მედია

როგორ ვუშველოთ სახსრებს, როცა დავით ბიძინაშვილი=სამუილ კრუგლიაკსა და რენატ აკჩურიანს?

25 თებერვალი, 2020

2020 წლის 21 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ქართველმა სტუდენტმა, დავით  ბიძინაშვილმა  სახსრების დაავადებათა განკურნების უნიკალურ მეთოდს მიაგნო, რისთვისაც უმაღლესი სამედიცინო ჯილდო მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია  ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სხვა წყაროებითაც გავრცელდა, ერთ-ერთია ვებ-გვერდი  bd18.flekosteel.me.  მასალაში ვკითხულობთ, რომ ქართველმა ვუნდერკინდმა 2019 წლის შემოდგომაზე რევმატოლოგების ევროპის კონგრესზე სახსრების დაავადებებთან გამკლავების უნიკალური ფორმულა წარადგინა, რის შემდეგაც საქართველოს სამეცნიერო სტრუქტურებმა პრეპარატის შექმნა დაიწყეს.  იდენტური ინფორმაცია გაავრცელეს ფეისბუკ გვერდმა პროფესია დედა და საიფორმაციო პორტალმა newsplus.ge . გავრცელებულ ინფორმაციას თან  ახლავს ფოტო, რომელზეც ვებგვერდის თანახმად, ქართველი ვუნდერკინდი დავით ბიძინაშვილია გამოსახულია.

1

2

3

4

სტატიის დასაწყისში მოცემულია ინტერვიუ სტუდენტ დავით ბიძინაშვილთან, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი “მიგნებით” ფრანგული და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ დაინტერესებულნი, სტატიის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ინტერვიუ რევმატოლოგიის ცენტრის “ხელმძღვანელთან”, რომელსაც სტუდენტის იდენტური სახელი და გვარი აქვს. რევმატოლოგი  დავით ბიძინაშვილი ასახელებს სტუდენტის მიერ შექმნილ მედიკამენტს “Flekosteel”, რომელსაც საიტის მომხმარებლები 50%-იანი ფასდაკლებით, ონლაინ  შეიძენენ.

5

6

რეალურად მასალაში გამოქვეყნებული ფოტოები გაყალბებულია: ვუნდერკინდი დავით ბიძინაშვილი, სინამდვილეში უკრაინელი მოსწავლე სამუილ კრუგლიაკია, მეორე ფოტოზე გამოსახული რევმატოლოგი - დავით ბიძინაშვილი კი რუსი კარდიოქირურგი რენატ აკჩურინი.  ინფორმაცია Clickbait საიტის მიერ გავრცელდა, რომელიც სატყუარა სათაურით მკითხველის მიზიდვას, საიტზე “დაკლიკვით” კი ფულის გამომუშავებას  ემსახურება.

ვისი ფოტოებია რეალურად საიტზე?

დავით ბიძინაშვილი=სამუილ კრუგლიაკს. სტატიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე ქართველი ვუნდერკინდის ნაცვლად, უკრაინელი მოსწავლე - სამუილ კრუგლიაკია ასახული. სამუილ კრუგლიაკმა 2015 წლის ივნისში აშშ-ში გამართულ ოლიმპიადაზე ატმოსფეროდან ელექტროენერგიის  გამომუშავების პროექტისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია რომ უკრაინელი მოსწავლეს ხშირად მიაწერენ სხვადასხვა -  სისხლძარღვების გამწმენდი და მაღალი წნევის დასარეგულირებელი მედიკამენტების გამოგონებას.

7

8

Clickbait საიტზე გამოქვეყნებული “ქართველი ვუნდერკინდის” ფოტო დამუშავებულია - პერანგზე წაშლილია უკრაინული ორნამენტები.

