როგორ ჟონავდა დოკუმენტები ჯანდაცვის უწყებიდან ლუგარზე კიბერშეტევამდე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

191
VIEWS

3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის პრესსამსახურების კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მათ ლუგარის ლაბორატორიაში არსებული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია მოიპოვეს და ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე განათავსეს. მოგვიანებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ივარაუდა, რომ შეტევა რუსეთის მხრიდან იქნებოდა განხორციელებული.

ლუგარზე კიბერთავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის, ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტებმა 2018 წელსაც გაჟონა, ასევე კორონავირუსის ეპიდემიის დროს ქართველ მეცნიერებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები გახდა საჯარო.

2018 წელს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შორის ელექტრონულმა მიმოწერამ და ასევე აშშ-ის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სამსახუროებრივმა წერილები კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სტატია თანდართულ გაჟონილ დოკუმენტებთან ერთად  Zero Hedge-ში გამოაქვეყნა და სამსახურებრივი კორესპონდენციით იმის წარმოაჩინას ცდილობდა, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდა და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდა.

გაიტანჯიევას 2018 წლის სექტემბრის სტატიაში მოყვანილი ჰქონდა სიმულაციური მტკიცებულებები, რომლებიც ვერ ადასტურებდა ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ. სტატიაში მოცემული იყო ისეთი ელექტრონული წერილები, რომლებიც ეხებოდა, მაგალითად სერგეენკოს პარიზში Gilead-ის წარმომადგენლობასთან შეხვედრას, ინფორმაციას ერთ-ერთ ღონისძიებაზე დამსწრებთა შესახებ, ასევე ლაბორატორიული მასალის (პათოგენები) საბაჟო ზედამხედველობის გათავისუფლების მოთხოვნას და სხვა. მიმოწერებში უჩვეულო არაფერი იყო, შესაბამისად ის რეალურ მტკიცებულებებად, იმის შესახებ, თითქოს ლუგარის ლაბორატორია უკანონო საქმიანობას ეწევა, არ გამოდგებოდა, თუმცა საიდუმლოდ მოპოვებული დოკუმენტების სიმულაციას ქმნიდა.

ელექტრონული მიმოწერის გარდა, გაიტანჯიევამ საელჩოსა და სამინისტროს შორის კონფინდენციალური სამსახურებრივი მიმოწერაც გამოაქვეყნა, რაც მხოლოდ კიბერ სივრცეში წვდომაზე არ მეტყველებს.

2018 წელს გაჟონილ დოკუმენტაცია და დილიანა გაიტანჯიევას სტატია პრო-რუსულ მედიაში “მითების დეტექტორმა” აღმოაჩინა და ამასთან დაკავშირებით მასალა  27 სექტემბერს გამოაქვეყნა.  იმავე დღეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმოწერა სავარაუდოდ ჰაკერული თავდასხმის დროს მოიპოვეს და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 6 იანვარს მედიის განვითარების ფონდისთვის მოწერილ წერილში გვაცნობა, რომ გამოძიება, 2019 წლის 3 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეზე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დაიწყო.

"


კორონავირუსის ეპიდემიის დროს, დილიანა გაიტანჯიევამ კონფიდენციალური დოკუმენტები, რომლებიც ქართველი მეცნიერების პირად მონაცემებს შეიცავდა კვლავ გამოაქვეყნა. ლუგარის შესახებ მორიგი კონსპირაციული მასალა 2020 წლის 20 მაისს გაიტანჯიევას ბლოგზე გამოქვეყნდა. მასალას თან ერთვოდა დოკუმენტები, რომლებიც ღია წყაროებში არ იძებნება. გაიტანჯიევას მასალაში იყო მეცნიერების სახელები, გვარები, პროექტში მათი კონტრიბუცია და ჰონორარები, რაც პერსონალური მონაცემებია და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

"

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული პუბლიკაციები:

  •   როგორ ცდილობს კრემლი სკრიპალების საქმეში რუსული კვალის ლუგარის ლაბორატორიით გადაფარვას
  •   როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?

დილიანა გაიტანჯიევას შესახებ

დილიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც მასალებს აქვეყნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ TV Звезда-ში, ბაშარ ალ-ასადის ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლასთან” დაკავშირებულ Al-Mayadeen TV-ში, რუსეთთან დაკავშირებულ South Front-ში, რომლის გვერდებიც  ფეისბუკის მიერ სანქცირებულთა რიცხვში მოხვდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist