ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ აბსურდულ სტატისტიკას ეფუძნება

19 მაისი, 2020

Meduza.io-ს მასალის მიხედვით

11 მაისს ვლდიმირ პუტინმა რუსეთში კორონავირუსის გამო დაწესებული  “არასამუშაო დღეების” პერიოდი დასრულებულად გამოაცხადა. თუმცა, სინამდვილეში, ადგილობრივ მმართველებს ეკისრებათ  პასუხისმგებლობა,  თავად მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  მიღებული ზომების მოხსნის შესახებ. იმავე დღეს ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ სიამაყით განაცხადა, რომ რუსეთში კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 7.4-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკოსების თქმით, ეს მონაცემები  შესწავლის საგანი  უნდა გახდეს და არა სიხარულის.

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების უჩვეულოდ  დაბალი სტატისტიკა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების უჩვეულოდ  დაბალმა მაჩვენებელმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია, მაშინ როცა მთელ ევროპაში ვირუსი ფატალურად 1.5%დან 16%-მდე შემთხვევებში სრუდლება.

The New York Times-ის, The Financial Times-ის და Moscow Times-ის ჟურნალისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პრობლემა იმ მეთოდოლოგიაში მდგომარეობს, რომელსაც რუსეთში სიკვდილიანობის აღსარიცხად იყენებენ. “მედუზას” კორესპონდენტმა ლილია იაპაროვამ აღმოაჩინა, რომ რუსეთის მეთოდოლოგია მთავრობის წარომამდგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მიზანმიმართულად დამალონ და არ მოგვაწოდონ რეალური ინფორმაცია პერიფერიებში არსებული ვითარების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალი დონის ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა. მოსკოვის მერიაში აცხადებენ, რომ რუსი პათანატომები განსაკუთრებით სკურპულოზურები  არიან (დასავლელი კოლეგებისაგან განსხვავებით) და შეუძლიათ კოვიდ-19-ით გარდაცვალების შემთხვევები განასხვავონ იმ შემთხვევებისაგან, როდესაც კოვიდ-19 გარდაცვალების მიზეზის “თანმხლები” იყო.

როგორ ყალბდება კორონავირუსთან დაკავშირებული  სტატისტიკა რუსეთში

შეცვლილი სტატისტიკური მონაცემებით 

 პათანატომებმა “მედუზას” უთხრეს, რომ მათ რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროსგან ინსტრუქციები აქვთ მიღებული და მათი სავაადმყოფოების წამყვანი ექიმებიც აგულიანებენ, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დაასახელონ. 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამახინჯება რუსეთში სიახლე არ არის. 2012 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა  ზოგიერთი ავადმყოფობით გარდაცვალების მაჩვენებლის “შემცირების” ინსტრუქცია გასცა. ბევრ რეგიონში კორონავირის მონაცემებთან დაკავშირებითაც იმავე ხრიკებს მიმართავენ. 

სტატისტიკიდან გამქრალი ქალაქი

კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემებთან დაკავშირებით რუსულ სტატისტიკაში აუხსნელ შეცდომებსაც ვხვდებით. მაგალითად, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონული სტატისტიკიდან  ერთი ქალაქი მთლიანად გაქრა.

11 მაისს ქალაქ საროვში (ნიჟნი ნივგოროდი) კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ეს შემთხვევა რეგიონულ სტატისტიკაში არ მოხვდა. ქალაქი ბირთვული ფიზიკოსებისთვის არის განკუთვნილი და საზოგადოებისთვის დახურულია. მისი ამოღება  კორონავირუსის საერთო სტატისტკიდან ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ბრძნების საფუძველზე მოხდა, რაც საროვის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძრვანელმა ირინა იგნატიევმა 27 მაისს დაადასტურა

საროვში კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები ფედერალური სტატისტიკიდან მთლიანად ამოღებულია. ოფიციალურ ვებგვერდზე StopCoronavirus.rf  საროვში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მაისის დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა. 

საროვში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ფედერალური მონაცემები სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, მაგრამ ამის მიზეზეზს ვერც ნიჟნი ნოვგოროდის ჯანდაცვის დეპარტამენტში და ვერც სააგენტოში ასახელებენ. 

“ქალაქის მმართველობა (როსატომის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კორპორაციის დაქვემდებარებაში) ცდილობს დიდი რიცხვები (კოვიდ-19-ით ინფიცირებულების) დამალოს, რადგან საჭიროა ქალაქი ღია იყოს და კარანტინში არ მოხვდეს. აქ ყველა სამსახურში დადის” - განუცხადა ადილობრივმა მცხოვრებმა “მედუზას”.

"
კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა, სანკტ-პეტერბურგი, 10 მაისი, 2020

"
სასწრაფოს მანქანები საავადმყოფოს წინ, ეკატერინბურგი, 28 აპრილი, 2020