სტატიაში  გამოყენებული ფოტო:
"

რეალური ფოტო:
"

დავით ბიძინაშვილი=რენატ აკჩურიანს. სტატიაში მოხსენიებული 20-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი-რევმატოლოგი დავით ბიძინაშვილი სინამდვილეში რუსეთში მოღვაწე კარდიო-ქირურგი რენატ აკჩურინია.  ექიმის ფოტოზე გამოსახული მედკამენტი, რომელიც რეალურ ფოტოზე კარგად ჩანს, Clickbait საიტზე  გამოყენებულ ფოტოში ბუნდოვნად მოჩანს.

სტატიაში გამოყენებული ფოტო:
"

რეალური ფოტო:
"

ტროლების გამოხმაურება

სტატიის ქვემოთ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები  მედიკამეტ Flekosteel-ის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავენ. გადამოწმების შედეგად, აღოჩნდა, რომ ხუთი მომხმარებელი რეალური ადამიანი არ არის და სხვა მომხმარებლების იდენტობას იპარავს, ხოლო სამი მათგანის ფოტო სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სხვადასხვა სახელით გვხვდება. შესაბამისად, ეს პირები ტროლები არიან.


ტროლი ვის იდენტობას იპარავს წყარო
არჩილ მენაბდე ვიქტორ ჩალი https://xn--24-6kchq2abwi5bc.xn--p1ai/viktor-chalyy-8088.html
გოგა ბიგვავა სერგეი კუზმინი https://vk.com/sergey.kuzmin
ნია ლაბაძე ანასტასია ემელიანოვა https://vkfaces.com/vk/user/eae_bs
ლალი ავალიანი ლადოჩკა ბუდანოვა https://rusprofile.pro/vk_user/id43806
მაია შაშიაშვილი ქსენია ჩუნაევა https://vse-vkontakte.ru/kseniya-chunaeva-sankt-peterburg-43969.html
ქრისტინე მამალაშვილი ინტერნეტში ფოტო სხვადასხვა სახელით იძებნება https://yandex.com/images/search?rpt=imageview&i
mg_url=https%3A%2F%
2Fdadbab.info%2Fcontent%2FnRsV0ZYi3
GDfeA9%2Fimg%2Fcommit_04.jpg&cbir_id=
2147211%2FrAUvGaZqRAeTuwW8irq-Zw
ელენე კაკაბაძე ინტერნეტში ფოტო სხვადასხვა სახელით იძებნება https://yandex.com/images/search?rpt=
imageview&img_url=https%3A%2
F%2Fdadbab.info%2Fcontent%2FnRs
V0ZYi3GDfeA9%2Fimg%2Fcommit_08
.jpg&cbir_id=2153540%2FOuUKHgYcryZrCTfKf4HiJQ
ნინა რეხვიაშვილი ინტერნეტში ფოტო სხვადასხვა სახელით იძებნება https://yandex.com/images/search?rpt=imag
eview&img_url=https%3A%2F%2Fdad
bab.info%2Fcontent%2FnRsV0ZYi3GDfeA9
%2Fimg%2Fcommit_10.jpg&cbir_id=2297037
%2FQrV1vb6joERMa_OvwdYmgQ

ინტერნეტში იძებნება ანალოგირი სტატია ლიეტუვურ ენაზე, სადაც მედიკამენტ  Flekosteel-ის ნაცვლად Move and Flex-ს უწევენ რეკლამას, ხოლო “კმაყოფილი” ქართველი მომხმარებლები არჩილ მენაბდე, გოგა ბიგვავა, ნია ლაბაძე და სხვანი ლიეტუველებად გარდაიქმნენ და Bronislavas Vaickus, Simona Naujokaitė, Marija Slabodaitė და ა.შ. სახელებით ფიგურირებენ.

""

იდენტური სტატია ქართველი გმირით

2019 წლის სექტემბერში რუსულენოვანმა ვებგვერდმა ქართველ სტუდენტს, გიორგი ორკოდაშვილს პაპილომა ვირუსისა და პარაზიტების საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოგონება მიაწერა.
აღსანიშნავია, რომ ქართული და რუსული Clickbait საიტების დიზაინი იდენტურია.

"

"


მოამზადა ანი ქისტაურმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი