​​​​​​​როცა 100-30 არ უდრის 70%-ს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

27
VIEWS

9 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Mano Beridze გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, “ფრანგი სამედიცინო პერსონალის 70% არ ენდობა და უარს ამბობს ვაქცინაციაზე”. პოსტის ავტორი ქართველ ექიმებს მოუწოდებდა, ფრანგი კოლეგებისთვის მიებაძათ. Mano Beridze ინფორმაციის წყაროდ იტალიურ გამოცემა Corriere-ს მასალას უთითებს.

;

Mano Beridze-ის მტკიცება მანიპულაციურია, 5 მარტის მონაცემებით საფრანგეთში სამედიცინო პერსონალის 30% იყო აცრილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 70% ვაქცინაციაზე უარს ამბობს,  მასშტაბური ვაქცინაცია ამჟამად დაჩქარებული ტემპით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Mano Beridze  Corriere.it-ის 6 მარტის სტატიას ეყრდნობა. სტატიის მხოლოდ სათაურის “კორონავირუსის ვაქცინა საფრანგეთში, ექიმები მის წინააღმდეგ: მხოლოდ 30%-მა გაიკეთა ის” წაკითხვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ექიმების დარჩენილი 70% ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, სავარაუდოდ, Mano Beridze-ის პოსტს სწორედ ეს უდევს საფუძვლად. რეალურად კი სამედიცინო პერსონალის 70%-ს ვაქციანზე უარი არ უთქვამს და ეს არც სტატიაშია ნახსენები.

;

მასალაში მოყვანილია საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის 5 მარტის წერილი მედიკოსებისადმი, სადაც ოლივერ ვერანი ჯერ კიდევ აუცრელ მედიკოსებს მოუწოდებს საერთო კეთილდღეობისთვის ვაქცინა მიიღონ.

;

სწორედ ამ წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ 5 მარტის მონაცემებით, სპეციალისტებს შორის მხოლოდ ყოველი მესამეა აცრილი, რაც საკმარისი არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედიკოსების მთელი დანარჩენი ნაწილი ვაქცინაზე უარს ამბობს, საფრანგეთში მასშტაბური ვაქცინაცია გრძელდება.

5 მარტს გამოქვეყნებული წერილის მეორე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა თავის თვითერზე დაწერა, რომ მასშტაბური მობილიზაციის შედეგად მხოლოდ შაბათს, 6 მარტს, 220 000 მედიკოსი, მომვლელი, მეხანძრე და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი აიცრა, რაც  წინა შაბათთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, 10 მარტის მონაცემებით საფრანგეთში 4 321 474 ადამიანმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, 2 102 490-მა კი მეორე დოზა უკვე მიიღო.

;

აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, დეკემბრის ბოლოს საფრანგეთის მასშტაბური ვაქცინაციის დასაწყისში მედიკოსები ვაქცინის მისაღებ პრიორიტეტულ ჯგუფად არ განიხილებოდნენ. თავდაპირველად ვაქცინაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდნენ მოხუცთა სახლების ბინადარნი და შშმ პირები, რომლებიც სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში ცხოვრობენ. 18 იანვრიდან პრიორიტეტულ ჯგუფებში შევიდნენ 75+ წლის ადამიანები, მხოლოდ 6 თებერვლიდან კი 50 წელს გადაცილებული სამედიცინო პერსონალი და მეხანძრეები, 2 მარტიდან ვაქცინის მიღება შეუძლია სამედიცინო სფეროს უკლებლივ ყველა წარმომადგენელს, მათ შორის პაციენტებთან შეხებაში მყოფ სტუდენტებსა და რეზიდენტებს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საფრაგნეთის მოსახლეობის სკეპტიციზმი ევროპის მასშტაბით მართლაც ყველაზე მაღალია. ამ მოვლენას უკავშირებენ, როგორც მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური კლასით უკმაყოფილებას, ასევე სამედიცინო პერსონალის იმედგაცრუებას საფრანგეთში ვაქცინის შექმნის წარუმატებელი მცდელობების გამო. საფრანგეთში ვაქცინაცია თავდაპირველად Pfizer/BioNTech-სა და Moderna-ს ვაქცინებით მიმდინარეობდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ 2 თებერვალს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა AstraZeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულთათვის თითქმის არაეფექტიანიც უწოდა, მოგვიანებით კი ეს ვაქცინა საფრანგეთმა შეიძინა და ამჟამად აქტიურად იყენებს, მაკრონმა კი აღნიშნა, რომ თავადაც სიამოვნებით გაიკეთებდა AstraZeneca-ს ვაქცინას.

საფრანგეთის მთავრობა ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესის ნელა წარმართვის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა ამჟამად ვაქცინაციის ტემპის აჩქარების ფონზე საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, საფრანგეთის 10 მილიონი მოქალაქე შუა აპრილამდე აიცრება, ზაფხულისთვის კი ვაქცინირებულთა რიცხი 30 მილიონს მიაღწევს.


Mano Beridze-ს პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist