თავდაცვა/უსაფრთხოება

რუსეთის დაზვერვის (GRU)-ს კიბერშეტევაში MDF-ის საიტიც მოყვა

21 თებერვალი, 2020

იმ 15 000-ზე მეტ საიტს შორის, რომლებზეც საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდასხმა მოხდა, “მედიის განვითარების ფონდის” საიტი www.mdfgeorgia.ge-ც იყო.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულ სერვერზე მასობრივი კიბერთავდასხმა რუსეთმა განახორციელა. ამ ფაქტს გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აშშ-ის საელჩო, ბრიტანეთი, დანია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქართველოს მის ელექტრონულ სივრცეში რუსეთის სტრუქტურების აქტიურობის შესახებ მტკიცებულებები არ აქვს და საქართველო რუსეთის დემონიზებას განაგრძობს. 

2019 წლის 28 ოქტომბერს 15 000-ზე მეტი ქართული სამთავრობო, არაკომერციული და კერძო ვებ-საიტები დაიჰაკა. ვებ-გვერდებზე გამოჩნდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით “I’ll be back”. მოგვიანებით ალტნატიკური საბჭოს ციფრული კვლევების ცენტრმა (DFR Lab) გამოიკვლია, რომ კიბერთავდასხმა მავენ კოდს შეიცავდა.