თვალსაზრისი
იდენტობა

როცა ცოდნა საფრთხედ იქცევა

24 დეკემბერი, 2019

ხატია ახალაიას სკოლის მოსწავლე გოგონების მიერ  მოყოლილი ამბების ყველა დეტალი ახსოვს: ამბავი სასოწარკვეთილი მოზარდის, რომელიც ფეხმძიმობის გამო  მაღალი სართულიდან გადახტა, მასწავლებლების მითითებები, რომ მენსტრუაციის დროს სახლში უნდა დარჩნენ, ჭორები, რომ  შიდსი კოცნით გადადის. “სკოლის მოსწავლეების უმრავლესობისთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უთხრეს, რომ იყო გეი  ან ბისექსუალი, ნორმალურია,” - იხსენებს ხატია ახალაია, ფემინისტი აქტივისტი და გენდერის გამოცდილი მკვლევარი. ის რუსთაველის გამზირთან ახლოს  საერთაშორისო წიგნის მაღაზიაში ზის, რომელიც მოდის მაღაზიებით, ტურისტული რესტორნებითა და ევროკავშირის უამრავი დროშით არის გადაჭედილი. აქ თბილისი- ევროპულ დედაქალაქს, საქართველო კი განვითარებულ ქვეყანას ჰგავს. 

"

ახალაია სექსუალური განათლების მიმართულებით მუშაობს, განსაკუთრებით, საქართველოს სოფლებში. ის საკლასო ოთახებში  გოგონებისა და ბიჭების ცოდნის ნაკლებობამ შეძრა და გააოცა. მისი “განათლებისა და შრომის ასოციაცია” (E&LA) 2014 წელს დაარსდა და მიზნად განათლების მეშვეობით  ქალებისა და გოგონების მხარდაჭერას ისახავს, მათი სხეულის, უფლებებისა და საზოგადოებაში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. ახალაია ამბობს, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველო ჯერ კიდევ უთანასწორო, მიზოგენური და ჰომოფობიური ქვეყანაა: “ საბჭოთა პერიოდში ქალს დამოუკიდებელ ინდივიდად არ მიიჩნევდნენ. ეს შეხედულებები დღემდე პრობლემებს გვიქმნის”. გაეროს 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა და ძალდატანებითი, ადრეული ქორწინება ქალებზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია. სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ  ყოველი ოთხი ქალიდან ერთი ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. ქალების 14% კი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. ახალიას მიჩნია, რომ ეს მაჩვენებლები სასკოლო სისტემაში სექსუალური განათლების ნაკლებობის შედეგია. 

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქალთა უფლებების მხარდასაჭერად. სამაგიეროდ, ახალაიას თქმით, ისინი   ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სექსუალური განათლების შესახებ E&LA-ის ვიდეობეზე კომენტარების დასაწერად ტროლებს და ბოტებს აფინანსებენ. ვიდეოების შინაარსი შემდეგია: პუბერტიტის (სქესობრივი მომწიფება)  ანატომია და პერიოდი, რომლის შინაარსი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შესაბამისი სექსუალური განათლების შესახებ Unesco-ს სტანდარტებს შეესაბამება. ანალიზმა აჩვენა, რომ ათასობით კომენტარიდან რეალური ადამიანების მიერ  მხოლოდ 5% არის დაწერილი. ფემინისტური აქტივიზმის ყველაზე საშინელი ნაწილი ის არის, რომ ბოტების თავდასხმის მსხვერპლი მხოლოდ ახალაია არ არის, სახელმწიფო კი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიმართ, რომლებიც აქტივისტებს სიკვდილით ემუქრებიან, სისხლის სამართლის დევნას არ იწყებს. “ერთ-ერთი ულტრა-მემარჯვენე ლიდერი ფეისბუკის ლაივ ვიდეოთი დამემუქრა, რომელიც მას შემდეგ ჩაწერა, რაც პოლიციამ გაათავისუფლა,” - თქვა ახალაიამ. ვიდეოში ის საუბრობდა მომავალ სამოქალაქო ომზე და საკუთარ გეგმებზე, რომ დაწვავდა ახალაიასა და მისი ორგანიზაციის ოფისს,  რა თქმა უნდა, ყოველგვარი მოსალოდნელი დასჯის შიშის გარეშე. მედიის მიერ ახალაიას ვიდეოების გაშუქებას ხელისუფლებაში დისკუსიებიც მოჰყვა. სოფიო კილაძის, პარლამენტის ადმიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხალხის რეაქცია ვიდეოზე მხოლოდ შიში იყო. “E&LA-ის ვიდეობი ამორალურად მიიჩნევა, მაგრამ როგორ შეიძლება ცოდნა იყოს საფრთხე?” - კითხულობს ახალაია და გაკვირვებული, როგორ შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახი.

"

ლონდა ბერაიამ და ნანა ფანცულაიამ  საქართველოს” ქალთა ფონდიდად”, პლატფორმიდან, რომელიც ფემინისტურ ინიციატივებსა და კამპანიებს აფინანსებს, ახალიას მსგავსი სხვა  შემთხვევებიც იციან. ქალები, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ, დიდი ალბათობით, ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის მსხვერპლები ხდებიან. ბერია გვიხნის: “ქალი პოლიტიკოსების მიმართ მეტი მუქარა ისმის, ვიდერე მათი მამაკაცი კოლეგების მიმართ, მაგალითად ვიდეოებში”. მათ ახსოვთ რამდენიმე შემთხვევა წარსულიდან, როდესაც ქალი პარლამენტარის თავი ან სხეული, მონტაჟის საშუალებით, პორნოგრაფიულ ვიდეოში აღმოჩნდა. ეს ფენომენი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიდეოს შემქმნელები არ დასჯილან, დაისაჯა მხოლოდ ის, ვინც მას უყურა. ფანცულაიამ იცის, რომ ტროლებისა და ბოტების თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. აქტივისტებს  რაიმეს დაპოსტვა სიძულვილის შემცველი კომენტარებით თავდასხმის გარეშე არ შეუძლიათ. ტროლები თავს დაესხმებიან ყველა თემას, რომელიც მამაკაცის სისუსტეს წარმოაჩენს, მაგალითად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალი, როდესაც საჯაროდ ასახელებს მოძალადე მამაკაცს.

“ეკლესია იმ ჯგუფების ლეგიტიმაციას ახდენს, რომლებიც ფემინისტი აქტივისტების მიმართ სიძულვილს აღვივებენ,”  - ამბობს ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი, რომელიც ქვეყანაში რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მას ქვეყანაში “ტრადიციულ” ღირებულებების მხარდამჭერ ძალებს შორის ყველაზე ძლიერ “რბილ ძალად” ილია მეორე, საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი,  მიაჩნია. ამ მიმართულებით მართლმადიდებელი ეკლესია, რუსეთის მთავრობის ყველაზე სანდო პარტნიორია, რომელიც სექსუალურ განათლებას, როგორც “დასავლური პროპაგანდის” ნაწილს წარმოაჩენს.“ ეკლესია ყველაზე ძლიერი ძალაა ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის, გენდერული თანასწორობის”. ისინი ჯერ ქალების კონტროლისათვისიდევ იყენებენ საკუთარ მორალურ სისტემას ,  ისე როგორც შუა საუკუნეებში”- ამბობს მინდიაშვილი. 

ყველა ლიბერალი ქართველისათვის აღსანიშნავი დღე 2013 წლის 17 მაისია. ამ დღეს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ზოგიერთ სასულიერო პირთან ერთად ლგბტ თემს, რომლებიც ჰომოფობიას აპროტესტებდა, თავს დაესხნენ. ერთი წლის შემდეგ  ეკლესიამ ეს დღე “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოაცხადა, რომლიც ტრადიციული ღირებულებებისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. ამის შემდეგ, ყოველწლიურად პროცესია ხატებითა და ჯვრებით, მღვდლების წინამძღოლობით, რუსთაველის გამზირზე იმართება. ახალაია და მისი ასოციაცია კი საპირისპიროს ისახავენ მიზნად: “ჩვენ, ასევე, გვსურს, რომ შერეული ოჯახების შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ, სხვადასხვა მოდელებიც შექმნას შევუწყოთ ხელი,” - ამბობს ახალია. “იმისათვის, რომ  ურთიერთობების უფრო ფერადი სურათი დავხატოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის”. 

ის  საზოგადოებაში გარკვეულ წინსვლას ამჩნევს და ხედავს, რომ ბოლო წლების მანძილზე  მცირე, მაგრამ დინამიური ფემინისტური მოძრაობა ჩამოყალიბდა. ქალები ღიად უფრო ხშირად საუბრობენ. ფანცულაიაც, ქალების ფონდიდად, ადასტურებს ცვლილებებს; “დიდი ხნის მანძილზე ძალადობა და სექსუალური შევიწროვება კულტურულად მისაღები ნორმა იყო”. მსოფლიო მასშტაბის მოძრაობის #Metoo -ის შემდეგ ქალებმა საუბარი დაიწყებს მათ ტანჯვაზე, ტოქსიკურ ურთიერთობებზე, უთანასწორობაზე სამსახურში, ძალადობაზე სახლში. მისი კოლეგა, ბერაია, დარწმუნებულია, რომ სოციალური მედია, როგორიცაა ფეისბუკი, შესაძლოა, უსაფრთხო სივრცე იყოს: :”ათასეულობით ქალმა დიდი ჯგუფები დაარსა, რომ ყველა საკითხზე ისაუბრონ, რასაც ადრე ვერასოდეს გაბედავდნენ. თემატიკა სხვადასხვაა, ქალთა ჯანმრთელობითა და სექსით დაწყებული, დამთავრებული სიამოვნებითა და ტკივილით,” - ამბობს ბერაია. “ხალხი მოტივაციას აძლევს სხვებს, რომ  მოძალადე მეგობარი მამაკაცები მიატოვონ, რჩევებს აძლევენ, თუ სად შეიძლება იპოვონ კარგი გინეკოლოგი ან ფსიქოლოგი”. ისინი ერთმანეთს განათლებას აძლევენ და ავსებენ სიცარილეს, რომელიც პოსტ-საბჭითა საზოგადოებამ შექმნა. 


ნადია ლისოკი
გერმანული გაზეთის “Kölner Stadt-Anzeiger”-ის ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს