სხვადასხვა

როგორ შეჰყავთ ქლიქბაიტ ვებ-გვერდებს მკითხველები შეცდომაში?

17 მარტი, 2020

15 მარტს ონლაინ-გამოცემებმა gadacema.ge და fbmediatv.com გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს. ორივე სტატიას იდენტური სათაური ერთვის: "უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო..." - ამ წუთებში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს.”

""

სტატიების სათაურები შეცდომაში შემყვანია და არ აღწერს მათში გადმოცემულ ამბავს, ვინაიდან სინამდვილეში მეცნიერებმა არა კორონავირუსის წამალი, არამედ ანტისხეულები აღმოაჩინეს. gadacema.ge და fbmediatv.com ქლიქბაიტ საიტიებია, რომლებიც სენსაციური სათაურის ხარჯზე კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. 

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ როტერდამისა და უტრეხტის უნივერსიტეტების მეცნიერთა ათკაციანმა გუნდმა აღმოაჩინა ანტისხეულები, რომლებიც შესაძლოა, ახალი კორონავირუსის დამარცხებაში გამოიყენონ. ეს ინფორმაცია მკითხველისთვის gadacema.ge და fbmediatv.com-ის სტატიების ტექტსშია ხელმისაწვდომი. 

"

"

ქლიქბაიტ საიტების შესახებ

gadacema.ge და fbmediatv.com აქვეყნებენ საინფორმაციო სტატიებს და პოზიციონირებენ როგორც მედიასაშუალებები, თუმცა, ისინი  ქლიქბაიტ საიტებია, რომლებიც მიმზიდველი სათაურითა და ვიზუალური ეფექტებით მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ და კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ამ ვებ-გვერდებზე გვხვდება 18+ ტიპის რეკლამები, ყვითელი შინაარსის საინფორმაციო მასალები და სენსაციური სათაურები.  

"

Registrator.ge-ს მონაცემებით, gadacema.ge რეგისტრირებულია 2020 წლის 2 მარტს და მისი მფლობელი არის პირი სახელად sabir qiarimovi. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ ვებ-გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებული მანიპულაციური მასალა ქვეყნდება. 11 მარტს  ვებ-გვერდმა გამოაქვყენა დეზინფორამცია, თითქოს იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილმა საქართველოს მოქალაქეებმა საჩხერის საავადმყოფოში მიმავალ გზაზე, სადაც მათ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაევლოთ, ავტობუსის მძღოლზე იძალადეს და გაიქცნენ


მოამზადა თამარ ხმიადაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია