოსტებს 14 სექტემბრის მონაცემებით, 505 და 356 გაზიარება აქვთ.

Facebook-მომხმარებელი მანო ბერიძე ჯგუფ „კორონა მაფიაში“ აქტიურად ავრცელებს იმ ექიმებისა და ვირუსოლოგების მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ COVID-19-ის პანდემია გაზვიადებულია და რეალურად ვითარება გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე მედია და მთავრობები გვაჩვენებენ. მანო ბერიძე ასევე აქტიურად აქვეყნებს პოსტებს კორონავირუსის გარშემო განვითარებულ კონსპირაციებზე, მათ შორის 5G-სა და მიკროჩიპებზე.

იტალიაში კორონავირუსის სტატისტიკით მანიპულირება

იტალიურმა ფაქტების გადამოწმების ვებგვერდმა Pagella Politica-მ გადაამოწმა იტალიელი პოლიტიკოსის ვიტორი სგარბის განცხადება, რომელშიც ის ამბობდა, რომ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემები გაბერილია. სტატიაში აღნიშნულია, რომ სგარბის ნახსენები საწყისი მომაცემები რეალურია, თუმცა არასწორადაა განმარტებული, კერძოდ გარდაცვლილთა 4%-ზე ნაკლები კორონავირუსამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, ამიტომ არსებული დაავადებები, რა თქმა უნდა, ხელშემწყობი მიზეზია. მაგრამ ამავდროულად, მართალია ისიც, რომ ვირუსის გარეშე ბევრი მათგანი არ გარდაიცვლებოდა.

„თუ შევადარებთ იტალიაში 2020 წლის მარტში დაღუპულთა საერთო რაოდენობას 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით: 2019 წელს იყო 65,000, წელს კი 91,000, რაც თითქმის 40 პროცენტით მეტია: უზარმაზარი განსხვავება გვაიძულებს გვესმოდეს ვირუსის გავლენა ჩვენს ქვეყანაში“-, ვკითხულობთ სტატიაში.

ჯულიო ტაროს შესახებ

ჯულიო ტარო იტალიელი ვირუსოლოგია, რომელიც  კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებულ რეგულაციებს მუდმივად აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა გაბუქებულია. ტარომ ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „კოვიდი შიშის ვირუსი“.

"

ჯულიო ტარო აქტიურად აკრიტიკებს პირბადეების ტარების სავალდებულო წესსაც, 8 სექტემბერს ის ესწრებოდა რომში გამართულ დემონსტრაციას, რომელიც მოძრაობა „არა პირბადეს“ ორგანიზებული იყო, შეკრებილები COVID-19-ის გამო შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

ჯგუფი “კორონა მაფია” და მისი ადმინისტრატორი, რომელიც FB-ს მიერ გაუქმებული STOP 5G GEORGIA!!!-საც მართავდა

“კორონა მაფია” 2018 წლის 26 ივნისს შეიქმნა და თავდაპირველად მისი სახელწოდება “ეროვნული ყრილობა. ძალა-უფლება ხალხს” იყო. ჯგუფს სახელი 2020 წლის 5 სექტემბერს შეეცვალა. 14 სექტემბრის მონაცემებით, ჯგუფში 5600-ზე მეტი წევრია და მასში ყოველდღიურად 300-ზე მეტი პოსტი ქვეყნდება.

"

აღნიშნული ჯგუფის მოდერატორია მანო ბერიძეც, რომლის პოსტი კორონავირუსთან დაკაშირებით აღნიშნულ ჯგუფში გამოქვეყნდა. მოდერატორთა შორისაა ასევე Facebook-პროფილი Gadea Gadea Guruli, რომლის მიერ მაკდონალდსთან დაკავშირებით გავრცელებულ კონსპირაციაზე “მითების დეტექტორი” ადრე წერდა.

"

ჯგუფის ადმინისტრატორია Lasha Modebadze, მას საკუთარ პროფილზე არ აქვს მითითებული პერსონალური ინფორმაცია და მისი პროფილის ფოტოთი შეუძლებელია იმის გარკვევა, რეალურია თუ არა პროფილი.

"

ლაშა მოდებაძის Facebook-ანგარიში ჯგუფ STOP 5G GEORGIA!!!-ს ადმინისტრატორიც იყო, ჯგუფში აქტიურად ვრცელდებოდა კოსპირაციები კორონავირუსის, 5G ინტერნეტისა და ჩიპების შესახებ. STOP 5G GEORGIA!!! ამ დროისთვის გაუქმებულია.

"

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist